"არ ვიცი, რუსეთშიც ასე რატომ ვერ თამაშობდა..." - კარერას აზრით, ხვიჩას მსოფლიო დონის ვარსკვლავობა შეუძლია

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მწვრთნელმა, იტალიელმა მასიმო კარერამ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"არ ვიცი, რატომ ვერ ითამაშა კვარაცხელიამ რუსეთშიც ისე, როგორც ამას იტალიაში აკეთებს. შესაძლოა, ახლა ის უფრო მეტად გამოცდილია და საჭირო მოტივაცია იპოვა...

ჩემი აზრით, კვარაცხელიას უდიდესი ტალანტი აქვს. თუ ის ასე თამაშს გააგრძელებს, მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდება. მას აქვს ამისთვის ყველა საჭირო თვისება და უნარი. ხვიჩამ უკვე დაამტკიცა, რომ ტოპმოთამაშეა", - ამბობს კარერა.

alt"ხვიჩას შეჩერება ძალიან რთული იქნება " - ლუკა ლოჩოშვილის ინტერვიუ იტალიურ გამოცემასთან

alt"როდესაც პირველად ბავშვი ხვიჩას

თამაში ვნახე, მაშინვე გავვარდი და..." - "კვარას" აღმომჩენი თემურ შალამბერიძე ხვიჩას შესახებ ჰყვება

altრუსებს იმედები გადაუწურეს - უთხრს, რომ ხვიჩა მათ ქვეყანაში აღარასდროს დაბრუნდება

მკითხველის კომენტარები / 8 /
ლეგენდარული მოჭიდავე,ლევან თედიაშვილი ბილისის საერთაშორისო ტურნირზე ჭიდაობდა და როგორც ყოველთვის,მეტოქეებს,ელვის სისწრაფით უსწორდებოდა.გულშემატკივრები ტრიბუნიდან ეხვეწებოდნენ,ლევან ცოტა ხანს გააგრძელე,შენს ჭიდაობასაც გვაყურებინეო,მაგრამ მან მაინც უსწრაფესად მოუგო ყველას და ჩემპიონიც გახდა.სახლში დაბრუნებულს,თავისმა თანასოფლელმა უსაყვედურა,რა იყო ბიჯო,ცოტა დრო გაგეწელაო და ლევანმაც არ დაუხვალია:მომისმინე,რადენი გადაიხადე ბილეთში?-2 მანეთი!-ჰოდა რამდენიც გადაიხადე,მეც იმდენისა ვიჭიდავე!უპასუხა ფალავანმა.კვარამ რუსეთის ჩემპიონატში მაყურებელი დააბრუნა და სტადიონები გაავსო,მეტოქეების მწვრთნელები კი,თამაშის დროს ფეხბურთელებს უყვიროდნენ,ფეხებში შემოჰკარით,მოტეხეთო ფეხი!არც ისინი ეფერებოდნენ და მუჯლუგუნებს თუ კოჭებში ლაწალუწს არ ამადლიდნენ ხვიჩას.რუბინის გულშემატკივრებს,ჩემი პატივისცემა,რადგან მათ შეიყვარეს და დააფასეს ხვიჩა,მაგრამ სხვები, არაფრის ღირსები არ იყვნენ და ხვიჩამაც როგორც იქნა გამოაღწია,რუსეთიდან.ელოდონ ახლა,სანამ სხვა მისთანა გამოჩნდება რუსეთში.
სოსო
16:58 07-10-2022
3
რატომ წერენ სულ გახდება გახდება, გახდა უკვე. მინიმუმ 10-12წელი ყველას ექნება მისი თამაშით სიამოვნების მიღება.
დავით 67
17:20 07-10-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული