გაგნიძე რუსეთიდან ვეღარ წავა - ლუკამ "დინამოსთან" შეთანხმება გააფორმა

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" გენერალური დირექტორის პაველ პივოვაროვის თქმით, გუნდის ქართველი ლეგიონერი ლუკა გაგნიძე კლუბს არ დატოვებს.

როგორც მან განმარტა, ჩვენებურმა რუსულ გუნდთან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, ის ფიფას მიერ მოცემულ შესაძლებლობას არ გამოიყენებს და "დინამოდან" არ წავა.

პივოვაროვმა კითხვაზე, საქართველოში უკმაყოფილონი არიან, რომ გაგნიძე რუსეთში თამაშობსო მიუგო, რომ ლუკას მათთან არ დაუჩივლია და სფფ-ის მაგივრად პასუხს ვერ გასცემს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ U21-ის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ თქვა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს, რასაც ვეტერანი ქართველი თავდამსხმელი
ზაზა ჯანაშია არ დაეთანხმა.

alt"ხომ არ გაგიჟდა?!" - ჯანაშიამ რამაზ სვანაძის განცხადებაზე რუსულ მედიასთან ისაუბრა

alt"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს" - U21 ნაკრების მთავარი მწვრთნელი

მკითხველის კომენტარები / 60 /
გეგის.რას ქვია თავი დავანებოთო გაგნიძეს, ფედერაცია ხალხის ფულით ფინანსდებაო, მაგაში მართალი ხარ, მაგრამ გაგნიძის პირადი ცხოვრების განსაზღვრის უფლება ვინ მოგცა შენ, ან იცნობ საერთოდ, ან გაგნიძის პირადი სპონსორი როდსის გახდი, რო გაგნიძეს ასწავლი კლავიატურიდან ჭკუას,ამის უფლება გაქ შენ აბა დაფიქრდი,პრაიდის აღლუმებზე თუ გაქ მასეთი აღშფოთებული ტონი ძაან საინტერესოა,ნუ ვაი პატრიოტობთ და რაც მსოფლიოში ომები ხდება ნუ გინდათ რო გაგნიძეს მიაწეროთ ყველაფერი,ეგ ომები თუ გაინტერესებთ სწორე დემოკრატიას რო ქადაგებენ ვითომ და ხალხის ბედი აინტერესებთ ვითომ, სწორედ იმ ქვეყნების მიერ არის წარმოებული, ოღონდ ამას კარგად ფუთავენ და უკრაინის ვითომ ბედიღბალზე ზრუნვით ასაღებენ.ცოტა ტვინი გაანძრიეთ ბიჭო, დაანებეთ ამ პატარა ბიჭს თავი კლავიატურის ლომებო. არ დაბლოკოთ ეს ახლა არ დაბლოკოთ, თავისუფალო მედიავ.
SIMARTLES............
18 სექტემბერი 2022 13:54
11
რა მსოფლიო ომები???ოკუპანტი არის რუსეთი!! მოგიკლა შენი მოქალაქეები,წაგართვა და გადაგიწვა ქართული სოფლები და ახლა ამის "გაპრავება" გინდათ ვიღაცის ჩატარებული პრაიდით?!ყოჩაღ,მაგრად გიყვართ და გული შეგტკივათ დახოცილ და დევნილ თქვენ სისხლზე და ხორცზე!!!!!!!!!!!!!!!!!
ბექა
18 სექტემბერი 2022 14:36
4
რა მსოფლიო ომები?და რა პრაიდები?თქვენ ის ქართველები არა ხართ 2008 წელს სამაჩაბლოდან დევნილები სკოლებში და საბავშვო ბაღებში მერხებზე მწოლიარები ორი თვით რომ ვერ აგვიტანეთ?!თქვენ შეიძლება დაგავიწყდათ, მაგრამ ჩვენ არ დაგივიწყებთ,პატივისცემით სამაჩაბლოდან დევნილი!!
simartles
18 სექტემბერი 2022 15:08
6
ყველა გამოხმაურება
სულ მალე პუტინი რუს გულშემატკივრებსაც და რუს ფეხბურთელებსაც ჯარში წაიყვანს. რა დროს რუსული ფეხბურთია?!
ქ. გ.
18 სექტემბერი 2022 13:45
5
გაგნიძეს დედა ხო არა ყავს რუსი?ყოველთვის დიდი სიმპატიებით საუბრობს რუსეთზე!
სოსო
18 სექტემბერი 2022 12:37
6
გაგნიძე ამორალურს არაფერს აკეთებს. თუნდაც თალიბების ჩემპიონატში ეთამაშა. არავის არ კითხავს სპორტით ადამიანი რომელ ქვეყანაში დაკავდება. ურა პატრიოტებმა კაშიამ გარყვნილი ხალხის სამკლაური რომ გაიკეთა მაშინ ჩუმად იქნებოდით. თურმე ესეიგი ამორალური გარყვნილი ხალხის სამკლაურის გაკეთება არის ადამიანის პირადი არჩევანი მაგრამ ეს არა.
!!
18 სექტემბერი 2022 16:38
19
ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით,მე ვიყავი პირველი,ვინც დაგმო კაშიას საქციელი და მოვითხოვე მისგან,ეღიარებინა შეცდომა.მანამდე კი,ნაკრების თამაშზე არ დავედწრები მეთქი და ჩემდა საზარალოდ,ამ პირობას ვასრულებ.მეორე მხრივ,ძალიან დიდი სხვაობაა,უზნეობასა და მკვლელობას შორის.დღეს რუსეთი დამნაშავე სახელმწიფოა და საკუთარი სურვილით იქ ყოფნის სურვილის გაფორმება,ჩემთვის კოლაბორაციას ნიშნავს.სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს,მაგრამ ეს ცივილური პოლიტიკის დროს.ომი კი,მით უფრო ასეთი ომი,ყოველგვარი ცივილიზაციის ფარგლებს სცდება და არც იმის ნიშნებია,რომ შეწყვეტას,ან ომის წესების დაცვას აპირებენ.მეზიზღებიან ნაცები,მაგრამ ვერც იმას დავუჭერ მხარს,მკვლელ ქვეყანასთან ისე ჩახუტებული იყო,თითქოს ანგელოზებთან თანამშრომლობდე.დარჩენილიყო,თუნდაც კონტრაქტის დამთავრებამდე.თვითონ რუსებსაც კარგად ესმით,მდგომარეობა და დიდ პროტესტს არ გამოთქვამდნენ.მან კი კონტრაქტის გაგრძელება ირჩია და ეს მისი არჩევანია.მე შემიძლია მივიღო ან არ მივიღო მისი გადაწყვეტილება და არ ვიღებ.ვერ მივიღებ!მისი აგენტი,ლილუაშვილიაო,არა?მის გარეშეც არ დაიდებოდა ეს კონტრაქტი და მაგასაც გაგნიძეს მივაყოლებ.სწორი რჩევა,პირველ რიგში მას უნდა მიეცა.მიიღოს თუ სურს,რუსეთის მოქალაქეობა და ითამაშოს მათი სახელით,როცა დაუშვებენ.ვინც უნდა იყო,ჯერ წესიერი კაცი უნდა იყო და მერე სხვა ყველაფერი.მისი საქციელი კი,წესიერი კაცის საქციელად ვერ ჩაითვლება.ზაზა ჯანაშიას სახელს,50 000 კაცი სკანდირებდაო.მართლაც ასე იყო,მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ,გაცილებით მეტი დასცინოდა და უტვინოს ეძახდა.საფეხბურთო და გონებრივ უნარებს შორის,ძალიან დიდი სხვაობა ჰქონდა და ჯერაც არაფერი შეცვლილა.ამიტომაც დაასრულა, ნაადრევად, კარიერა.
სოსო
18 სექტემბერი 2022 21:48
2
მე საქართველოს მოქალაქეს,რომელიც აფინანსებს ეროვნულ ნაკრებს, მაქვს უფლება მოვითხოვო გაგნიძის არ გამოძახება საქართველოს ოკუპანტი რუსეთის ჩემპიონატიდან, ეროვნულ ნაკრებში!!!!
!!
18 სექტემბერი 2022 15:35
17
ბიჭოს თურმე რაამდენი პატრიოტი გვყოლია ქვეყანას,აწი რაღა გვიჭირს.ჩემი დედას ძახილით ხომ ამტკიცებთ ხოლმე ამ ყველაფერს. ხვიჩასაც ასე ასწორებდით მიწასთან ზოგზოგიერთები.საკუთარი თავიდან დავიწყოთ თითოეულმა აი ეგ სჯობს ჯერ.
გეგი
18 სექტემბერი 2022 13:49
10
ცუდია ასე რომ გადაწყვიტა მეტის თქმაც შეიძლება
მაგრამ ჩემი პოზიცია ვერაფერს შეცვლის, უბრალოდ მომავალი გაიმრუდა თუ დიდი ფეხბურთის თამაში უნდოდა.
ვალერი
18 სექტემბერი 2022 11:47
6
Midi bidzi deda rusetshi rat ginda italia an germania fashistebii Arian aiwyve kariera 1975 iseti gundi. Iyo moskovski dinamo superi. Grisha onians kitxe bidzi an mamashens
Tbilis
18 სექტემბერი 2022 11:52
8
Წადი შენი სახელიც იკითხე და ჯანაშიასიც!მე მინახი 50.000 კაცი როგორ სკანდირებდა ზაზას.ცხოვრებაში შენთვის ვინმეს ტაში დაუკრავს?
უცნობი-ს
18 სექტემბერი 2022 17:35
22
ხვიჩა კინაღამ შეჭამეთ ასეთი ამბავის გამო ..
სად ხართ მდივანის ექსპერტებო ...
სად ხვიჩა და სად გაგნიძე…
იმიტომ ხვიჩა არის ჩვენი ყველაფერი
ჯონი
18 სექტემბერი 2022 13:05
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული