"გიორგის მსგავს ფეხბურთელს ჩვენს გუნდში არასდროს უთამაშია, ჯაბა და გურამი ძეგლს იმსახურებენ" - "სლოვანის" ქომაგები ქართველებს აქებენ

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გუშინ, 6 ოქტომბერს, "სლოვანი" კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, "ბაზელს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. ბრატისლავური გუნდის ქართველმა ლეგიონერებმა, გურამ კაშიამ, ჯაბა კანკავამ და გიორგი ჩაკვეტაძემ, მორიგი კარგი შეხვედრა ჩაატარეს, "ჩაკვემ" 2 საგოლე პასი შეასრულა, თუმცა ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა.

"სლოვანის" ქომაგები, სოციალური ქსელის საშუალებით, სამივე მოთამაშეზე წერენ და მათი მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებენ.

"დიდებული თამაში! კანკავა და კაშია ნამდვილი ლიდერები არიან".

"წარმოუდგენელია, ჯაბა კანკავა რამხელა სხვაობას აძლევს გუნდს".

"ჩაკვეტაძისნაირი მოთამაშე არც გვყოლია და არც გვეყოლება".

"ჩაკვეტაძე
სუპერ".

"როდესაც ჩაკვე და ვლადკო (ვლადიმირ ვაისი) ხასიათზე არიან, უბრალოდ შოუს დგამენ, მათ ზურგს ქართველი ვეტერანები უმაგრებენ, თუ კარგ ფორვარდსაც დავიმატებთ, "ბარსას" დამარცხებასაც შევძლებთ".

"გუნდმა დიდებულად ითამაშა, თუმცა ჯაბა არარეალურია".

"კანკავა სადღაც სხვაგანაა, ამ პოზიციაზე მისნაირი ფეხბურთელი არ გვყოლია, ჩაკვეტაძე ხელოვანია".

შეგახსენებთ, "სლოვანი" სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის შეხვედრას 9 ოქტომბერს, "ტრენჩინის" წინააღმდეგ გამართავს.

altჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]

alt"მკვდრეთით აღვდექით" - ვაისმა ჩაკვეტაძესა და გამარჯვებაზე ისაუბრა

altსლოვაკები ბათუმელი გულშემატკივრებით აღფრთოვანდნენ - თბილი დახვედრა აეროპორტში ვაისს, კაშიას, კანკავასა და ჩაკვეტაძეს

მკითხველის კომენტარები / 13 /
გუშინ მართლა შთამბეჭდავი თამაში ქონდა სამივე ჩვენს ლეგიონერს.გიორგიმ უბრალოდ დაგლიჯა და უახლოვდება როგორც იქნა მემგონი თავის ოპტიმალურ ფორმას. გურამი უბრალოდ დაცვის გლადიატორი იყო.რაც შეეხება ჯაბას სულ ვფიქრობდი,რომ ადრე იყო მისთვის ნაკრებიდან წასვლა. გუშინ კი ნამდვილად დავრწმუნდი საბოლოდ, რომ არ ვცდებოდი.
Beqa
17:07 07-10-2022
1
ჯაბა შენ თუ ნაკრებში არ დაბრუნდე შენ იყო არამეგრელი.
მალხაზ ჯობავა
15:54 07-10-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული