თანამედროვე სამყაროში რთულია, ვინმეზე წარმოდგენა არ გქონდეს და რა თქმა უნდა, იტალიელი ქომაგები ქართველი კვარაცხელიას შესახებ
მხოლოდ ჩვენებურზე რომ არ შევჩერდეთ, რომელსაც ლორენცო ინსინიეს შეცვლა უწევს, სპალეტის გუნდი თურქული "ფენერბაჰჩესგან" სამხრეთკორეელი კიმით ძლიერდება, რომელმაც "ჩელსიში" გადასული კულიბალი ჩაანაცვლა. ეს გზაც ძალიან წარმატებით დაიწყო.
ასეთი დეტალებით დიდი გუნდები იქმნება. "ნაპოლი" საკმაოდ დაბალანსებულია და გამოკვეთილად სუსტი რგოლი, ფაქტობრივად, არ ჰყავს. სასიამოვნო ისაა, ასეთ გუნდში "კვარაზე" ბევრ რამ რომაა დამოკიდებული და ის ყველა შეხვედრაში შესამჩნევია, ჯერ ჩავარდნა არ ჰქონია.
ეს მოკლედ "ნაპოლის" სანაკრებო შესვენებისწინა მდგომარეობაზე. რაც შეეხება "მილანთან" მატჩს, ბოდიში "ლივერპულის" გულშემატკივრებთან, მაგრამ ალბათ კვარაცხელიამ ყველაზე დიდი გამოცდა ჩააბარა, რაც აქამდე ჰქონია. ტურის ცენტრალურ მატჩებს იტალიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. შეხვედრაში გამარჯვებული გუნდი დიდ ფსიქოლოგიურ ნაბიჯს გადადგამდა იმისკენ, რომ ჩემპიონობაზე ეფიქრა. ხვიჩა ახლა მართლაც მთელმა იტალიამ გაიცნო.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმაც თქვა, რომ ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი იმას, კვარაცხელია კიდევ უფრო რომ განვითარდეს. ამის ხაზგასმა ნამდვილად მუდმივად გვსურს, რომ "კვარას" მეტი შეუძლია და კრიტიკული ელემენტები მაგის გამო არც არასდროს დაგვიკლია. ქართველი გარემარბი ახლა გაცილებით ძლიერი იყო დაცვით ოპერაციებში, თუმცა ორჯერ ბურთი დაკარგა, რასაც მილანელთა კონტრშეტევა მოჰყვა. არ შეიძლება იმ დონის დრიბლიორმა, როგორიც კვარაცხელიაა, ბურთის დაკარგვის შიშით ყველაფერზე უარი თქვას, ამით მართლაც ჩვეულებრივ მოთამაშეს მივიღებთ და არა განსაკუთრებული უნარების მქონეს, როგორიც ისაა. ამის მიუხედავად, როცა მწვრთნელი ამას დიდ ყურადღებას უთმობს, ხვიჩამაც მას სასაუბრო თემა არ უნდა დაუტოვოს. ქართველი შემტევი ართმევებზეც ვნახეთ, საპირისპირო ფლანგზე მოთამაშეც და თანაგუნდელების დამზღვევადაც. "კვარას" პასები ნამდვილად არ "ეშლება", თუმცა იყო ეპიზოდი, როცა შეტევის სხვაგვარად გაგრძელება შეეძლო. არ გვინდა ვიფიქროთ, რომ სპალეტის ის მაინც სასარგებლო რჩევები ხვიჩას თუნდაც მინიმალურ კომპლექსს უჩენს.
რა ვნახეთ ახალი? - კვარაცხელია, რომელსაც მეტოქე სიმულაციას აბრალებდა და მან ღირსეული პასუხი გასცა. გარკვეული დოზით ესეც საჭიროა, წარმატებულ ფეხბურთელებს ეს ყველაფერი აქვთ და ხვიჩასაც დასჭირდება. კარგი იყო მარიო რუის გამოქომაგება და მეტოქე ოლივიე ჟირუს ღირსეული საქციელიც. ჩვენებურმა "გამოცდა" ამ კუთხითაც "ჩააბარა". ხვიჩას წინააღმდეგ თამაშის წესი ხომ არაერთხელ დაარღვიეს და მწვრთნელი აიძულებულები იყო, ორი მოთამაშე "გაერიდებინა".
ახლა "ნაპოლი" ცოტათი უნდა "დავასვენოთ", კვარაცხელიათი კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვისიამოვნოთ!
სიტყვიერი დაპირისპირება ხვიჩასა და კრუნიჩს შორის, ქართველი იტალიის დაპყრობას განაგრძობს [VIDEO]
"დიდებული ფეხბურთელია" - რა თქვა პიოლიმ მატჩის შემდეგ კვარაცხელიაზე