ბაჩანა არაბული დუაიტ იორკთან - ავსტრალიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს

AutoSharing Option
28 წლის ქართველი ფორვარდი ბაჩანა არაბული კარიერას ავსტრალიის A ლიგის ბინადარ "მაკარტურ ბულზში" განაგრძობს.

ჩვენებურმა 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელშიც დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივება კიდევ 1 წლით იქნება შესაძლებელი.

ავსტრალიის ჩემპიონატი 10 ოქტომბერს დაიწყება. "მაკარტურ ბულზის" მთავარი მწვრთნელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფორვარდი, ტრინიდადელი დუაიტ იორკი გახლავთ.

რაც შეეხება არაბულს, ის ბოლოს ბერძნული "ლამიას" ღირსებას იცავდა. ავსტრალიურ გუნდში ორი ქართველი ფეხბურთელი, ბექა მიქელთაძე და ბექა დარციმელია, უკვე ირიცხება, რომლებიც "ნიუკასლ ჯეტსის" ღირსებას იცავენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
Ra magra xumrob
Gela
05:39 02-09-2022
0
დუაიტ იორკი, ბუნდოვნად მახსოვს.... ეჰ კიდევ ცოცხალია ტო.
ისე კაი ტინტილა ფეხბურთელი იყო
ვანჩოპე
00:26 02-09-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული