ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლებლობები ბოლომდე გააზრებული გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით სრულად მაინც გვიჭირს აღვიქვათ, რომ ქართველ ფეხბურთელს შეუძლია ისეთი კლუბის წინააღმდეგ, როგორიც "ლივერპულია", ერთ-ერთი გამორჩეული იყოს და მაღალი დონის მეტოქეები უშანსოდ
უკვე საქმე იმ კალიბრის მოთამაშესთან გვაქვს, რომელზედაც მოთხოვნაც იმავე "ლივერპულს" არც ისე შორეულ მომავალში გაუჩნდება. ამ ქართველ ბიჭში თანამედროვე ფეხბურთისთვის იმდენად ცოტა სატრანსფერო თანხაა გადახდილი და უმოკლეს დროში ის ძალიან გაზრდილია.
კვარაცხელია სულ სხვა დონეზე ავიდა და როგორც კიდევ უფრო მეტი რესურსი, სამუშაოც ჯერ კიდევ ბევრი აქვს. მიუხედავად ამ დრიბლინგების, დროული პასების, ზუსტი დარტყმის, ართმევების და ფიზიკურად საკმაო სიძლიერისა (ვნახეთ, კორპუსი როგორ გამოიყენა), ჯერ კიდევ მინიმალური შესაძლებლობები აქვს გამოვლენილი და ეს ფაქტი კიდევ უფრო გვახარებს, მით უმეტეს, მისი მსგავსი შრომისმოყვარე და ჟინიანი ადამიანისგან, დიდი მიზნები რომ აქვს.
"კვარას" სულ უნდა, ბურთისგან ხიფათი შექმნას, მის მოსაპოვებლად ბოლომდე იბრძვის, გატანაც ძალიან აბედნიერებს, თუმცა თავს უფლებას არ აძლევს, ბურთი არ დათმოს, როცა მის ადგილას ბევრი სხვაგვარად მოიქცეოდა და პასი არ გააკეთოს. ცხოვრების გარკვეული პრინციპი ხომ ესაა, რაც მეტს გასცემ, მეტს დაიბრუნებ და იმ ემოციებს, რაც ჯოვანი სიმეონემ გოლისას მიიღო, ხვიჩა როგორც ისევ მოედანზე, ასევე მის გარეთაც, აუცილებლად უკან მიიღებს და შეისრუტავს. ფეხბურთი მხოლოდ კარის აღება არაა, არამედ ის, რასაც ქართველი გარემარბი აკეთებდა - მან სამი გოლის შექმნას სათავე დაუდო.
ახალი სახეები ასე იბადებიან. ორი დღის წინ ვნახეთ, რომ მოჰამედ სალაჰს არაფერი გამოუვიდა. გავა წლები და ამ მატჩს გაიხსენებენ, როგორც ვარსკვლავის ამონათებას. კვარაცხელიას ამისთვის ყველაფერი აქვს და მალე მისი ისეთი კარიერა უნდა ვიხილოთ, ბევრ აქამდე ნანახს რომ გადაგვიფარავს.
გამოჩენილ ქართველ მწერალს, რევაზ ინანიშვილს აქვს მოთხრობა - "ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა". მის შინაარსს არ ჩავუღრმავდებით, უბრალოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ "კვარაც" ძალიან ყოჩაღია, ჩიტივით თავისუფალი და ლაღი. ისიც მზადაა, ყოველგვარ "გრიგალს" გაუძლოს და დიდი ისტორია შექმნას. მას ამხელა მოლოდინების ზურგით ტარება მოუწევს და ეს მარტივი არაა, მაგრამ ჩვენ უკვე ყოველგვარი ეჭვი უნდა მოვიხსნათ, სადაც შეძლო "ლივერპულთან", შეძლებს სხვა გრანდთანაც!
ხვიჩას ჩინებული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "ლივერპული" დაჯაბნა [VIDEO]