გაგნიძე რუსეთიდან ვეღარ წავა - ლუკამ "დინამოსთან" შეთანხმება გააფორმა

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" გენერალური დირექტორის პაველ პივოვაროვის თქმით, გუნდის ქართველი ლეგიონერი ლუკა გაგნიძე კლუბს არ დატოვებს.

როგორც მან განმარტა, ჩვენებურმა რუსულ გუნდთან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, ის ფიფას მიერ მოცემულ შესაძლებლობას არ გამოიყენებს და "დინამოდან" არ წავა.

პივოვაროვმა კითხვაზე, საქართველოში უკმაყოფილონი არიან, რომ გაგნიძე რუსეთში თამაშობსო მიუგო, რომ ლუკას მათთან არ დაუჩივლია და სფფ-ის მაგივრად პასუხს ვერ გასცემს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ U21-ის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ თქვა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს, რასაც ვეტერანი ქართველი თავდამსხმელი
ზაზა ჯანაშია არ დაეთანხმა.

alt"ხომ არ გაგიჟდა?!" - ჯანაშიამ რამაზ სვანაძის განცხადებაზე რუსულ მედიასთან ისაუბრა

alt"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს" - U21 ნაკრების მთავარი მწვრთნელი

მკითხველის კომენტარები / 60 /
რას შვები პატრონი არგყავს რჩევისთვის დიდი ხანია გავიგეთ, მარა რაღაცაზე შენც დაფიქრდი სად ხარ რომელ ქვეყანაში ხარ ხოუნდა მოტვინო. ან ხელს რას აწერ რატო გთავაზობენ ღირსი ხარ მაქ ჩალპობის არ მენანები დრო გქონდა მარაა...
giorgi 12
18 სექტემბერი 2022 11:38
7
და შენ გყავს კლავიატურის ლიომო?ისა და დენს რომელი ქვეყნიდან ღებულობ ვერ მეტყვი?რატომ იყენებ მათ ელექტრო ენერგიას და კიდევ არ ჩამოვთვლი რამდენ რამეს?აა შენთვის შეიძლება ხომ.სანამ სხვისკენ გაიშვერ თითს ჯერ საკუთარ თავს მიხედე.
ეჰჰ
18 სექტემბერი 2022 12:41
13
ბიჭო დაანებეთ გაგნოს თავი მითუმეტეს როცა ადამიანს არ იცნობთ. ეს ურა პატროტიზმი როდემდე უნდა გქონდეთ ზოგზოგიერთებს კარგით მართლა რაა.იცით საერთოდ ადამიანი იცნობთ ასეთ სისულელეებს რომ წერთ და შეურაწყოფას აყენებთ?რა უნდა გელაპარაკოთ მართლა რა.
გეგი
18 სექტემბერი 2022 12:18
19
რას ქვია დავანებოთ?ჩემი გადახდილი ფულით ფინანსდება ფეხბურთის ფედერაცია და ეროვნული ნაკრები,ამიტომ მაქვს უფლება გავაპროტესტო გაგნიძის გამოძახება ჩემ დაფინანსებულ ეროვნულ ნაკრებში!!!!!
გეგის
18 სექტემბერი 2022 13:13
9
კარგი ვარიანტი რომ ყოფილიყო დარცებოდა მანდ?თვითონ უნდა მაგ სიმყაყეში ყოფნა?მაგას რატომ არ ფიქრობთ?ხვიცა სანამ მანდ იყო ხომ შეჭამეთ,ახლა ამ ბიჭს მიადექით.კარგით მართლა რაა მივხედოთ ჩვენს საქმეს ყველამ და ჩვენი გასაკეთებელი გავაკე|თოთ ჯერ სხვას რომ ვთხოვთ რამეს.
გეგი
18 სექტემბერი 2022 13:45
5
ყველა გამოხმაურება
რა ქნა ზახარიანმა გადავიდა მოსკოვის დინამოდან,ბარსელონაში ან ჩელსიში? ეგ ელოდება გაგნიძესაც!
გიორგი
18 სექტემბერი 2022 16:30
4
რუსეთის ჩემპიონატი რა დონისაა ამის აღსანიშნავად ერთ მაგალითს მოვიყვან, წინა წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს 37 წლის ეკვადორელი, რომელსაც თავის ნაკრებში ორი წელია უკვე არ იძახებენ და როდესაც ბოლოს წაიყვანეს კოპა ამერიკაზე ერთი წუთიც კი არ ათამაშეს მთელი ტურნირის განმავლობაში.
random
18 სექტემბერი 2022 12:58
7
ეგ რა შუაშია? თვითონ ჩემპიონატი რუსეთის არის მაღალი დონის, ეს უეფას ექსპერტების აზრია, რიგით მე6-ეა! მანდ ძალიან რთულია ჩემპიონატში თამაში. ევროპის გუნდებთან რომ აგებენ ეს სულ სხვა რამეა. თუმცა ეხლა გინდ იყოს და გინდ არა ასეთი ჩემპიონატი, როდესაც არაფერი სტიმული არ აქვთ. ლიგაზე თამაშს ვინ ჩივის ხელფასებიც გაუნახევრეს!
დავით 67
18 სექტემბერი 2022 19:07
4
რა მეექვსე უეფას კოეფიციენტის მიხედვით მეთექვსმეტე ადგილზე არიან, შეგიძლია ნახო.
random
19 სექტემბერი 2022 00:08
0
რავიცი ამ ბავშვის ხარჯზე ხვიჩა იმდენი ლანძღეს . ერაძემ გაგნიძე მოიყვანა იმ გადაცემაში მაგალითად, აი როგორ წამოვიდა ეგრევე რუსეთიდან, როგორც კი ომი დაიწყოო, პატრიოტიაო და კვარა არ მოდის, ალბათ ფინანსური ინტერესები ამოძრავებსო . რა სიბინძურეები აბრალეს კვარას.
გაგნიძე ისევ უკან დაბრუნდა და კვარა სამუდამოდ წამოვიდა, თუმცა გაგნიძეზე სიტყვა არავის დაუძრავს და კვარას ყველამ გადაუარა.
ამას იმიტომ არ ვწერ, რომ გაგნიძეს ვინმემ გადაუაროს. არ მომწონს მისი რუსეთში ყოფნა, მაგრამ მხარდაჭერა სჭირდება ამ ბიჭს და არა ლანძღვა-გინება.
იქნებ ახლა მაინც ვისწავლოთ ჭკუა.
ყველა კვარასნაირი ძლიერი ვერ აღმოჩნდება კიბერ ბულინგის წინააღმდეგ.
!!
18 სექტემბერი 2022 15:26
2
სვანიძის განცხადების პასუხად მოხდა ეს ყველაფერი ჩემი აზრით არ იყო საჭირო ამაზე ლაპრაკი ყველამ კარგად ვიცით რუსეთი რაც არის და მწვრთნელის განცხადების გამო დავკარგეთ ეს ფეხბურთელი არ ვიცით რამდენი ხნით ჩემი აზრით არადეკვატური მოქმედება იყო ეს გაგნიძე უკრაინა რუსეთს ომში არაფერს შეცვლის და ვერც ჩვენი ფედერაცია ვერ უშველის უკრაინას და ზედმეტი ლაპრაკი მხოლოდ გვაზიანებს ისევ ჩვენ.
სხვათაშორის 2008 წლის აგვისტოს ომის დრო და შემდეგ უამრავი უკრაინელეი ფეხბურთელი თამაშობდა რუსეთში და არავის ქონია პრობლემა და 2008 წელსაც სააკაშვილმა დაწესა მზგავსი სანქცია რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებზე აღარავის იძახებდნენ ნაკრებში და ისევ ჩვენ დავზარალდით და საქართველოს ნაკრებს დაუდგა ზუსტად იმ კუპერის პერიოდი როცა ფსკერზე ჩამოვედით და ბოლოს მაინც დავიწყეთ ისევ რუსეთიდან ფეხბურთელების გამოძახება საკუთარი გადაფურთხული ავკოკეთ ისევ ასე რომ ბევრი ლაპრაკი ისეთ თემებზე რაც ჩვენ გვაზიანებს და სხვა არავინს არ ღირს.
ლევან
18 სექტემბერი 2022 14:41
11
მოგვწონს თუ არ მოგვწონს ფაქტია რომ დღევანდელი ნაკრების ორი ლიდერი კვარა და ზურიკო რუსეთის ჩემპიონატში განვითარდნენ, ჩემპიონატის დონე მაღალია ვიდრე ჩვენი. სანამ რუსეთში წავიდოდა ეტყობა დაინტერესება არავინ გამოიჩინა და უკან დაბრუნდა. სად ვთავაზობთ რომ წავიდეს? ფაქტია ძალიან ცუდია რომ რუსეთის ჩემპიონატში რომ თამაშობს მაგრამ გამოსავალი ხო უნდა იყოს, რა ქნას ინდივიდუალურად მოემზადოს? ამ სიტუაციაში გაგნიძის გაკიცხვა მარტივია აი გამოსავალის მოძებნაა რთული. იქნება ეროვნულ ნაკრებში ვათამაშოთ გიბრალტართან ან სხვა ამხანაგურ თამაშებში და ამით ევროპული კლუბები დავაინტერესოთ. არაა ლუკა დასაკარგი ფეხბურთელი არანაირად.
zaza
18 სექტემბერი 2022 11:42
13
ეგ ხელოვნურად შექმნილი "ფაქტი" არის იძულებითი სიყალბე რადგან რუსეთში ჩაათრიეს ორივე მამუკა ჯუღელის ოპერატიული საქმიანობით როცა კვარაცხელია დორტმუნდს და ლევერკუზენს მანამდე. უბრალოდ მისი მამა ბადრი კვარაცხელია ჯუღელის ძმაკაცია და მხოლოდ მაგიტომ გადაწყვიტეს ხვიჩას წაყვანა რუსეთში. ასე რომ ჩათ***ხ რუსებს გაუმართლათ, და შენ კიდე იძახი თითქოს პირიქით იქეთ ვალში ვართ ვითომ რუსებთან რამეში და სხვაგან ვერ გაიზრდებოდა თითქოს უკეთესად ევროპაში. რაო, შენ მართლა გჯერა რომ რუსეთში უკეთესად გაიზრდებოდნენ ვიდრე ევროპაში? სად დორტმუნდი და სად რუსეთი, პირიქით რუსეთში წლები დაკარგეს!!! თან ოქროს წლები და წესით ეხლა ბევრად მაღალ დონეზე უნდა იყვნენ ევროპაში რომ ყოფილიყვნენ ხვიჩაც და იგივე დავითაშვილი!!! გაგნიძე კი იტალიელებს უნდოდათ იტალიური სტატიე იწერებოდა მაგაზე იტალიაში ჩაიყვანეს ვაბშე იქ იყო ჩასული და იქ დახვდნენ რუსები იქ შესთავაზეს კონტრაქტი იქიდან აახიეს იტალიელებს. რომ იძახი აქ არავის უნდოდაო ტყუილი და რუსულ პროპაგანდას ემსახურები. გგონია გადაავიწყდა ვინმეს ეგ ამბები და ქარგავთ ეხლა რუსულ "იდეოლოგიას," თან ვითომ "ფაქტია" ვითომ რუსეთის გარდა სხვა ვარიანტი არა გვაქვს რუსების გარდა არავის ვუნდივართ და რუსეთის გარდა ვერსად ვერ გაიზრდება თურმე ქართველი(!!!). არადა ეს შენი რუსეთი არავის არ გაგიზრდის პირიქით წართმევაზეა თავისთვის იზრდის თავისთვის უნდა ყველა [სხვისი] ტალანტი. და ზუსტად მაგას იძახის რომ მე თუ გავზარდე ესეიგი მე მეკუთვნის! ხვიჩაზეც გაბედეს მაგის თქმა რომ ჩვენ გავზარდეთო და რუსეთის ნაკრებში უნდა ითამაშოსო. რა ომი დაგვჭირდა ძლივს გამოვგლიჯეთ ხელიდან, და ეხლა შენ კიდე ასე ლამაზად და უტიფრად იძახი " აი რუსეთში გაიზარდნენ ფაქტია ვაღიაროთ მოგწონთ თუ არ მოგწონთ და კიდე გავაგზავნოთ ჩვენი ტალანტები რუსეთში" კერპთაყვანისმცემლობა კერპებზე შეწირვა ბავშვების. ამიტომ თქვენ, მოგწონთ თუ არ მოგწონთ დედა ეტირება მალე აღარ გეყოლებათ რუსეთი და რუსული ფეხბურთი. რუსეთის გარეშე პირდაპირ ევროპაში წავლენ და ევროპულ აკადემიებში გაიზრდებიან ჩვენი ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდები და ისე გადაგივლით ერთხელ და სამუდამოდ ფეხბურთში
მესხი. ქართველი
18 სექტემბერი 2022 12:47
4
სამწუხარო რეალობა ის არის რომ მიუხედავად რუსული ფეხბურთის სანქციებისა და ყველაფრიდან მოკვეთისა მაინც ჩვენს ჩემპიონატზე გაცილებით წინ არის რუსეთის ჩემპიონატი და ეს ძალიან დასანანია.
აკო
18 სექტემბერი 2022 10:43
22
ჩვენზე მაღალი დონე იქნება, ჩვენზე 100 ჯერ მეტი დაფინანსება აქვთ და ზიან პირდაპირ გაზპრომზე. მაგრამ ჩვნი ჩემპიონატი არაფერი შესადარებელია,მაინც დაბალი დონეა რუსეთი და აგერ კვარაცხელიამ ფრთები გაშალა ეგრევე იტალიაში.
გიორგი
18 სექტემბერი 2022 11:00
5
არ დაბლოკოთ,სვანაძე ნაცების ზონდერია თუ რა არის? როგორ შეიძლება ფეხბურთელზე ასე ისაუბრო საჯაროდ
simartle
18 სექტემბერი 2022 18:50
27
ვისაც გულწრფელად არ გვინდა ჩვენი ნიჭიერი ფეხბურთელები რუსეთში თამაშობდნენ, ყველა ნაცები ვართ??
დარწმუნებული ვარ არც თქვენ გინდათ, მაგრამ სხვა ადამიანების დაყოფა და ნაცებად მოხსენიება მოგწონთ.
ჯანსაღი პოზიციაა, რომ არ გვინდოდეს ჩვენი ფეხბურთელების ოკუპანტებთან თამაში და ამისთვის ბევრი რამე უნდა გავაკეთოთ და არ უნდა ვილანძღოთ.
სვანაძეს არავინ ულანძღია, პოზიცია დააფიქსირა და სწორია რაც თქვა.
ყველა ნაცი ხომ არაა ვისაც რუსეთი არ უნდა. გავგიჟდი რა ;)
!!
18 სექტემბერი 2022 19:23
3
არა გეგი შენ არ მოგმართავ.შენ რო მოგმართავენ იმას ვეუბნები ამას და კიდევ ახლა გაიგეს თურმე რუსეთი რო ოკუპანტი ყოფილა, საქართველოს რაც ომები ქონდა რუსეთთან უკრაინელი ფეხბურთელების ხმა მე არ გამიგია და არ არც უკრაინაში იყო ასეთი აჟიოტაჟი ჩვენ ომებზე.მე ვიძახი იმას რო გაგნიძე ნუ გამოყავთ განტევების ვაცი, რუსეთი რო ოკუპანტია ეს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა იცის, რუსეთი ოკოპანტი იმიტომ გახდა ჩვენმა სულელმა მთავრობებმა უწინ ამაში ხელი შეუწყვეს რუსეთს, მაგალითად ნაცსექტამ და კიტოვანებმა 90-ატიანებში, ახლა გაგნიძისგან ითხოვენ დაღუპულების და იმ საწყალი ბიჭების, ვაშკაცი ბიჭების გაცოცხლებას და ტერიტორიების დაბრუნებას, იმ ხალხს მოთხოვეთ ჯერ პასუხი ვინც ან დღეში ჩააგდო საქართველო,გაგნიძე აქ არაფერ შუაშია, მერე კი რუსეთთან გავარკვიოთ ჩვენი მართალი საქმეები და რუსეთს მოვთხოვოთ პასუხი ისე როგორც შეგვიძლია.
SIMARTLES............
18 სექტემბერი 2022 15:15
12
წარმატებები შენ და გაგნიძეს რუსულ ჭაობში!!!
simartles
18 სექტემბერი 2022 16:23
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული