"სტრატოსფერულია" - როგორც იქნა, სპალეტიმ კვარაცხელია აღიარა!

AutoSharing Option
"ნაპოლის" "ტორინოსთან" გამარჯვებასა (3:1)  და ხვიჩა კვარაცხელიას გოლს ნეაპოლური კლუბის საიტი გამოეხმაურა:

"ნაპოლი" ცეცხლს ანგისასა და კვარაცხელიას საფირმო გოლებით ანთებს. შაბათ
დღეს "მარადონაზე" "ლაჟვარდოვნებმა" 40 წუთში შოუ მოაწყვეს. კვარაცხელიამ ჯადოსნურად თავისი ჩვეული პროგრესიით გაიბრწყინა, მეურვეებს დაუსხლტა, დრიბლინგისას თითქოს ბალახი "დაწვა" და განუმეორებელი გოლი დახატა. "ნაპოლიმ" სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა, სამშაბათს ამსტერდამში თამაშობს და გუნდის წარმატებები მხოლოდ იწყება".

ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ქართველის შესახებ კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპლეტიმ გააკეთა: "პირველ ტაიმში კვარაცხელიას იმიტომ დავუძახე, რომ მინდოდა უფრო მოედნის სიღრმეში
დაეწია, რათა ცენტრიდან შეტევის მეტი საშუალება ჰქონოდა. "კვარა" გასაოცარია, ბურთის დაფარვა, დრიბლინგი და თავისუფალი პარტნიორის მონახვა ეხერხება - ორჯერ ზილენსკის პასი გაუკეთა. ვარიანტებისას სათამაშო გადაწყვეტილების მიღებისას მართლაც სტრატოსფერულია".

მკითხველის კომენტარები / 26 /
სპალეტი ყოველთვის აღიარებდა და იცის რა ბრილიანტიც ყავს გუნდში ის კიდევ უფრო მეტად ზრდის კვარას როგორც პროფესიონალს მოტივატორიცაა ასე რომ შევეშვათ მის გაკრიტიკებას
BAGGIO
01 ოქტომბერი 2022 21:22
4
მე სპალეტის უფრო ვრცელი და სიღრმისეული თარგმანი მაქვს კვარას შესახებ.


ლუჩანო სპალეტი - კვარა არის ფეხბურთელი, რომელზეც ფსონი შეიძლება დადო. მას შეუძლია მცველზე მარტო წასვლა და მომენტის შექმნა, რადგან ეს სრულყოფილად გამოსდის. ეს წარმოუდგენელად კარგი თვისებაა. ხვიჩამ დღეს ორი დრიბლინგი გააკეთა, ბოლოს კი ჟელინსკის ძალიან კარგი პასი მისცა. კვარა ამას იოლად აკეთებს, როდესაც სხვებს საამისოდ დიდი შრომა სჭირდებათ. სხვებმაც მეტი უნდა იმუშაონ, რომ იგივე გააკეთონ. ხვიჩა ფანტასტიკური მოთამაშეა, მაგრამ თუ ჩვენ არ შეგვიძლია შეტევა, როგორ აკეთებს ამას? ის უნდა შეუშვა შეტევის ხაზზე.
რატომ დავუყვირე კვარაცხელიას რამდენიმეჯერ? პოლიტანომ რამდენიმე სპრინტი გააკეთა, როგორც კვარაცხელიამ. ეს არის ის, რაც ჩვენს მნიშვნელოვან მომენტებში უპირატესობას გვიქმნის. კვარას ვთხოვე, ცენტრისკენ გაწეულიყო, რადგან „ტორინო“ გვიტევდა და ამ დროს კონტრშეტევის და კარში დარტყმის მეტი შანსი გაჩნდა, ხვიჩას კი კარგი დარტყმები აქვს. სადაც მეტოქის დაცვაში პრობლემებია, იქით უნდა წახვიდე“, – განაცხადა ლუჩიანო სპალეტიმ.
Anjelo
02 ოქტომბერი 2022 00:03
1
მეგობარო გაიხარე... თუ იტალიური იცი ნუ გვაწვალებ დაწერე ხოლმე კომენტარები... არ გვინდა ეს სტრატოსფეროში ცხოვრება.
$
02 ოქტომბერი 2022 07:42
0
მაგარია რომ ამ კაცთან მოხვდა ხვიჩა! მაგარი მწვრთნელია, ყველაფერს ზუსტად ხედავს და აფასებს.
ზოგადად მაგრად გაუმართლა ხვიჩიას მწვრთნელებში, სიომინი რომელიც 17 წლის ბავშვს ნელნელა აჩვევდა დიდ ფეხბურთს, სლკხკი რომელმაც საჭირო თავისუფლება მისცა და ბევრიც ასწავლა და სპალეტი, ერთერთი დიდი ტაქტიკოსი და ამავე დროს ლამაზი ფეხბურთის მოყვარულ-დამფასებელი.
მაგრამ მთავარი მაინც ჩვენი ბიჭია, ვენაცვალე, როგორ გვახარებს ყველას!
ქორ-პარიკმახერი
01 ოქტომბერი 2022 21:35
2
რას ქვია "როგორც იქნა აღიარა", აქამდე არ უღიარებია თუ მეხსიერება არა გაქვთ რა შეუკიკინეთ ამ სპალეტის
???
02 ოქტომბერი 2022 01:55
1
მართალი ხარ. ეს ჟურნალისტებიც იზიარებენ პოზიციას რომ ხვიჩას ჩაგრავენ, სათანადოდ არ აფასებენ, პასს არ აძლევენ. მოკლედ სოფლის ბირჯა როგორც აღიქვავს ფეხბურთს, ისე აღიქვავენ ესენიც. არადა ბათუმის დინამოს და რუბინის ფეხბურთელი აიყვანა სპალეტიმ სერია ა-სთვის მებრძოლ კლუბში და ამაზე დიდი აღიარება რა უნდა იყოს?
Semi
02 ოქტომბერი 2022 09:58
1
ბაზარი არაა, ღმერთმა გადმოხედა ქართველს ძლივს და საუკეთესო ვარიანტ გუნდში, კიდე უფრო საუკეთესო დროს და შესაძლო ვარიანტებში საუკეთესო მწვრთნელთან აღმოჩნდა და კიდე სპალეტის უხურებენ... ამას ჩვენზე მეტად უნდა რო ბოლომდე გაიხსნას კვარა... შებოჭვა რო უნდოდეს, ან აქამდე შებოჭავდა და თი ვერ დაიმორჩილებდა დასვამდა სკამზე...
რა მაფიაა?
02 ოქტომბერი 2022 05:55
1
სპალეტიზე მეტად ვინ იცის კვარას ფასი, იმიტომაც არ ლაპარაკობდა მის შესაძლებლობაზე, ბოლოს იძულებული იქნა მცირედით შეექო და სტრატოსფერულიაო, ფრთხილობს და უფრთხილდება მარგალიტს! კვარა შენ კი მოგვაბრუნე და სიცოცხლის ხალისი დაგვიბრუნე ჩვენ უბრალო, პატრიოტ სახელმწიფოსგან დავიწყებულ გულშემატკივარს! ეუთობრივად ველით უცხოურ ინტერნეტ არხებზე შენს თამაშებს, ესეც კი ვერ გააკეთეს განა რა დაუჯდებათ-ჩვენი სიხარული რომ ქართულმა ტელევიზიებმა შენი ლაივ თამაშები გვაჩვენონ
Suxumchanin
01 ოქტომბერი 2022 22:02
0
რა დაუჯდებათ და არც არაფერი, რომ მოგვცენ ეს ბედნიერება, ვუყუროთ და ცოტა ხნით მაინც დავივიწყოთ ყოფითი პრობლემები. ეს უსინდისოები ამ საცოდავი ხალხის კისერზე აკეთებენ ფულს. კვარა ხალხისაა, საქაეთველოსია და მოგვეცით საშუალება დავტკბეთ ამ სიამოვნებით.უსინდისოებო.
ტარიელი
01 ოქტომბერი 2022 23:30
1
იყიდე სეტანტა და უყურებ ქართულად
Emre
01 ოქტომბერი 2022 22:50
30
ყველა გამოხმაურება
ახლა კარგად დავაკვირდი ხვიჩა რასაც აკეთებს გუნდისთვის. მინიმუმ სამი ფეხბურთელი მუდმივად ,,გათიშული" ჰყავს. ეს ფინტების გარეშე. ამ დროს, გზა ეხსნება ნაპოლის სხვა ფეხბურთელებს. ეს ხვიჩას ეფექტია. მილანის წინააღმდეგ გამარჯვების გოლი სიმეონემ გაიტანა, მაგრამ მარიო რუი მარტო დარჩა, ხვიჩა ფლანგისკენ გაიქცა მილანის მცველებმა ყურადღება მისკენ გადაიტანეს და მარიო რუიმ ჩააწოდა თავისუფლად მყოფ სიმეონესთან. ასეთი ეფექტი დღესაც ჰქონდა ხვიჩას, ანგისას ,,ლაღობაც" მეტწილად მისი დამსახურებაა. ამ თვალსაზრისით დაუკვირდით კიდევ მის თამაშს.
ბაჩი
01 ოქტომბერი 2022 23:45
0
ხვიჩა კვლავ ბრწყინავს და გვახარებს,ყველა ჩვენგანი ყოველ თამაშზე მეტს ველით და უკვე ვითხოვთ მისგან (და ეს სურვილი ხომ მისდამი ჩვენი სიყვარულის და სიამაყის გამო დაგვემართა ყველას!!) და აუცილებლად მოუმატებს და გაგვახარებს!!!!
lekso
01 ოქტომბერი 2022 22:31
1
დღესაც გაიტანააა!
უჰ, გაუჭირდებოდა...
სულ უფრო უმატებს კაშკაშს დიდი ქართული ვარსკვლავი, და ზედა ზღვარი არ აქვს არააა...
დიდება საქართველოს!
ლევანი
01 ოქტომბერი 2022 22:58
0
20 წლის წინ მანჩესტერში სპორტინგიდან ახალ გადმოსულ პატარა ბიჭს აღრფთოვანებული რომ ვადევნებდი თვალს, აი ეგეთი გრძნობა მეუფლება ეხლაც ხვიჩას რომ ვუყურებ და ვერ ვიჯერებ რომ ეს ჩვენი ბიჭია. ტელევიზორიდანაც იგძნობა ეს მისი დიდი ენერგია და უსაზღვრო ტალანტი.
ზურა
02 ოქტომბერი 2022 01:54
1
დღეს იყო სუკეთეო, ფაქტობრივად უშეცდომო მატჩი ქონდა, დანარჩენი მატჩებიც რომ ასე ჩატაროს კვლავ თვის საუკეთესო იქნება. შეფასებაც მხოლოდ ანგისაზე ნაკლები ქონდა.
Semi
01 ოქტომბერი 2022 23:32
0

სიახლეები პოპულარული