"ხვიჩა 2-3 ინსინიე ღირს" - ნეაპოლელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "ნაპოლიმ" "ლივერპული" 4:1 დაამარცხა. მიუხედავად ვერგატანილი გოლისა, "კვარა" მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ჩვენებურზე ამჯერად numero-diez-ი წერს:

"ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. ქართველმა შემტევმა ბრიტანელების დაცვაში პანიკა დანერგა, ჯოვანი სიმეონეზე გაკეთებულმა ასისტმა კი მშვენიერი თამაში დააგვირგვინა. სერია A-ს ახალი სეზონის დაწყებისთანავე ნეაპოლელებმა კვარაცხელია ოლიმპოს მთის მწვერვალზე აიყვანეს. დაიწყო შედარებები ლორენცო ინსინიესთან, რომელიც გასულ წელს "კვარას" პოზიციაზე თამშობდა".

"ნაპოლის" 77-ე ნომერზე თავისი აზრი ნეაპოლელმა ჟურნალისტმა მიმო მალფიტანომ გამოთქვა:

"ხვიჩა 2-3 ინსინიე ღირს. ლორენცოს ყოველთვის ვგულშემატკივრობდი, კარგი ფეხბურთელი იყო,
მაგრამ არა ჩემპიონი".

მიმოს აზრი მისმა კოლეგამ, პაოლო დელ ჯენიომ გაიზიარა:

"არ გავექცევი ამ პასუხს, ინსინიე შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა ვფიქრობ, რომ ხვიჩა სპალეტის "ნაპოლისთვის" ბევრად უკეთესი იქნება. ქართველი ფიზიკურად ძალიან ძლიერია და მაგარი დრიბლინგიც აქვს".


მკითხველის კომენტარები / 1 /
დასაწყისშივე შექმნა საგოლე მომენტი, რომელმაც საგოლე პასის გაკეთებამდე გადაწყვიტა თამაშის განვითარების სცეარი ! საგოლე მომენტების უნდა ეთვლებოდეს აქტივში , ფეხბურტამ მომენტის შექმნაა და გოლია შდეგი ! ამიტომ სამივე უნდა ითვლენ~ბოდეს !
ალექს
09:28 09-09-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული