Todofichajes: "ლივერპული" ხვიჩა კვარაცხელიას აკვირდება

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია "ლივერპულის" რადარზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემა Lestransfers-ი Todofichajes-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, იურგენ კლოპს შეტევის გაძლიერება სურს და მასზე ქართველმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

"წითლები" მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ზრუნვას უკვე შეუდგა. იურგენ კლოპი შემტევის დამატებას გეგმავს, გერმანელს კი იდეალურ კანდიდატად "ნაპოლის" შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ესახება. თუ 21 წლის გარემარბი მთელი სეზონის განმავლობაში ასეთი შედეგიანი იქნება, დაინტერესება უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლი" დღეს ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსს" ესტუმრება. შეხვედრა 23:00 საათზე
დაიწყება.

altმატჩის დღე! კვარაცხელიას "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე და შეტევაში სერიოზული დანაკლისით

altსპალეტი: "რეინჯერსთან" "კვარას" დაცვაშიც თავგანწირვა მართებს

altხვიჩა გლაზგოშია - ვან ბრონხორსტმა მას განსაკუთრებული უწოდა

მკითხველის კომენტარები / 15 /
ხვიჩას არავის დასაკვირვებელი ჭირს.კლოპი თავის მეზობლებს დააკვირდეს.ჩვენი ბიჭი კარგ მწვრთნელთან და კარგ გუნდთან არის.
ენძო
14 სექტემბერი 2022 15:38
4
კლოპი როგორც მწვრთნელი, ათასჯერ სჯობია სპალეტის
დავით 67
14 სექტემბერი 2022 18:26
2
ისე კლოპიც არაა ცუდი მწვრთნელი, მარა ასიანი ხარ, ეხლა აკვირდეს რამდენიც უნდა, უახლოესი რამოდებიმე წელი, მინიმუმ 2-3, იდეალურ ადგილასაა
რა მაფიაა?
14 სექტემბერი 2022 16:16
0

სიახლეები პოპულარული