გაგნიძე რუსეთიდან ვეღარ წავა - ლუკამ "დინამოსთან" შეთანხმება გააფორმა

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" გენერალური დირექტორის პაველ პივოვაროვის თქმით, გუნდის ქართველი ლეგიონერი ლუკა გაგნიძე კლუბს არ დატოვებს.

როგორც მან განმარტა, ჩვენებურმა რუსულ გუნდთან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, ის ფიფას მიერ მოცემულ შესაძლებლობას არ გამოიყენებს და "დინამოდან" არ წავა.

პივოვაროვმა კითხვაზე, საქართველოში უკმაყოფილონი არიან, რომ გაგნიძე რუსეთში თამაშობსო მიუგო, რომ ლუკას მათთან არ დაუჩივლია და სფფ-ის მაგივრად პასუხს ვერ გასცემს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ U21-ის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ თქვა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს, რასაც ვეტერანი ქართველი თავდამსხმელი
ზაზა ჯანაშია არ დაეთანხმა.

alt"ხომ არ გაგიჟდა?!" - ჯანაშიამ რამაზ სვანაძის განცხადებაზე რუსულ მედიასთან ისაუბრა

alt"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს" - U21 ნაკრების მთავარი მწვრთნელი

მკითხველის კომენტარები / 60 /
მოდი პოლიტიკა მოვაცილოთ. სპორტული თვალსაზრისით არ უნდა დარჩენილიყავი მაგ ნიჭის პატრონი
რაბუ
18 სექტემბერი 2022 21:33
0
დათოს. ერთი ფეხბურთელი დამისახელეთო რომელიც რუსეთში თამაშობდაო რომელმაც ფეხბურთი ითამაშაო,ალბათ კობიაშვილი და დემეტრაძე არ გაგიგია შენ,ან ყაველაშვილი და შელია, თუნდაც აშვეთია,ვისზე ნაკლები ფეხბურთელები იყვნენ ესენი.ნკრებში წამყვანი ფეხბურთელები იყვნენ.
imereli
18 სექტემბერი 2022 12:53
9
არცერთ ფეხბურთელს მანდ ჩამოთვლილიდან, კობიაშვილის გარდა, დიდი ფეხბურთი არ უთამაშია.
კობიაშვილმა კი, თუ არ ვცდები 1 არასრული სეზონი ითამაშა ალანიაში, მერე ტრავმა მიიღო, მიხვდა რომ მაგ ჭაობში კარგი არაფერი ელოდა და ფრაიბურგში გადავიდა.
ყველაზე ახლოს დიდ ფეხბურთთან დემეტრაძე იყო და მანაც საუკეთესო წლები უკრაინაში გაატარა.
ყაველაშვილის ხსენებაც კი სასაცილოა მაგ ფეხბურთელებთან. ისინი რუსეთ-უკრაინის დონეზე მაინც თამაშობდნენ.
ყაველაშვილი ისეთივე კარგი ფეხბურთელი იყო, როგორიც დღეს პოლიტიკოსია.
დათოს პასუხი
18 სექტემბერი 2022 13:53
4
ასათიანი არ გახსოვს რაის "იმერელი". რაის კობიაშვილი და დემეტრაძე როცა მალხაზ ასათიანი იყო ზიდანი და დაცვაში დაწიეს დაუნგრიეს კარიერა 9ჯერ დაუბლოკეს ტრანსფერი. ჯანო ანანიძე. საბა კვირკველია. ოთარ მარცვალაძე. გოგიტა გოგუა სელტიკში არ გაუშვეს. ჯანაშია დორბლიანი მაგრამ მაინც. შეეძლო მაგასაც თამაში. ეგეც რომას თუ ლაციოს უნდოდა. კიდე ბევრი. ხვიჩასაც იგივეს უპირებდნენ ომი რომ არ მომხდარიყო არსად გაშვებას არ უპირებდნენ რუსები. ყაველაშვილი შელია აშვეთია რა. აჩრდილები და ლანდები მაგათ კიდე ცხადაძე მიამატე თუ გინდა მაინც რა . სად რა ითამაშეს რა გუნდებში და რამდენ ხანს რა კარიერა ქონდათ გამახსენე ერთი. სად მაგათი და სად კალაძის ნემსაძის ქეცბაიას არველაძის ან იაშვილის კარიერა. ამათთან შედარებით ეგენი არიან ლანდები. შეიძლება კარგი ფეხბურთელები იყვნენ მაგრამ კარიერის მიხედვით . წესით უფრო დიდი კარიერა უნდა ქონოდათ რა ახეირათ რუსეთმა.
Asatiani.10
18 სექტემბერი 2022 14:32
4
სწორი ქნა რადგან სხვა ნორმალური შემოთავაზება არ ქონდა ეტყობა,მოეშვით ამ ბიჭის ლანძღვას ყველამ თქვენ საქმეს მიხედეთ და სხვის საქმეში ჩარევას თავი დაანებეთ,გაგნიძე მოვა დრო უფრო მაგარ კლებსა და ჩემპიონატში ითამაშებს და მერე რას იტყვით ძალიან მაინტერესებს,უკმაყოფილო არიანო საქართველოშიო გაგნიძის რუსეთში თამაშით უკითხავს ჟურნალისტს,მეც მინდა გაგნიძე ახლავე რეალში ან ბარსაში გადადიოდეს მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქვს, ალბათ ამ კითხვას რო უსვავდა მარქარაშვილები და ვახო სანაიები და ბაია პატარაიები იგულისხმა,ზოგი ამათთაგანი კი დღესაც პირდაპირ რუსეთიდან იღებს ფულებს და იმ ხალხის სამსახურში დგანან დღესაც ვინც თავის დროზე საქართველოში ყველაფერი რაც ღირებული იყო სწორედ რუსეთს მიყიდა, მაგრამ ამაზე არავინ ხმას არ იღებს და ეს პატარა ბიჭი გამოყავთ დღეს მოღალატე ვიღაც ვიღაცეებს.რომელიც თავისი ფეხბურთის თამაშით და თავის პატიოსანი შრომით არაფერს დაუშავებს დღეს საქართველოს, პირიქით მოვა დრო და მაგრად ასახელებს როგორც ეს რუსეთ გამოვლილმა ხვიჩამ გააკეთა.არ დაბლოკოთ ეს ახლა არ დაბლოკოთ თქვენ ხო თავისუფალი მედია ხართ.
qomagi
18 სექტემბერი 2022 12:30
20
სასწრაფოდ გამოსაძახებელია ეს საქართველოს მთავარ ნაკრებში რომ ვეღარ წაგვართვან რუსებმა და ვეღარ ითამაშოს რუსეთის ნაკრებში.

იმიტომ ტალანტია და იხეირებს ამით რუსეთის ნაკრები. არ უნდა ჩაუგდო რუსს ხელში ქართული ტალანტი.

რუსების გეგმა ასეთია:

1) ჯერ ქართველი გულაშემატკივრები უნდა გადაკიდონ მოღალატედ გამოგვაცხადებინონ. ინტრიგები ხლართონ ინტერვიუებში ნათქვამი გადაუკეთონ ან ეგეთ სკანდალურ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა აიძულონ ა.შ.
რომ ხალხი გაგიჟდეს ეს რა ქნაო ეს რა თქვაო და მორჩა მოღალატე უძახონ. რომ ნაკრებიდან მოაკვეთინონ

2) მერე ეტყვიან - აი მორჩა, შენ იმათ აღარ უნდიხარ. იმათთვის მოღალატე ხარ. ნაკრებში აღარ გამოგიძახებენ. და მოდი, აი ჩვენ ნაკრებში ითამაშე სხვა შანსი მაინც არა გაქვს.

მორჩა ჩაიგდებენ ხელში და ათამაშებენ თავიანთ ნაკრებში.

---

ამიტომ ჩვენ ეხლა არ უნდა ჩავქოლოთ ეს, არ უნდა გამოვაცხადოთ მოღალატედ, მთავარია არ უნდა მივცეთ საბაბი რომ ეგ უთხრან აი მორჩა შენ მომავალი აღარ გაქ საქართველოში. არანაირად არ ჩავუგდოთ ხელში რუსს ქართული ტალანტი.

რაც არ უნდა მოღალატე იყოს ლუკა გაგნიძე, დროზე უნდა გამოიძახო საქართველოს ნაკრებში რომ მოისპოს შანსი ამის რუსეთის ნაკრებში თამაშის.

რუსმა ვერ უნდა აგახიოს ტალანტი.


თვითონ ლუკას კი ვურჩევდით რომ მაგალითი ჯანო ანანიძისგან და ხვიჩასგან აიღოს.

რადგან ჯერ მაგათთან ეცადნენ იგივეს ყველაფერს ზუსტად იგივე მეთოდებს.

ჯანოს ლანძღავდა ხალხი ხვიჩას ლანძღავდა ხალხი მაგრამ საქართველო ვერ დაათმობინეს და ვერაფერს ვერ მიაღწიეს.
ყურადღებით.
18 სექტემბერი 2022 12:00
11
წაგართვან არა ის,ესეც არ მყავდეს რონალდო
გომორძგუა მარგალეფც
18 სექტემბერი 2022 12:09
8
აზრზე არა ხარ
ყურადღებით.
18 სექტემბერი 2022 13:38
1
სამწუხაროდ შპს-ებსა თუ ყველა დანარჩენ სფეროში მფლობელი იღებს შემოსავლების უმეტესობას და არა დასაქმებული და მათი შემოსავლების შეფარდება ისე ჩანს, როგორც ანდრომედას გალაკტიკა და დედამიწა! მაშინ როდესაც შპს-ს უფროსი ვენეციაში ისვენებს, დაქირავებულს საკუთარ სამშობლოში დასვენების არც დრო და არც საშუალება არ გააჩნია. ქვეყანაში შრომის კანონი მხოლოდ ქაღალდზეა. ასეა ეროვნულ ლიგაში. კაცს რუსეთსი 10-ჯერ მეტი შემოსავალი აქვს და ამ დროს გადაწყვეტილების მიღება მისთვის რთულია, პიროვნებაა და ყველას თავისი თავი ეყუდვნის, თუმცა შეეძლო ეროვნულ ჩემპიონატში თამაში და გაისად, 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავს გამოიჩენა და კარგ კლუბშიც გადავიდოდა. იმედია ნაკრებში მაინც დაუძახებს მწვრთნელთა შტაბი.
ლაშა
18 სექტემბერი 2022 10:59
9
რუსეთის არმიაშიც 10ჯერ მეტი რომ შესთავაზონ ქართველი ბავშვების დახოცვისთვია უნდა წავიდეს? შენნაირები ფულით რო ზომავენ ყველაფერს იმიტო არიან კარგად, არც ფული ექნება შენნაირ კაცს არასდროს, არც წარმატება და არ სიყვარული. ფულის მონავ
Gia
18 სექტემბერი 2022 11:25
8
ლუკა ქართული ფეხბურთის მომავალია თავისი პოტენციალით. ამიტომ ყველაფერი მისარებია რაც მის განვითარებას და პოტენციალის განხორციელებას ხელს შეუწყობს. წერტილი. მაგის ინტერვიუს მოვუსმინე და საღად მსჯელობდა, ამიტომ მგონია რომ მოსკ. დინ.-ში დარჩენის არჩევანი სწორი გადაწყვეტილება უნდა იყოს.
გიორგი
18 სექტემბერი 2022 18:30
20
ხმამაღლა უნდა ეთქვა თუ არა ეს მეორე საკითხია, და განსჯას ექვემდებარება. მთავარში კი ვეთანხმები სვანიძეს. უბრალოდ მაშინ დგება საკითხი ფედერაცია როგორ ეხმარება ახალგაზრდებს ევროპის გუნდის მოძებნაში? გაგნიძე და ვარსკვლავებს მოხსნის და ნაკრებისთვის შეუცვლელი გახდება თუგინდ კამბოჯაში ითამაშოს.....
გუსანი
18 სექტემბერი 2022 15:03
4
Darwmunebulivar ragac sisuleles ambobs rusi rom es bichi sheazizgos qartvel xalxs,me ar mjera rom maset rameze iqneba xeli mowerili...
Givi
18 სექტემბერი 2022 11:22
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული