მამარდაშვილმა "ესპანიოლთან" ორი გოლი გაუშვა - "ვალენსიამ" ფრეს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეშვიდე ტურში „ვალენსიამ“ ჯემერტის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გასვლაზე ფრეს მიაღწია „ესპანიოლთან“ – 2:2.

„ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა სამი სეივი განახორციელა, პირველ გაშვებულ გოლში მისი დადანაშაულება არ შეიძლება, მეორე გოლისას კი ბურთის მოგერიება შეეძლო.

„ვალენსია“ 10 ქულით მერვე ადგილზეა და 7 ოქტომბერს სტუმრად „ოსასუნას“ შეხვდება.

კორნელა დე ლობრეგატი. „RCDE სტედიუმი“. 19 766 მაყურებელი
ესპანიოლი - ვალენსია 2:2
გოლები: 0:1 პაულისტა (53), 1:1 ხოსელუ (56), 2:1 დარდერი (83), 2:2 ჯემერტი (90+6)

მკითხველის კომენტარები / 14 /
Mcvelic ushlida chemi azrit da mzec,burtmac saocari traeqtoria moxaza magram axlos idga iq sadac burti mifrinavda da shecda ratqmaunda,mtavaria male daiviwkos da mandraji ar daewkos momaval tamashebis dros...
Givi
12:53 03-10-2022
0
აქაური ექსპერტების ხელში - დე ჰეაც სკამზე აღმოჩნდებოდა მანჩესტერში, ალისონიც ლივერპულში, ნოიერიც ბაიერნში და ვერცერთი მეკარის კარიერა შედგებოდა საერთოდ : )

1 და 2 არადამაჯერებელი თამაშის გამო მეკარეს სკამზე არავინ დასვამს ნორმალური, მთავარია სისტემატური ხასიათი არ ჰქონდეს შეცდომებს. მითუმეტეს ასეთ ასაკში. ასაკთან ერთად სტაბილურობაც მოვა.ცუდი თამაში ყველას შეიძლება ჰქონდეს
Just Supporter
09:16 03-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული