ჩერჩესოვი: კვარაცხელიას იტალიურ კლებებთან რეკომენდაცია 2019 წელს გავუწიე

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა და "ფერენცვაროშის" ამჟამინდელმა მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა "სპორტ-ექსპრესთან" განაცხადა, რომ 2019 წელს ხვიჩა კვარაცხელიას რეკომენდაცია იტალიურ კლუბებში გაუწია:

"თავის დროზე მეგობრებმა დამირეკეს, რომლებიც იტალიურ კლუბებში მუშაობენ და მკითხეს: რუსეთის პრემიერლიგიდან ვის შეუძლია სერია A-ში ითამაშოს? მე ვუსპასუხე - ხვიჩა, თუმცა ჯერ კიდევ "ლოკომოტივში" იყო (2019 წელს) და შეცვლებზე შედიოდა. ძალიან გაუკვირდათ, მაგრამ როგორც ვხედავთ, ახლა "ნაპოლიში" თამაშობს.

ჯერ კიდევ მაშინ, მოედანზე იმ წუთების განმავლობაში, რასაც იღებდა, ავლენდა განსაკუთრებულ უნარებს. ვიცოდი რა, თუ რა ფასობს იტალიაში, ეს გვარი დავასახელე. მართალი
გამოვდექი.

ბიჭის გამო გახარებული ვარ - ნიჭი ეს ერთია, იმისათვის კი, რათა ასეთ დონეზე თავი წარმოაჩინო, ხასიათია საჭირო და შედეგზე მიზინმიმართულება. ხვიჩას ეს აქვს, იმედია, რომ ეს ყველაფერი ორი-სამი წელი კი არა, ათწლეულები გაგრძელდება. ღმერთმა ქნას, კვარაცხელიამ "ნაპოლიში" მარადონას გზა გაიაროს".

მკითხველის კომენტარები / 20 /
ის გამახსენდა, თუ წარმატებული კაცი გამოხვედი, ყველა რო იძახის,ჩემ ხელში ხარ გაზრდილი,ჩემ ხელში გაიარე მთელი ბავშობა(განსაკუთრებით თუ სოფელში ჩახვედი)
კახა ქ.
22:23 29-09-2022
1
აღარ იციან როგორ შეეტენონ ეს რუსები!!აკი არავინ ინტერესდება ხვიჩათიო და ქართველების ზღაპრებიაო?!
ირაკლია
19:39 29-09-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული