მასპინძელთა გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შესვენებამდე ითამაშა. 21-ე წუთზე იმობილეს დარტყმული ბურთი მას ხელზე მოხვდა და პენალტი თავად ჩირომ გამოიყენა. 45+2-ე წუთზე მეკარის მოგერიებულ ბურთზე ლუკას მილინკოვჩ-სავიჩმა დაასწრო და მეკარე რადუს მესამე გოლი გაუტანა.
„კრემონეზე“ 2 ქულით მე-19 ადგილზეა და 2 ოქტომბერს გასვლაზე „ლეჩეს“ დაუპირისპირდება.
კრემონა. „ჯოვანი ზინი“
კრემონეზე - ლაციო 0:4
გოლები: 0:1 იმობილე (7), 0:2 იმობილე (21, პენ), 0:3 მილინკოვიჩ
-სავიჩი (45+2), 0:4 პედრო (79)