სპალეტის წარუმატებელი ექსპერიმენტი, ხვიჩა შეცვლაზე და "ნაპოლის" დაკარგული ქულები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეოთხე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ლეჩეს“ ვერ სძლია - 1:1.

სპალეტიმ კვარაცხელია ჩემპიონატის პირველ სამ მატჩში სასტარტოში დააყენა და მან 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, ამჯერად კი რაჰმანთან, მარიო რუისთან, ლობოტკასთან, ლოსანოსთან და ზილენსკისთან ერთად სათადარიგოთა შორის დატოვა. მწვრთნელმა როტაციას გადატვირთული კალენდრის გამო მიმართა.

25-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც 20 წლის კოლომბომ გამოიყენა, თუმცა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი ხელახლა შეასრულებინა და მისი დარტყმული ბურთი მერეტმა მოიგერია. 27-ე წუთზე კი ელმასმა „ნაპოლი“ დააწინაურა. თუმცა მალე კოლომბომ
ანგარიში ულამაზესი გოლით გაათანაბრა.

შესვენების შემდეგ სპალეტიმ მოედანზე ლობოტკა და ზელინსკი შეუშვა, ხოლო 56-ე წუთზე - კვარაცხელია. ქართველმა რამდენიმეჯერ გაამწვავა თამაში. “ნაპოლი“ ბევრს და უშედეგოდ უტევდა და ფრეს დასჯერდა. მოკლედ, მწვრთნელის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა.

„ნაპოლი“ 8 ქულით მე-3 ადგილზეა და 3 სექტემბერს რომში „ლაციოს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ლეჩე 1:1
გოლები: 1:0 ელმასი (27), 1:1 კოლომბო (31)
გამოუყენებელი პენალტი: კოლომბო (25)

მკითხველის კომენტარები / 41 /
ვუყურე მატჩს თავიდან ბოლომდე. შემოვიდა
შეცვლაზე კვარაცხელია. წინა მატჩთან შედარებით, შთაბეჭდილება თუ დაგვრჩა რომ ხვიჩიას პასებს არ აძლევდნენ, აქ პირიქით იყო. ცდილობდნენ მისთვის მიეცათ და მისი დრიბლინგის ან არასტანდარტული გადაწყვეტილების იმედი ქონდათ. სავარაუდოდ ვარჯიშზე უფრო ლაღია ხვიჩა და თანაგუნდელებსაც ახსოვთ ეს. ფაქტია ძალიან დააკომპლექსეს, ძალიან შებოჭილად თამაშობს. შთაბეჭდილება რჩება, რომ ეშინია ბურთი არ დაკარგოს და ვეღარ რისკავს დრიბლინგებს. სიმართლეც უნდა ითქვას, იტალიის კატენაჩო ყოველთვის ცნობილი იყო და გასაკვირი არაა რომ ჯერ უჭირს ალღოს აღება. მოდი შევთანხმდეთ, რომ არაა კვარა მესი. ეს თვითონაც იცის და დიდი შრომით შეუძლია წარმატებას მიაღწიოს, დროის საქმეა უბრალოდ. მთავარია ტრავმებმა არ შეაწუხოს. ეს კვარადონა, კვარასტელა, მეგაკვარა და მისთანანი კი სუპერ ემოციურ იტალიელებს დავუტოვოთ და არაა, ჟურნალისტების გასაგონად ვიტყვი, კვარას გაფეტიშება საჭირო.
გიორგი
09:01 01-09-2022
5
აშკარად ვერ თამაშობს ისე როგორც მიგვაჩვია...ხასიათზე ეტყობა, რომ ჩამქრალია ის ცეცხლი რაც ქონდა პირველ 2 ტურში, სისწრაფეც მოკლებული აქ რაც თვალნათლივ ჩანს და რაც უმთავრესია დრიბლინგი რომ განახორციელო. ფსიქოლოგიურადაც რაღაც თითქოს დიდი წნეხის ქვეშ გამოდის მოედანზეო. ხვიჩა უნდა დაწყნარდეს დამშვიდდეს მაქსიმალურად თორემ ეს სერიოზულ პრობლემად შეიძლება ექცეს მინდორზე. ხვიჩამ ფიზიკაში თუ არ მოუმატა იტალიაში ასე მჭიდროდ დაგიდგება სულ მცველი და კაცს ვერ გაცდები ასეთი ინერტული ქმედებებით. არ ვიცი არ მინდა რომ ეს საგანგაშოდ მივიჩნიოთ მაგრამ ამ ოთხ თამაშში ერთი ერთზე ახლო დისტანციაში კაცს ფაქტიურად ვერ ატყუებს. ფიზიკა ფიზიკა და ფიზიკა არის ის წამალი რაც ხვიჩას ეხლა ჭირდება ყველაზე მეტად მისი გაუმჯობესება. მინიმუმ 20-25 თამაში უნდა ჩაატაროს რომ ამ ასპექტში ხვიჩა დაღვინდეს და მე დარწმუნებული ვარ ეს ასეც მოხდება სერია ა სხვა ლეველია ხომ უყურებთ პატარა გუნდის მცველებიც კი მითუმეტეს გარემარბები უსაინ ბოლტივით დაქრიან მთელი 90 წუთი და ერთ ოდნავ დაღლასაც ვერ შეატყობ. თანამედროვე ფეხბურთი არის ჯერ ფიზიკა და მერე დანარჩენი.
Charley
01:35 01-09-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული