ინსინიე თუ კვარაცხელია? - ნაპოლის ლეგენდა ხვიჩასა და ლორენცოს ადარებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ლეგენდარულ ფეხბურთელს, ანტონიო კარეკას ქართველი გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიასა და იტალიელი ლორენცო ინსინიეს შედარება სთხოვეს.

"ინსინიე თუ კვარაცხელია? ლორენცომ გუნდისთვის ბევრი რამ გააკეთა, ხვიჩა ჯერ ახალგაზრდაა და წინ დიდი გზა აქვს გასავლელი, თუმცა ცხადია, რომ უნიჭიერესი მოთამაშეა.

ოსიმენი კარგ ფორმაში იყო, თუმცა ტრავმის გამო არ გაუმართლა, იმედი მაქვს, მალე დაბრუნდება და გოლების გატანას კვლავ გააგრძელებს.

დიეგო ძალიან მენატრება, მართალია ფიზიკურად ერთად აღარ ვართ, მაგრამ ვგრძნობ, რომ მუდამ ჩემთანაა" - განაცხადა კარეკამ.

ანტონიო კარეკა "პარტენოპეის" ღირსებას 1987-1993 წლებში იცავდა, ბრაზილიის ნაკრების
მაისურით კი 64 მატჩი აქვს ჩატარებული.

alt"ნაპოლის" ბრილიანტი საქართველოს ჩრდ. მაკედონიის ძლევაში დაეხმარა" - უკრაინელები ნაკრებს გვიქებენ

altკვარაცხელია "ნიცაში" გადასვლასთან ახლოს იყო - რატომ არ შედგა მისი ტრანსფერი ფრანგულ გუნდში

altქართველებს ხვიჩა კვარაცხელია ჰყავთ და ზეიმს აპირებენ - უცხოური მედიის პრევიუ


მკითხველის კომენტარები / 3 /
ხვიჩა რომ მოვლენაა არა მარტო ქართულ არამედ მსოფლიო ფეხბურთში ამას საფეხბურთო ექსპერტებიც და უმაღლესი დონის ფეხბურთელების კომენტარებიც საკმარისია..იმ ადამინების რომელთა გამო გვიყვარს ფეხბურთი...ვინმესთან შედარება ჯერ ადრეა და მგონი გამართლებულიც...ხვიჩას საკუთარი სტილი და სათამაშო ხელწერა აქვს...სულ არ მინდა ვინმეს შევადარო..აქეთ შეადარონ მას სხვა,..მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი როგორც საფეხბურთო სამყაროსათვის ასევე გულშემატკივერბისთვის...იმედი მაქვს მისი შრომისმოყვარეობის და თანდათანობით დახვეწს ტექნიკასაც ..საფეხბურთო აზროვნებსაცა გააუმჯობესებს.ფიზიკაშიც მოუმატოს უნდა..მას ახლა ზუსტად ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატი და საერთაშორისო გამოცდილება სჭირდება..იმედია მუდამ ვიამაყებთ მისით..და მისი წარმატებებით...მინდა ყოველივე საუკეთესო ვუსურვო მას პირადად და ყველა მის გულშემატკივარს..
ბუჯანგა
18:13 26-09-2022
0
ოსიმენის კარგი ფორმა რაში გამოიხატებოდა, საინტერესოა ))) ძირითადად ხელებს შლიდა და ტვინს უჭამდა ყველას. ამოისუნთქა მგონი გუნდმა მის გარეშე ))
დათა თუთაშხია
16:27 26-09-2022
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული