"მილანის" დაცვისთვის დიდი პრობლემა იყო" - ბრაზილიური გამოცემა კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
"მილანთან" სტუმრად მოგებულ მატჩში (2:1) "ნაპოლის" შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა (ზედიზედ მეორე შეხვედრაში). ბრაზილიელებმა იციან კარგი და შემოქმედი ფეხბურთელების დაფასება - ნამატჩევს ქართველზე დადებითად თანაგუნდელმა ხუან ხესუსმა ისაუბრა, Superesportes-მა კი თამაშის მიმოხილვაში შეაქო:

"მიუხედავად დებიუტში ზეწოლისა, სტუმრებმა თამაში დააბალანსეს და სახიფათოდ შეუტიეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იერიშებში კვარაცხელია იღებდა მონაწილეობას.

ამ სეზონში ნეაპოლური გუნდის დიდი სენსაცია, ქართველი ხვიჩა კვარაცხელია, "მილანის" დაცვისთვის დიდი პრობლემა იყო. მარჯვენა ნახევარმცველ კალაბრიას უჭირდა მისი შეჩერება და პირველი ტაიმის დასასრულს ყვითელი ბარათი მიიღო. შესვენებაზე მწვრთნელმა სტეფანო
პიოლიმ ის სერჟინიო დესტით შეცვალა. "ბარსელონას" ყოფილმა მცველმა კვარაცხელია საჯარიმოში წააქცია და მატეო პოლიტანომ პენალტით ანგარიში გახსნა".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვულოცავ ჩვენს ოქრო ბიჭს კარგ თამაშს! ეს წარმოუდგენელია, ჩვენმა ლომმა, პირველი ტაიმის შემდეგ, მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო მცველები შეაცვლევინა მწვრთნელს. ეს იცით რას ნიშნავს ხალხნო? იმას რომ კვარამ მაგრად ითამაშა (ზოგიერთი ქართველი რომ წერდა სოციალურ ქსელში, დიდი ვერაფერი პირველი ტაიმი ქონდაო) ! სასწაული ბიჭი გვყავს, რომელიც კიდევ ძალიან მოუმატებს!
მილანის გულშემატკივარი
09:13 19-09-2022
0
თუ ვინმეს რაიმეში ეჭვი ეპარებოდა ხვიჩაზე, მილანთან თამაშმა გასცა პასუხი. კიდევ ვისთან შეხვედრაში უნდა დაამტკიცოს, რომ სწორუპავარ ვარსკვლად ყალიბდება?
ჟორა გაბრიჭიძე
08:26 19-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული