კვარაცხელიამ ისევ მოიპოვა პენალტი - "ნაპოლიმ" გასვლაზე "მილანს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მეშვიდე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „მილანი“ 2:1 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელია კი ორივე გუნდიდან ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.

თავიდან ინიციატივას მასპინძლები დაეუფლენ და ჟირუს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, თუმცა სტუმრებს ბურთის დაჭერა და მომენტების შექმნა უჭირდათ.  კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, უეხეშებოდნენ და პირველ ტაიმში კიაიერსა და კალაბრიას ყვითელი ბარათები მიაღებინა.

შესვენების შემდეგ მწვრთნელმა პიოლიმ ორივე შეცვალა (დესტით და კალულუთი), მაგრამ ქართველის შეჩერება ვერც მათ ვერ შეძლეს - დესტმა საჯარიმოში წააქცია და მსაჯმა ვიდეოგმეორების შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც
პოლიტანომ გამოიყენა. თან "ბარსელონადან" იჯარით აყვანილმა დესტმა ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანზე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.

„როსონერიმ“ მწვავე იერიშებით უპასუხა და ჟირუმ ანგარიში გაათანაბრა. 78-ე წუთზე კი სიმეონემ თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა. კვარაცხელია 87-ე წუთზე შეცვალეს.

"მილანი" ბოლო 23 მატჩში პირველად დამარცხდა "ნაპოლისთან" - აქამდე 15 შეხვედრაში იმარჯვა და 7-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

„ნაპოლი“ 17 ქულით ლიდერია და 1-ელ ოქტომბერს „ტორინოს“ უმასპინძლებს.

მილანი. „სან სირო“
მილანი - ნაპოლი 1:2
გოლები: 1:0 პოლიტანო (55, პენ), 1:1 ჟირუ (69), 1:2 სიმეონე (78)

მკითხველის კომენტარები / 79 /
იქნებ ისიც შეგემჩნიათ რამდენჯერ დაკარგა ბურთი საკუთარი კარის სიახლოვეს,მინუმუმ ორჯერ ნაპოლის კართან საგოლე მომენტი შეიქმნა, პასების უმეტესობას უკან აკეთებდა,კარისაკენ ერთხელაც ვერ დაარტყა, დრიბლინგით ორჯერ სცადა გამწვავება ორივეჯერ მოჩეხეს,ორი ყვითელებს რაც შეეხება საერთოდ 8 თუ 9 ბარათი იყო ასე რომ...... კყელაზე ცუდი კი გუშინ კვარას თამაშში ბურთის დაკარგვები იყო, 19 დაკარგვა უჭერია ოფიციალურ გრაფაში, ამიტომაც მიიღო სერიოზული გამცემების მიხედვით 7,0 შეფასება ერთ-ერთი დაბალი თავის გუნდში. პენალტი მოინადირა ვარის დახმარებით,ისიც მცველის შეცდომით და არა ფენომენალური თამაშით, ისე პენალტის მოპოვება საგოლე პასათაც არ ფასობს, რაც არასწორად მიმაჩნია,როგორც ის რომ კვარას პრინციპულად არ არტყმევინებენ პენალტს.
kote
19 სექტემბერი 2022 11:50
19
სპალეტიმაც ეს თქვა, მაგარია ბატონო, მაგარი, თუმცა ხარვეზებზე უნდა იმუშაოსო და მტრად მოეკიდა საქარYველოში ხალხი. ეგ ცალკე პრობლემაა, სულ ფერება გვიყვარს და კრიტიკას არ ვიღებთ. არადა რა თქვა უსამართლოდ? კვარაცხელია კი არა მესისაც აქვს ხარვეზები და დღემდე მუშაობს მგონი, აბა გაუმჯობესება როგორ არის შესაძლებელო სხვანაირად?
ზურა
19 სექტემბერი 2022 14:55
2
ზერბინი წყლით ისწორებდა თმებს იყენებდა შესვლამდე.როგორც ჩანს რო არ გაციებულიყო ბოლომდე კარგად აღარ ზდია და გოლიც მიიღეს.
35
19 სექტემბერი 2022 07:36
1
მოდი ასე შევჯერდეთ
სპალეტის ვაცადოთ, ვენდოთ.
ეგ კაცი კვარასგან ბევრად ძლიერ მოთამაშეს შექმნის.
თენგო
19 სექტემბერი 2022 15:54
0
https://www.eurosport.com/football/serie-a/2022-2023/ac-milan-v-napoli-serie-a-live_sto9146167/story.shtml
gia
19 სექტემბერი 2022 09:57
0
ა ბატონო დეტალური ანალიზი. იმედს ვიტოვებ ნაპოლის სამწვრთნელო შტაბში ანალიტიკოსების დეფიციტი არ შეინიშნება.
ყოჩაღი ოლეგი
19 სექტემბერი 2022 11:57
1
ფაქტია უკვე რო შეინიშნება, და ძააანაც თან....
ყოჩაღი ოლეგი-ს
19 სექტემბერი 2022 14:43
0
სტატიაში ცოტა გაუგებრად წერია და შესაძლოა მკითხველმა შეცდომით გაიგოს....სინამდვილეში ეს წაუგებელი მატჩების სერია,ნაპოლისთან კი არა,ზოგადად მილანის ბოლო თამაშების სტატისტიკაა.ნაპოლისთან კი,უცნაურია,თუმცა ნაპოლიმ,მილანში ეს უკვე ზედიზედ მესამე მატჩში გაიმარჯვა.არადა ნეაპოლში,ბოლო ორი შეხვედრა აქვს წაგებული.ამ თამაშზე კი რა უნდა ვთქვათ?უბრალოდ ბრავო!მთელ გუნდს.მგონი ყველამ სეზონში საუკეთესო თამაში ჩაატარა,მოედანზე დატოვეს ყველაფერი და შესძლეს გამარჯვების გამოგლეჯვა.
არ ვარ იუვენტუსის გულშემატკივარი,მაგრამ მიმაჩნია,რომ ბოლო ორ ტურში მსაჯებმა,უბრალოდ გადაუარეს და ისედაც კრიზისში მყოფი გუნდის მდგომარეობა,კიდევ უფრო დაამძიმეს.მიმაჩნია,რომ დი მარიას,პირდაპირ საწითლე,არაფერი გაუკეთებია და წინა თამაში რაც გაუკეთეს,ეგეც ხომ საარაკო უსამართლობა იყო.
სოსო
19 სექტემბერი 2022 15:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული