ევროპა ლიგა
„შტურმი“ გრაცში „ლაციოს“ უგოლოდ გაეყარა. მასპინძელთა გუნდში 69-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ოთარ კიტეიშვილი. „შტურმი“ F ჯგუფში 4 ქულით მესამე ადგილზეა და 13 სექტემბერს „ლაციოს“ რომში დაუპირისპირდება.
„ცრვენა ზვეზდამ“ ბელგრადში 4:1 დაამარცხა „ფერენცვაროში“. ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა) და გიორგი ხარაიშვილი (ფერენცვაროში) განაცხადში არ იყვნენ.
„ყარაბაღმა“, რომლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი მწვრთნელმა კვლავ სათადარიგოთა შორის დატოვა, პირეოსში „ოლიმპიაკოსი“ 3:0 დაამარცხა.
კონფერენს ლიგა
„ლეხი“ სახლში „ჰაპოელს“ დაუზავდა - 0:0. პოზნანელთა რიგებში 61-ე წუთზე შევიდნენ შეცვლაზე ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი. „ლეხი“ C ჯგუფში 4 ქულით მეორე პოზიციაზეა და 13 სექტემბერს ბეერ შევაში „ჰაპოელს“ შეხვდება.
„სლოვანმა“ H ჯგუფში შვეიცარიაში მოულოდნელად 2:0 სძლია ლიდერ „ბაზელს“. პირველ ტაიმში ბრატისლაველებმა ორივე გოლი გიორგი ჩაკვეტაძის პასებით გაიტანეს - 35-ე წუთზე ლუკას პაუშეკმა და 45+1-ეზე ალეკსანდარ ჩავრიჩმა. გიორგიმ 59-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს, ხოლო გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს. „სლოვანი“ 4 ქულით მესამე ადგილზეა და 13 სექტემბერს „ბაზელს“ უმასპინძლებს.