ჩაკვეტაძის საუკეთესო თამაშის იმედი - ქართველები ევროტურნირებზე

AutoSharing Option
ყველანი ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგის, "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის ემოციებში ვართ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს, 8 სექტემბერს, ქართველი ფეხბურთელები ევროპა და კონფერენს ლიგაზე გამოვლენ, სადაც ასევე ჯგუფური ეტაპის პირველი ტური ჩატარდება.

ევროპა ლიგა

ირაკლი აზაროვის "ცრვენა ზვეზდას" ფრანგული "მონაკოს" სახით საკუთარ მოედანზე სერიოზული მეტოქე ჰყავს (21:00 სთ). სერბეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში ქართველმა მცველმა მხოლოდ პირველ ტაიმში ითამაშა და იმედია, ახლაც სასტარტოში ვიხილავთ. 

Sportall.Ge

ამავე ჯგუფში გიორგი ხარაიშვილის (რომელსაც დიდი ხანია, არ უთამაშია, თუმცა ისევ ამ კლუბის წევრად მიიჩნევა)
"ფერენცვაროში" "ტრაბზონსპორს" დაუხვდება.

სამწუხაროდ, ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია, მისი "შტურმი" კი დანიურ "მიტდიულანდს" უმასპინძლებს (23:00 სთ). ამ ოთხეულში სოლიდური გუნდები, "ლაციო" და "ფეიენოორდი" გამოდიან.

ლუკა გუგეშაშვილის "ყარაბაღი" გერმანიაში "ფრაიბურგს" ესტუმრება (23:00). სამწუხაროდ, 23 წლის ქართველ მეკარეს სათადარიგოთა სკამზე ველით. აზერბაიჯანელებს ფრანგული "ნანტისა" და ვეტერან მარსელოთი გაძლიერებული "ოლიმპიაკოსის" ბარიერის დაძლევაც მოუწევთ.

კონფერენს ლიგა

Sportall.Ge

ქართველი გუშემატკივრების დიდი ინტერესი ბრატისლავის "სლოვანის" მიმართაა. მოგეხსენებათ, ვლადიმირ ვაისის გუნდში გურამ კაშია, ჯაბა კანკავა (ტრავმისა და დისკვალიფიკაციის გამო არ იქნებიან) და გიორგი ჩაკვეტაძე გამოდიან. სლოვაკ მწვრთნელს "ჩაკვესი" ძალიან ეიმედება. იმედია, გიორგი ევროტურნირის პირველ მატჩში თავის საუკეთესო თამაშს გვაჩვენებს. მათი მეტოქე ლიეტუვის "ჟალგირისი" იქნება. ამავე ოთხეულში სომხური "პიუნიკიცაა", ფავორიტად კი შვეიცარიული "ბაზელი" მიიჩნევა. დღევანდელი შეხვედრა ჩვენი დროით 23:00 საათზე აიღებს  სტარტს. 

ქართველებიდან სათამაშო დღეს ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის "ლეხი" გახსნის,  რომელიც სერიოზულ მეტოქეს, ესპანურ "ვილიარეალს", თბილისის დროით 20:45 საათზე ესტუმრება. "კვეკვემ" პოლონეთის ჩემპიონატში ორი ტურის წინ ბრწყინვალე გოლი გაიტანა და კარგ ხასიათზეა. ჩვენებურების კლუბის კიდევ ორი მოწინააღმდეგე ვენის "აუსტრია" და ისრაელის "ბეერ შევა" იქნებიან.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბრავო ხვიჩას მაგრამ სწორად წერია, ჩვენები არ უნდა დავივიწყოთ. ნაკრები ერთ ფეხბურთელზე ვერ იქნება. ჩაკვე, წიტა, სხვებმა - აბა თქვენ იცით!
ჯვაროსანი
15:46 08-09-2022
1
ჩაკვეს 2-3 გოლის გატანა სჭირდება და თითქმის დარწმუნებული ვარ,მერე უკვე გაიხსნება.
სოსო
15:45 08-09-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული