კვარაცხელიას მორიგი გოლი და "ნაპოლის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მერვე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ტორინო“ 3:1 დაამარცხა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ ტურნირზე მეხუთედ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

დებიუტში მასპინძლები ანგისამ დუბლით დააწინაურა, ნეაპოლელები შეტევებს აგრძელებდნენ, კვარაცხელიამ ზილენსკის კარგი პასი გაუკეთა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა თავით მოიგერია. 37-ე წუთზე კი ხვიჩამ მოედნის ცენტრში ზილენსკის გადაცემული ბურთი მიიღო, დრიბლინგით მეტოქის კარისაკენ გაიჭრა და ანგარიში გაზარდა. თუმცა, პირველი ტაიმის ბოლოს სტუმრებმა ერთი გოლის გაქვითვა შეძლეს.

შესვენების შემდეგ ტურინელები ხშირად უხეშობდნენ და ერთი ეპიზოდის გაპროტესტების გამო მსაჯმა მათი მწვრთნელი იურიჩი გააძევა.
თამაში ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ხვიჩა 81-ე წუთზე შეცვალეს და ნეაპოლელებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს..

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 8 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

„ნაპოლი“ 20 ქულით ლიდერია და 4 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ამსტერდამში „აიაქსს“, 9 ოქტომბერს კი იტალიის ჩემპიონატზე გასვლაზე „კრემონეზეს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ტორინო 3:1
გოლები: 1:0 ანგისა (7), 2:0 ანგისა (12), 3:0 კვარაცხელია (37), 3:1 სანაბრია (43),

მკითხველის კომენტარები / 40 /
რა კარგი იქნებოდა ჩვენი ნაკრებისთვის ნახევარდაცვაში ანგისა. ვთხოვოთ კამერუნს იქნებს დაგვითმონ. ბათუმში რომ ვიყავი იქ აღმოვაჩინე რომ მანდ არის ანგისას ქუჩა! ამიტომ მიზეზიც გვაქვს გადმობირების) )
დავით 67
01 ოქტომბერი 2022 20:31
5
გვქონდა ჩანსი ნაკრებში აგვეყვანა ზუსტად ეგეთი ფეხბურთელი. რუბინში თამაშობდა ქართველი ზანგი მამით ქართველი მაკბეტ სიბაია (სიბაძე იყო მამამისი ქართველი, დედა სამხრეთ აფრიკელი) სამხრეთ აფრიკის ნაკრებში იყო ერთერთი ლიდერი ძალიან მაგარი ტექნიკური ფეხბურთელი. რუბინში სალუქვაძეებთან და ბევრ ქართველებთან ერთად თამაშობდა, მაგის თამაშის ვიდეოები რომ ნახოთ ზამბო ანგისას ნაირი მოთამაშე იყო სუფთა
Macbeth Sibaya
02 ოქტომბერი 2022 00:28
1
ხუთმა დებილმა ვერ გაიგო ჩემი ხუმრობა ან ფიქრობენ ანგისას დონის ნახევარმცველები გვყავს
დავით 67
02 ოქტომბერი 2022 17:18
0
ხალხო წარმოგიდგენიათ სულ რაღაც სამი თვის წინ სად უწევდა თამაში კვარას ..? და სად მოხვდა და ყველაზე სასწაული ისაა რომ სერია ა თამაშში ერთი გოლი გვეცოტავება ასე სენსაციურად და ჯანმრტელად განვლოს ღვთის წყალობით იტალიის ჩემპიონატი .
dato
01 ოქტომბერი 2022 22:53
2
მირანჩუკით რომ აშინებდნენ ხვიჩას. მირანჩუკებმა და კოკორინებმა რახან ვერ გაქაჩეს ხვიჩასაც ვერ უნდა გაექაჩა თურმე. რუსების ლოგიკა. აჰა გამოჩნდა განსხვავება, ქართველია როა ხვიჩა. გოლიც გაუტანა და მოუგო კიდევაც მირანჩუკის ტორინოს. *უკრაინული გვარი აქვს მაგრამ რუსეთის ნაკრებში თამაშობს.

ასევე ვლაშიჩი, ხვიჩაზე მაღლა რომ აყენებდნენ მაინც რუსები და ვლაშიჩი იყო რუსეთში საუკეთესო ფეხბურთელი. მაგრამ გაიტანა აგერ ტორინოში ხვიჩამ ეგ ვლაშიჩიც და მირანჩუკიც ერთმანეთზე გადაბმული.

ეხლა რაღას იტყვიან. ეხლა ხომ გამოჩნდა რომ რუსებს საერთოდ არ უნდა შეადარო ქართველი
"კიპიანი იგრაეტ ვ სტილე გავრილოვა"
02 ოქტომბერი 2022 00:51
4
ზოგიერთებს მაინც მიაჩნიათ, რომ სიომინმა და სლუცკიმ შექმნეს ხვიჩა. მე ჯიუტად მჯერა, რომ ნებისმიერ სხვა ქვეყნის გუნდში ხვიჩა უფრო წარმატებული იქნებოდა ვიდრე რუბინში იყო, სადაც ბოლოს სახვეწარი გაგვიხადეს სათამაშო დროც და არც აპირებდნენ მის გაშვებას რომ არა ომი.
გოჩა
03 ოქტომბერი 2022 13:35
0
პას რომ აძლევდნენ კიდევ შეაგდებდა. მაგარია ხვიჩა
ლომი
01 ოქტომბერი 2022 19:50
3
Yvela shetevis dros pass ver micemen gaigudeba...11 kaci tamashobs da yvela chartulia gundis warmatrbis misagwevad,ar tkva axla aignorebeno,angisas ro ver gaetana meore ikneboda kitxva magram sheagdo
L.J .
01 ოქტომბერი 2022 20:36
2
კაზაიშვილთან დაკავშირებით რაც მოხდა არის უდიდესი სირცხვილი. ტელევიზიებს ვინც ადანაშაულებს, საინტერესოა, რომელიმე ნაკრების წევრს რაიმე რომ მოსვლოდა მერე უნდა გაეგო პუბლიკას ეგ ამბავი? ტელევიზიის მოვალეობაა თუ რაიმე ხელში ჩაუვარდება გაასაჯაროვოს! იქნებ ამით ნაკრების ბიჭები დაიცვა!
ძლივს ნორმალურ ნაკრებს ვეღირსეთ და ვაკოს თუ არ ათამაშებენო ფეხებს დავალეწავ ევროპაში იმათო? ვის გულისხმობდა ნეტა...
მკვლელობის მუქარაც იყო.
მიხარია ვაკოს ბოდიში და გამიჯვნა მაგრამ უდიდესი შავი ლაქაა ეს მისი კარიერისთვის.
ქვეყანა კი არა საგიჟეთია რა
!!
01 ოქტომბერი 2022 21:48
4
ტელევიზიას თუ ვინმე ადანაშაულევს ეს ვაკო იქნება ეს თემა რომ გაუბაზრდა დარწმუნებული ვარ ცდილობდა მოგვარებას რა გაემიჯნა რის გაემიჯნა ასეთ რამეს რომ გაგიკეთებს შენი იჯახის წევრი ესეიგი შენ არაფლაგ გაგდებს წადი რა შენით სანამ გაგაგდებენ მაგ ნაკრებიდან
სოსო
02 ოქტომბერი 2022 01:16
0
მირანჩუკი გამოაღვიძე კომენტატორ! ჩაეძინა ცენტრში ხვიჩას გოლის დროს!
მწრთვნელი
01 ოქტომბერი 2022 20:47
1
,,ხვიჩას ეფექტზე" ვიტყვი კიდევ. დღეს რუსთაველის დონის პოეტი რომ გვყავდეს, ის ვერ შეუქმნის მსოფლიოს იმხელა წარმოდგენას ჩვენზე, რამდენსაც ხვიჩა ახდენს. მისი მეშვეობით საქართველოს კიდევ მილიონობით ადამიანი გაიცნობს. ზოგადად უნდა ითქვას, რომ დღეს მსოფლიოს არასწორი ორიენტირები აქვს, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, დღეს ვარსკვლავი ფეხბურთელი პრეზიდენტის და თუნდაც გენიალური პოეტის მაღლაც დგას.ეს ასე არ უნდა იყოს, მაგრამ ასეა. ასევე ხვიჩამ ერის შეკავშირებაც უნდა მოახერხოს და საზოგადოების ერთმანეთთან შედუღაბებაც, თუმცა ამ მხრივ სახარბიელოდ არ გვაქვს საქმე. ,,ხვიჩას ეფექტმა" იქნებ, ,,ნაცარწაყრილ მეგრელობასაც" რამე უშველოს, იქნებ მეგრელ კაცს რაღაც სიამაყე გაუჩინოს საკუთარი გენეტიკისადმი და თავისი მომაკვდავი ენისკენაც შემოაბრუნოს მისი განგებ დანისლული ცნობიერება. ვნახოთ ეს ენერგია სანამდე გაწვდება.. ამდენად ჩვენთვის მოედნის გარეთაც მრავალმხრივია ,,ხვიჩას ეფექტი."
ბაჩი
01 ოქტომბერი 2022 23:05
9
ხვიჩას გამოაწრთობს სპალეტი, კიდევ მოამატებინებს, სერიოზული მწვრთნელია
123
02 ოქტომბერი 2022 10:56
3
,,ხვიჩას ეფექტზე" ვიტყვი კიდევ. დღეს რუსთაველის დონის პოეტი რომ გვყავდეს, ის ვერ შეუქმნის მსოფლიოს იმხელა წარმოდგენას ჩვენზე, რამდენსაც ხვიჩა ახდენს. მისი მეშვეობით საქართველოს კიდევ მილიონობით ადამიანი გაიცნობს. ზოგადად უნდა ითქვას, რომ დღეს მსოფლიოს არასწორი ორიენტირები აქვს, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, დღეს ვარსკვლავი ფეხბურთელი პრეზიდენტის და თუნდაც გენიალური პოეტის მაღლაც დგას.ეს ასე არ უნდა იყოს, მაგრამ ასეა. ასევე ხვიჩამ ერის შეკავშირებაც უნდა მოახერხოს და საზოგადოების ერთმანეთთან შედუღაბებაც, თუმცა ამ მხრივ სახარბიელოდ არ გვაქვს საქმე. ,,ხვიჩას ეფექტმა" იქნებ, ,,ნაცარწაყრილ მეგრელობასაც" რამე უშველოს, იქნებ მეგრელ კაცს რაღაც სიამაყე გაუჩინოს საკუთარი გენეტიკისადმი და თავისი მომაკვდავი ენისკენაც შემოაბრუნოს მისი განგებ დანისლული ცნობიერება. ვნახოთ ეს ენერგია სანამდე გაწვდება.. ამდენად ჩვენთვის მოედნის გარეთაც მრავალმხრივია ,,ხვიჩას ეფექტი."
ბაჩი
01 ოქტომბერი 2022 22:59
23
რაის "ნაცარწაყრილი მეგრელობა" ნეტა ვის გულისხმობ, პირიქით ამაყია ყველა მეგრელი და ყოჩაღად არიან ყოველთვის
jgiri
01 ოქტომბერი 2022 23:44
1
მოდისლაიქეებს ვეკითხები,რომელი ასპექტი არ დაგევასათ ჩემს კომენტარში,სად ვარ არასწორი?
ბაჩი
01 ოქტომბერი 2022 23:48
12
ყველა გამოხმაურება
მთელი იტალია გადარეულია, რუსი კომენტატორები საქებარ სიტყვებს არ იშურებსნ, ისე როგორც ინგლისელი მიმომხილველები. მხოლოდ ზოგიერთი ქართველი ჯიუტად აგრძელებს ხვიჩას არაობიექტურ შეფასებებს. გასაოცარია პირდაპირ?!
თენგაბი
02 ოქტომბერი 2022 10:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული