ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთში ისევ გამოიჩინა თავი.
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-10 ტურში „ბორდომ“ გასვლაზე „ლავალი“ 2:1 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა დავითაშვილმა წინა ტურში, სადებიუტო მატჩში, გამარჯვების გოლი გაიტანა, ამჯერად კი საგოლე გადაცემა გააკეთა. როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ის კონტრშეტევისას საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა, ფინტებით მარჯვნივ შეიწია და ჰონდურასელ თავდამსხმელ ალბერტ ელისს ქუსლით საგოლე პასი გაუკეთა. ზურიკო 82-ე წუთზე შეცვალეს, ჟირონდელებმა კი კვლავ გაიმარჯვეს.
„ბორდო“ 20 ქულით ლიდერია და 8 ოქტომბერს „მეცს“ უმასპინძლებს, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე იცავს.
ლავალი. „ფრანსის ლე ბასერი“
ლავალი - ბორდო 1:2
გოლები: 0:1 მაჯა (5), 1:1 მაჯიოტი (56), 1:2 ელისი (69)
ეს ერთი და სხვა მრავალი!