სლუცკი ხვიჩაზე: ბრილიანტი მყავდა, ტიროდა, მისთვის ფეხბურთი დისნეილენდია - ახლა სრულიად სხვა დონეზეა

AutoSharing Option
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოსთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

- მოდით, ვარჯიშებით დავიწყოთ. ხალხისთვის მნიშვნელოვანია გაიგონ, როგორ წარმოაჩენს ვარჯიშებზე მოთამაშე თავს, რისი მეშვეობით ვხედავთ მის სიახლეებს. როგორი იყო კვარაცხელია ვარჯიშებზე?
- როდესაც "რუბინში" მოვედი, კვარაცხელია ძალიან ახალგაზრდა იყო. ჩემთვის ეს მართლაც სერიოზული გამოცდა გახლდათ, რადგან მოვედი გუნდში, რომელიც პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა. ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები მქონდა, მაგრამ პირველ ვარჯიშზე კვარაცხელიას მონაწილეობით ზოგიერთი მომენტი როგორც კი ვნახე, მაშინვე გავიფიქრე, რომ შესანიშნავი არჩევანი გავაკეთე.

არ ვიცოდი, გუნდისთვის სიტუაცია როგორ
განვითარდებოდა,
გავარდებოდა თუ არა, თუმცა ვიცოდი, რომ მე ეს ბრილიანტი მეყოლებოდა, ვინაიდან ვარჯიშზე მისი ტალანტის მიხვედრას 5 წუთი სჭირდება. ეს ძალიან ადვილია. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ნიჭიერ ფეხბურთელს, მასაც ჰქონდა ზოგიერთი განსაკუთრებული თვისებები, მეტადრე საქციელი.

პირველ ვარჯიშზე ასეთი ეპიზოდი მოხდა: ერთი მოთამაშე ვარდნაში წავიდა, კვარა კი წაიქცა და ტირილი დაიწყო. გავიფიქრე: "შეუძლებელია". პირველი ვარჯიშია და საუკეთესო ფეხბურთელმა შეიძლება ტრავმა მიიღო, შეიძლება ფეხი მოიტეხა, არ ვიცი".

როდესაც ერთი წუთის შემდეგ წამოდგა და თამაში ისე გააგრძელა, თითქოს არაფერიც არ მომხდარა, დავუსტვინე და ვუთხარი: "არა, ეს შეუძლებელია. ეს სერიოზული თამაშია, ფეხბურთი მამაკაცების თამაშია, ხოლო თუ ამისათვის მზად არ ხარ, თუ ბიჭი ხარ და არა მამაკაცი, ეს კარგი არაა".

მასთან დაკავშირებით უცნაური ვითარება იყო: ტკივილს აბსოლუტურად ვერ იტანდა.  ყოველი ვარდნის შემდეგ ტირილს იწყებდა. ეს პირველი. მეორე ფეხბურთს ეხება. მან არ იცოდა, როგორ გამოეყენებინა საკუთარი საუკეთესო უნარები. ყველგან დრიბლინგზე მიდიოდა, სულერთია ჰქონდა თუ არა თავისუფალი სივრცე, წინ მიიწევდა. მიდიოდა ცხრა მოთამაშის წინააღმდეგ, ხუთის წინააღმდეგ, ერთის წინააღმდეგ - განსხვავება არ არსებობდა.

კიდევ ერთი პრობლემა - კონტაქტს მუდამ გაურბოდა, ვარდნებს. ესეც დიდ პრობლემას წარმოადგენდა. როცა ასეთი ფანტასტიკური დრიბლინგი გაქვს, ასეთი ფიზიკური მონაცემებით, ეს ნიშნავს, რომ შენს წინააღმდეგ ხშირად წამოვლენ ვარდნაში. ის კი თავს არიდებდა. მაგალითად, მოტყუებაზე ადრე მიდიოდა.

მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ორი რამ გავიგე: ვიმუშავებდი ბრწყინვალე მოთამაშესთან, რომლის ნიჭსაც ჭერი არ გააჩნია, რომელსაც შეუძლია განვითარება და დონით ზეცის მიღწევა. მეორე - ღმერთმა მოგცა ერთი, მაგრამ არ მოგცემს სხვა რამეს.

ხვიჩა მშვიდი არაა, ტკივილს ვერ იტანს, კონტაქტს გაურბის - ეს მინუსები. კვარაცხელიასთვის სპეციალური პროგრამა იყო, ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით, ინდივიდუალური ტაქტიკური გაკვეთილები გვქონდა. თუ ტირილს დაიწყებდა, ვცდილობდი ვარჯიშიდან გამომეყვანა.

ფეხბურთი მას მოსწონს, როგორც ბავშვს - თითქოს დისნეილენდია. შენ თუ ტირილს იწყებ, თუ ვარჯიშიდან წახვალ, მეტად ვეღარ მოხვდები დისნეილენდში.

ეს დიდი სამუშაოა, მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე კი არა, რადგან ის 100%-იანი ნიჭის პატრონია. ვიცნობ ხვიჩას მამას, მან ძალიან განავითარა, დრიბლინგი მისცა, ინდივიდუალური უნარები. თუმცა, თუ ხასიათზე ვილაპარაკებთ, სიტუაციებზე, სადაც ამის გამოყენება მაქსიმალურად შესაძლებელია - იქ დიდი სამუშაოს შესრულებაა საჭირო.

კვარასი ძალიან მადლობელი ვარ, რამეთუ ძალიან კარგად ვურთიერთობდით, ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. ყოველ ვარჯიშზე ვუხსნიდი, ვუხსნიდი, ვუხსნიდი კონტაქტებზე, ტრავმებზე, ტკივილებზე, მოთმენაზე, ხასიათზე, იმაზე, როგორ უნდა გამოეყენებინა თავისი საუკეთესო თვისებები. ვფიქრობ, რომ ახლა სუსტ მხარეებზე მკითხავთ - ლუჩანო სპალეტი რა თქმა უნდა, პირველ რიგში დაცვის დახმარებაზე იტყვის.

ამჟამად ის ამ ასპექტში სამჯერ უფრო უკეთესია, ვიდრე მაშინ, როცა მუშაობა დავიწყეთ. იმ დროს მისი დაცვითი უნარები ნულოვანი იყო. ახლა ზონის გადაკეტვა შეუძლია, მოძრაობა, ხანდახან ვარდნაში წასვლა. რაც ყველაზე მთავარია: პირდაპირ ახლა ყველა გადაწყვეტილებას სწორად იღებს. მისი დრიბლინგი ძალიან საჭიროა. ყოველ სიტუაციაში. ბურთს კარგად ინარჩუნებს და როგორც მოთამაშე, სრულიად სხვა დონეზეა.

ხვიჩას ყველა მატჩს ვუყურე, ყველა თამაშის შემდეგ ვსაუბრობდით - ტელეფონით ან შეტყობინებებით და ყველა სიტუაციის გაანალიზებას ვცდილობთ. რა თქმა უნდა, ლუჩანო მისი ბოსია, მაგრამ მე ჩემის მხრივ დახმარებას ვცდილობ.

მკითხველის კომენტარები / 64 /
არ გავიზიარებ არასდროს ლუცკის სიყვარულისა და ამაგის დაკარგვას. ხვიჩა შეიძლება ითქვას ლუცკიმ აქცია ფეხმურთელად, ხოლო აწი რას მოუმატებს ამას ცხოვრება გვაჩვენებს, რაც სპორტულ რეჟიმსა და შრომას წარმოადგენს. გაიხარე ხვიჩა!
beso
28 სექტემბერი 2022 22:25
10
ტყუილი და სიფლიდე რასაც ამბობ
Fu
28 სექტემბერი 2022 22:49
11
რუსებით ივსება, მაინც ეს ქვეყანა და ეს კაციც ჩამოვიყვანოთ ბარემ და თბილისის ან ბათუმის დინამო ჩავაბაროთ.
rrr
28 სექტემბერი 2022 22:01
7
სლუცკი დედით და მამით ებრაელია და პედაგოგიკის და სამედიცინო ფსიქოლოგიის კარგი მცოდნეა .
1964 ავთო
28 სექტემბერი 2022 22:26
5
ხო და ზუსტად ეგ არის მაგის "დანიშნულება". მაგ განხრით მუშობს მწვრთნელი არ არის
28 სექტემბერი 2022 22:48
6
და ტკივილს რომელი მოთამაშე იტანს?
უკვე მერამდენედ თქვა ამ კაცმა, რომ 18 წლის ბავშვს საქონელი რუსი მცველები ფეხებს რო ალეწავდნენ ტირილს იწყდებაო, და ამას თითქოს უარყოფით კონტექსტში ამბობს ხვიჩას მიმართ. რა შუაშია კაცების სპორტი? ეს საბჭოთა მიდგომა როდემდე უნდა იყოს, ფეხბურთი ბალეტი კი არააო რომ აქვთ დაზეპირებული.
იმის მაგივრად რომ ფეხების ლეწვა აუკრძალონ ჭ კლასის მცველებს და ბურთზე თამაში ასწავლონ, თურმე პირიქით ,ნიჭიერი და ტექნიკური თუ ხარ ფეხების დალეწვაც უნდა აიტანო და რეაქციაც არ უნდა გქოდეს რადგან ფეხბურთი კაცების სპორტია? რა სისულელეა ეგ..
ამით იტალიელ მცველებსაც ხო არ უნამიოკებს ტკივილს ვერ იტანს და თუ ჩაარტყამთ უფრო გაგიადვილდებათ მის წინააღმდეგო?
სხვათაშორის გადაცემა ჰქონდათ მაგაზე რუს ბლოგერებს, რუსებმა ისწავლეს ხვიჩას წინააღმდეგ თამაში და იტალიელებმა ჯერ არ იციანო, თავიდანვე თუ ხისტად ეთამაშები მერე უფრო მეტად უჭირსო :))

ვისაც რომელიმე რუსი მოყვარე და კეთილისმსურველი გგონიათ როგორ მშურს თქვენი :)
!!
28 სექტემბერი 2022 21:37
9
ზუსტადაც უნამიოკებს და უნამიოკებენ რუსები. 100%. მაგრამ ხვიჩამ კითხულობს მაგეებს და მაგ სუკებს ეგ "ტაკტიკა" უკვე თავზე გადაახია. მაგ სუკებს კიდე იმედი ქონდათ რომ მილანი ხვიჩას გააჩერებდა, მაგრამ სრულიად საპირისპირო მოხდა ეგრევე ყვითლები აკიდა. თამაშიდან გაყარა მერე პენალტი მერე ის მერე ეს და 2-1 მილანს დედა ეტირა
qishvardi
28 სექტემბერი 2022 22:21
7
Wavikitxe bevri komentari da tips asxamt imitom ro rusia arada gardamtexi misi danishvna iyo rubinshi(sharonov sirs skamze yavda)ar shezguda arapershi da sul atamashebda 90 wuts, pasports tavi daanebet da sportuli tvalsazrisit shexedet...me slucki romaa(rusi)tvals ar davxuchav imden kargze rac xvichas gauketa da gvedshi daudga
L.J .
28 სექტემბერი 2022 23:08
2
#წერე ქართულად
*
28 სექტემბერი 2022 23:18
1
აჰა, ყვეეელაფერი გასაგებია ! ამხ. ხვიჩა ისევ ინარჩუნებს რუსულ კავშირებს და ვინმე დამაჯერებს, რომ მას მარტო ვიღაც სლუცკისთან, ვინმე სიომინთან და მხოლოდ რუს ფეხბურთელებთან აქვს კავშირები ? არამც და არამც, მას აუცილებლად ექნება კავშირი ამხ. პუტინთან, მის გარემოცვასთან და ალბათ К Г Б - ს ნომრიანი აგენტიცაა. სასწრაფოდ შეიქმნას პარლამენტის საგამოძიებო კომისია, გამოვლინდეს მისი დანაშაულებრივი ქმედებები და ფაქტები წერილობით წარედგინოს ამხანაგებს: სანაიებს, გვარამიებს და მიხუინის მიმდევართა სხვა დიდებულებს. ქვეყნის ღალატი არავის უნდა ეპატიოს ! უყურეთ, ერთი ამ ლაწირაკს ! თურმე რა დღეშია
ბიჭი!
დ.დ.
28 სექტემბერი 2022 23:50
36
გაცვეთილია ეგ იუმორი უკვე:)))
.
29 სექტემბერი 2022 00:12
6
ხვიჩა არა და ეს სლუწკები სიომინები საიმანოვები კი ნამდვილად არაა ხუმრობა
29 სექტემბერი 2022 02:42
5
ზედმეტად ხშირად იხსენებს ამ ტირილის ეპიზოდებს რატომღაც.
ჩემი აზრით ხვიჩასთვის კი არ უნდა დაესტვინა, ვინც უხეში ვარდნა გაუკეთა და ფეხები მიალეწა იმისთვის უნდა დაესტვინა და საყვედური ეთქვა.
ამხელა დონის ტალანტი ჰყავდა გუნდში და იმის მაგივრად, რომ სხვები გაეფრთხილებინა ვარჯიშებზე არ ეუხეშათ, კიდე ხვიჩას საყვედურობდა.
რათქმაუნდა ამ კაცს ამაგს არ ვუკარგავ და არც აუგს ვამბობ, უბრალოდ ცოტა გაუგებარია ეგ ტირილზე და "კაცობაზე" აპელირება...
Skeleton
28 სექტემბერი 2022 23:42
21
მაგრად შორს ხარ ფეხბურთთან! რას ნიშნავს გაეფრთხილებინა ფეხბურთელები ხვიჩასთან მიმართებაში? ეს ყველასთან მიმართებაში ასეა! მაგრამ როგორც ფეხბურთში ყველაფერი ხდება,ისევეა ვარჯიშებზე. ვარჯიში თითქმის იგივეა რაც თამაში მოწინააღმდეგის გუნდთან. ყველა ცდილობს დაამტკიცოს რომ ძირითადში მოხვედრის ღირსია.ტირილი და კაცობა საერთოდ ვერ გავიგე. არ გინახავს რონალდო და ასევე სხვა დიდი ფეხბურთელები ატირებული. თამაშის წაგება ტკივილია და ფიზიკური ტკივილიც. ტკივილი ტკივილია. ყველას ერთი ემოცია არა აქვს. სლუცკი ნამდვილი კაცური კაცია. რუბინი რომ გავარდა პრემიერ ლიგიდან უამრავი შეთავაზება ჰქონდა, მათ შორის ცსკადან, მაგრამ არსად არ წავიდა. ესაა პასუხისმგებლობა და არა ჩვენი ქართული გუნდების მწვრთნელები რომ იტყვიან ვიღებ პასუხისმგებლობასო,გამანადგურებელი ანგარიშის წაგების შემდეგ ლიგაზე.
დავით 67
29 სექტემბერი 2022 00:25
7
კი,ვარჯიშზე უნდა დაამტკიცოს, რომ ძირითადში მოხვედრის ღირსია, მაგრამ არა უხეში თამაშით.
სად არის უხეში თამაში მისაღები და ვისაც უხეშად ეთამაშებიან ისაა გასაკიცხი თუ ვინც უხეშად თამაშობს?
თქვენ უფრო ახლოს ყოფილხართ ფეხბურთთან და მე შორს, რასვიზამთ :)))
Skeleton
29 სექტემბერი 2022 07:41
3
ამ კაცმა იტალიელებს უთხრა, რომ ეგ ბავშვი მე გავზარდე, მე ამოვიცანი ასეთი ბრილიანტი რომ დავინახეო და ჩემი დიდი წვლილია ასეთი პროფესიონალი რომ დავაყენე იმ ბავშვისგან, ვინც ყველა შეჯახებაზე ტირილს იწყდებაო.
ჩემი აზრით ყველა ვარსკვლავის პირველი მწვრთნელი ამას იტყვის, და თავის პრივილეგიასაც გაუსვამს ხაზს.
აქ რაც ცუდი კომენტარები დაიწერა იმათიც მესმის.
არავინ არ უკარგავს ამაგს სლუცკის, უბრალოდ ჩემთვის გულდასაწყვეტია, რომ ამას არა რომელიმე ქართველი მწვრთნელისგან ვიგებთ, რომლებმაც საერთოდ ვერ დააფასეს აქ მაგ ასაკში ხვიჩა, არამედ რუსისგან.
სანამ ასე ვიქნებით და ერთმანეთს ცუდი თვალით შევხედავთ, დავაკნინებთ და არ დავაფასებთ, მერე ნუღა გვწყინს, რომ სხვაგან გაშლის ფრთებს ჩვენი ნიჭიერი ხალხი.

მე მაინც ხვიჩას არანორმალური შრომის, ნიჭის და მონდომების დამსახურება მგონია ეს ყველაფერი რაც მას აქვს და მერე სხვების.
Thomas
29 სექტემბერი 2022 09:21
3
სტატიის წაკითხვის მერე მეც ავტირდი. ეს რა კაცი ყოფილა, ჩვენი ლიონია.თურმე ერთი მტირალა ბიჭი დაინახა და ერთი შეხედვით მიხვდა თუ რა ტალანტია.
მოკლედ ეს ქართული ლეგენდები სლუცკისა და სიომინზე, ერთმორწმუნე რუსეთთან "ძმობის" ლეგენდას მაგონებს.საუბედუროდ თუ საბედნიეროდ ორივე "ლეგენდარული " მწვრთნელი, ლოკალური მნიშვნელობის მქონე მწვრთნელები არიან( ჯერ მარტო სლუცკის 2 წლიანი ვოიაჟი ევროპაში რად ღირს),ორივე ალკოჰოლის დიდი მოყვარული,ორივეს დღევანდელი ფეხბურთის აბსოლუტური უცოდინარობა.
მაგრამ ჩვენ მოგვწონს ორივე რადგან მათ ქართველები ათამაშეს თავიანთ გუნდებში. კიდევ კარგი იმას მაინც იძახის( შეფარულად) რომ სპალეტი კარგი სპეციალისტიაო,თორემ სხვას არ გავატანდიო.
სად რუსეთი და სად ფეხბურთი,ყველა ჯუღელის დონეზე როგორ ხართ.
თემო
29 სექტემბერი 2022 03:01
26
წაკითხულიდან აზრი რომ გამოგქონდეს, ამ ბოღმა კომენტარს არ დაწერდი.
გიორგი
29 სექტემბერი 2022 12:40
3
რა საყვარელი კაცია როგორ უყვარს კვარა ❤️❤️❤️
ლშა_იუვენტინო
28 სექტემბერი 2022 21:42
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული