"ხვიჩა უბრალოდ შთამბეჭდავია! ეს მხოლოდ რონალდომ და მან შეძლეს" - ცნობილმა ფეხბურთელმა "კვარა" ბრაზილიელ ფენომენს შეადარა!

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ, ვინაც საფეხბურთო კარიერა 2017 წელს "ვერონაში" დაასრულა, "ნაპოლის" ქართველი ამომავალი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით საქებაში სიტყვები კვლავ არ დაიშურა. 

"კვარაცხელია უბრალოდ შთამბდეჭდავია! მას ფეხში დაუჯერებელი ძალა აქვს. ძალიან ცოტა ფეხბურთელი მახსოვს, რომლებიც სერია A-ში ჩამოვიდნენ და მაშინვე მსგავსი ეფექტი და გავლენა მოახდინეს.

მხოლოდ ლეგენდარულ ფენომენ რონალდოს ჰქონდა მსგავსი ეფექტი... კვარაცხელიას დრიბლინგი, ფლანგიდან ფლანგზე გადასვლები, მოკლე და გრძელი პასები... - ეს ყველაფერი მართლაც უბრალოდ შთამბეჭდავია", - უთხრა კასანომ კრისტიან ვიერის არხ Bobo Tv-ს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
კაცი რო იყავი ვიცოდი მაგრამ თუ ასეთი ბაჯაღლო გული გქონდა არ ვიცოდი! მგელი ხარ ჯიმა მგელი!
ქართველი
13:53 30-09-2022
2
ვეთანხმები კასანოს
კოკო
12:22 30-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული