ქართველმა გასულ უქმეებზე "სელტას" წინააღმდეგ უამრავი რთული ბურთი მოიგერია და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ცნობილმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ სიმბოლური თერთმეტეული შეადგინა ფეხბურთელებისგან, რომლებიც განვლილ 6 შეხვედრაში საუკეთესონი იყვნენ. შემადგენლობაში მოხვდა გიორგი მამარდაშვილიც.
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი ("ვალენსია")
დაცვა: რეინილდო ("ატლეტიკო"), პაუ ტორესი ("ვილიარეალი"), რონალდ არაუხო ("ბარსელონა")
ნახევარდაცვა: ფედერიკო ვალვერდე ("რეალი"), ორელიენ ჩუამენი ("რეალი"), პედრი გონსალესი ("ბარსელონა"), ნიკო ვილიამსი ("ბილბაო")
ფორვარდები: ვინისიუს ჟუნიორი ("რეალი"), რობერტ ლევანდოვსკი ("ბარსელონა"), ბორხა იგლესიასი ("ბეტისი")
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია"
"მამარდამ" კონტრაქტი გაახანგრძლივა - გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო
"ქართველი ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეებშია" - ესპანური პრესა "მამარდაზე" წერს