"თუ ხვიჩა ამ შედეგს მიაღწევს, ძალიან მაგარი იქნება" - არჩილ არველაძე

AutoSharing Option
ყველასთვის კარგად ცნობილმა არჩილ არველაძემ გაზეთ "ლელოსთან" სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა:

- რა თქმა უნდა, ყველა იმედიანად ვიყავით, როცა ის "ნაპოლიში" გადავიდა, მაგრამ გულწრფელად გვითხარით, ასეთ დასაწყისს თუ ელოდით?
- მეც ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ ხვიჩა კარგად ითამაშებდა, მაგრამ ჯერ სხვა რამე მინდა ვთქვა - მისი ასაკიდან და საფეხბურთო თვისებებიდან გამომდინარე, საუკეთესო არჩევანი იყო იტალიაში და, კერძოდ, "ნაპოლიში" გადასვლა. რაც შეეხება იმას, ველოდი თუ არა ასეთ დასაწყისს... გოლების რაოდენობას თუ გულისხმობთ, ეს ცოტა რთული წარმოსადგენი იყო.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, პრესა და
გულშემატკივარი ზომიერები იყვნენ მოლოდინებში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხვიჩას არ შევუქმნათ ზედმეტი წნეხი. პირველი სეზონია და არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ სერია A-ს ბომბარდირი გახდება, "ოქროს ბურთს" მოიგებს და ასე შემდეგ. 8-10 გოლი სეზონში და ამასთან ერთად, 7-8 "ასისტი" დიდებული შედეგი იქნებოდა.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სადებიუტო სეზონზე გვაქვს საუბარი და ეს ხდება ევროპის ტოპჩემპიონატში. ასეთი სიძლიერის ტურნირში ხვიჩას ადრე არ უთამაშია. თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის არ არის ცენტრფორვარდი, არ არის ერლინ ჰალანი. ქართულ ფეხბურთში რომ გადმოვიდეთ, ჩვენს ლეგენდებში, არ არის რამაზ შენგელია. ვოვა გუცაევი გოლებს კი აგდებდა, მაგრამ იმდენ გოლს ხომ არ ვითხოვდით მისგან, რამდენსაც შენგელიასგან?

ძალიან კარგია, რომ ხვიჩას აქვს გოლის შესანიშნავი ალღო, მაგრამ მისი ამპლუაც უნდა გავითვალისწინოთ. მოკლედ, თუ ის შედეგი დაიდება, რაც ვთქვი, იქნება ძალიან მაგარი და თუ მეტი გამოვა, ხომ თავისთავად - ამაზე კარგი რა იქნება?!

- როცა საქმე ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს ეხება, სულ გვეშინია, ზედმეტი წარმოდგენა არ შეიქმნას თავის თავზე, სხვანაირად რომ ვთქვათ, "თავში არ აუვარდეს". სასიამოვნოა, რომ ხვიჩას შემთხვევაში ამის ნიშნებიც კი არ გვაქვს...
- იცით, ვის უვარდება თავში? იმას, ვინც იმდენად მაგარი არ არის და ერთი რაღაც რომ გამოუვა. ხვიჩას შემთხვევაში ეს გამორიცხულია. ის მართლა ძალიან მაგარია!

- წეღან თქვით, ძალიან მინდოდა, კვარაცხელია სწორედ იტალიაში წასულიყო სათამაშოდო. რატომ ფიქრობდით ასე?
- იტალიაში "ნაპოლი" ერთ-ერთი წამყვანი გუნდია, შემტევი გუნდია და ბევრი უკნიდან ეთამაშება. ხვიჩას საშუალება ექნება ხშირად, რომ, როგორ ვიტყვით ხოლმე, ფეხში მიიღოს ბურთი.

- ფაქტია, მან უკვე მოიპოვა დიდი აღიარება...
- როცა კარგად თამაშობ, აღიარებაც მოდის. ეს ჩვეულებრივი მომენტია. ახლა ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვისაც, რომ ხვიჩას შეიძლება თამაში ჩაუვარდეს. ყველა მატჩს ერთ დონეზე მესიც კი ვერ ატარებდა და ატარებს.

- იტალიის ჩემპიონატში "ნაპოლის" პერსპექტივებს როგორ აფასებთ?
- კი, ამ დროისთვის ერთ-ერთი ლიდერია სერია A-ში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ამ ზაფხულს გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა, ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, ჩემი აზრით, კარგი შედეგი იქნება. ისე კი, რა თქმა უნდა, ხვიჩას და "ნაპოლის" ჩემპიონობას ვუსურვებ.

მკითხველის კომენტარები / 28 /
შოთა და აჩი იყვნენ უდიდესი ტალანტები და დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთში თავისი კვალი დატოვეს, სამწუხაროდ აჩი ტრავმებმა დატანჯა, შოთამ კი ბევრს მიაღწია, ამას იმიტომ ვამბობ, რომ რადგან ხვიჩაა ახლა ჩვენი კერპი და იმედი, ეს სულაც არაა იმის მიზეზი, რომ ვლანძღოთ ვეტერანი ფეხბურთელები. გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს რომელიც აღმავლობის გზაზეა!!!
მინდია
09 სექტემბერი 2022 12:22
1
4 გოლი უკვე გატანილი აქვს პირველ 5 თამაშში წინ 33 ტურია. და ტიპი მხეცია თითო თამაშში 5 საგოლე მომენტს აკეთებს ან პოზიციაზე გადის, აქამდე ყველა მომენტი რომ გამოეყენებინა უკვე 10 ზე მეტი გოლი ექნებოდა. ამ ყველაფრის ფონზე იმის წაკითხვა რომ "სეზონში 8-10 გოლი კარგი შედეგი იქნებოდა" აშკარად ავადმყოფური და გამაღიზიანებელია
xpress
09 სექტემბერი 2022 05:32
6
ავადმოყოფურისა რა გითხრა, მაგრამ გამაღიზიანებელი ნამდვილად არის, მაგ შედეგის დადებას ნახევარი სეზონიც არ დასჭირდება.
ჯაბა
10 სექტემბერი 2022 00:53
0
ყველა არველაძეს გატანილი გოლი ერთად რომშეკრიბო ხვიჩას პასთან ვერ მივა რაც ლივერპულთან გააკეთა..
სიმართლე
09 სექტემბერი 2022 00:36
7
შენ ეტყობა ფეხბურთის ყურება ეხლა დაიწყე.. ის მაინც იცი შოთა სად თამაშობდა და რამდენი ქვეყნის ჩემპიონია? ტრაბზონსპორიდან დაწყებული და ალკმაარით დამთავრებული მისი გოლები ტურის საუკეთესოები ხდებოდა..
papai
09 სექტემბერი 2022 11:06
2
ამ არველაზეებს რა ბოროტი გამომეტკველება ააქვტ
mesi
08 სექტემბერი 2022 22:03
33
უეჭველი ამერიკის აგენტი იქნება ეს.
$
08 სექტემბერი 2022 21:38
9
საღ აზრს ნუ დავკარგავთ და სწორად გავიგოთ რაც თქვა ამ კაცმა: 10 გოლიც რომ გაიტანოს უკვე მაგარი იქნებაო. მეტს გაიტანს? კიდე უკეთესი...არ შეიძლება ასეთი გაფეტიშება თორე ერთი ფეხი თუ დაუცდა მერე ნახეთ კრიტიკა. აგერაა კალათბურთელების მაგალითი თურქეთის შემდეგ და დღეს.
gogi
08 სექტემბერი 2022 21:22
2
არჩილ არველაძე იცით რას ამბობს?!ხვიჩამ ხუთ თამაშში ოთხი გოლი რომ გაიტანა შემთხვევითობაა და დარჩენილ 33 თამაშში 4 ბურთს თუ გაიტანსო!!!
1964 ავთო
08 სექტემბერი 2022 20:56
11
zaza აი ზუსტად არველაძეზე დიდი ფეხბურთის თამაშს იწყებს ეხლა ის ვიზეც იძახის ეს ლობიო რომ დარჩენილ 33 ტურში(!) კიდე 4 გოლი უნდა გაიტანოსო
Dzia
09 სექტემბერი 2022 05:17
2
შენ ეტყობა არველაძეზე დიდი ფეხბურთი გაქვს ნათამაშევი „საინტერესო სტატისტიკა“ გაქვს.....
zaza
08 სექტემბერი 2022 21:41
10
გამარჯობათ,
მჯერა შოთამ თავისი აზრი დააფიქსირა და არ დაუმოძღვრავს არავინ გინდა თუ არა ასე უნდა იყოსო. რათქმა ინდა ერთ დონეზე და ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ვერავინ ჩაატარებს ყველა მატჩს ყველა ტურნირზე. რათქმა უნდა ხშირად გავიხარებთ და ასევე ხშირად გავბრაზდებით სხვადასხვა სპორცმენის თამაშზე მაგრამ, გამოხატვით ისე არ გამოვხატავთ როგორც მრავალი ვაი "ქომაგი" და ვაი "ადამიანი". ჩვენ ხშირად დავაფიქსირებთ შენიშვნებს და ჩვენს შეხედულებებს იმ ჩარჩოებში რა ჩარჩოებიდანაც ჩვენს მოსაზრებებს გამღიზიანებლური ტონი არ ექნება და ყველა სპორცმენსა და გულშემატკივარს საშუალება ექნება მომავალში სარგებლობის მიზნით ჩვენი ჯანსაღი კრიტიკისგან ანალიზი გააკეთოს. მთავარია სხვადასხვა ჩავარდნილი მატჩის და მატჩისას დაშვებული შეცდომების გამო შეურაცხყოფა არ მივაყენოთ ადამიანებს რომლებიც ჩვენს გახარებას და ქვეყნის სიყვარულს უძღვნიან საკუთარ თავს. მე მქვია გიგი, თქვენ ყველას თქვენი სახელი, ერთად ვართ საქართველო. ხოდა გაუმარჯოს საქართველოს, მრავალჯერ გაიხაროს თავისი შვილების წარმატებით და გამარჯვებით. წარმატებები და გამარჯვებები ყველას თქვენ.
გიგი
08 სექტემბერი 2022 19:57
1
ახლა რა ტემპიც აქვს, ამ ტემპით 20 გოლსაც გაიტანს, მაგრამ სეზონი გრძელია, იქ შეიძლება მცირე ტრავმებიც ქონდეს, ფიზიკურად გადაიღალოს ან გუნდს დაეწყოს ჩავარდნა. თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატის დროს დაისვენებს და ამიტომ მგონია კარგი სეზონი ექნება
რობერტ კემბელი
08 სექტემბერი 2022 19:56
0
რა 8 გოლი აჩი ძმა 4 გატანილი აქვს უკვე და 33 ტურია დარჩენილი. 15 გაიტანს!
დიმო
08 სექტემბერი 2022 19:03
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული