"ხვიჩა უბრალოდ შთამბეჭდავია! ეს მხოლოდ რონალდომ და მან შეძლეს" - ცნობილმა ფეხბურთელმა "კვარა" ბრაზილიელ ფენომენს შეადარა!

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ, ვინაც საფეხბურთო კარიერა 2017 წელს "ვერონაში" დაასრულა, "ნაპოლის" ქართველი ამომავალი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით საქებაში სიტყვები კვლავ არ დაიშურა. 

"კვარაცხელია უბრალოდ შთამბდეჭდავია! მას ფეხში დაუჯერებელი ძალა აქვს. ძალიან ცოტა ფეხბურთელი მახსოვს, რომლებიც სერია A-ში ჩამოვიდნენ და მაშინვე მსგავსი ეფექტი და გავლენა მოახდინეს.

მხოლოდ ლეგენდარულ ფენომენ რონალდოს ჰქონდა მსგავსი ეფექტი... კვარაცხელიას დრიბლინგი, ფლანგიდან ფლანგზე გადასვლები, მოკლე და გრძელი პასები... - ეს ყველაფერი მართლაც უბრალოდ შთამბეჭდავია", - უთხრა კასანომ კრისტიან ვიერის არხ Bobo Tv-ს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
დარწმუნებული ვარ,თუ ხვიჩა ასე გააგრძელებს ნეაპოლური გუნდის კერპი გახდება და მეტსახელ "კვარადონა"-ს რიხიანად ატარებს.
დავით ქართველი
16:43 03-10-2022
0
ანდრეი შევჩენკომ,სადებიუტო სეზონში,24 გოლი გაიტანა.მგონია რომ მის გამოჩენასაც საკმაოდ ხმაურიანი ეფექტი ექნებოდა.
სოსო
20:14 30-09-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული