3 წითელი ბარათი, 2 გამოუყენებელი პენალტი და მამარდაშვილის "ვალენსიას" გამარჯვება "ოსასუნასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მერვე ტურში „ვალენსიამ“ გასვლაზე „ოსასუნა“ 2:1 დაამარცხა.

პირველ ტაიმში მამარდაშვილს ბევრი სამუშაო არ ჰქონია, თუმცა კიკე გარსიას დარტყმული რთული ბურთი მოიგერია. სტუმრები „ღამურებში“ სადებიუტო გოლით კლუივერტმა დააწინაურა, რომელსაც პასი კავანიმ გაუკეთა. შესვენების შემდეგ პამპლონელთა კარი დიახაბიმ დალაშქრა. 57-ე წუთზე მასპინძლებმა პენალტი მოიპოვეს, მაგრამ ავილამ მიზანს ვერ უწია. ცოტა ხანში „ვალენსიას“ შემტევი ლინო საჯარიმოში უნაი გარსიამ წააქცია, წითელი ბარათი მიიღო, თერთმეტმეტრიანიდან კი ბურთი კავანიმ ხარიხას გაარტყა.

ბოლოს მოედანზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, შეცვლილმა დიახაბიმ სათადარიგოთა სკამზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო,
ბრაშანაცმა კომპენსირებულ დროში ანგარიში შეამცირა, ხოლო ზედ საფინალო სასტვენის წინ  არბიტრმა პამპლონელთა მცველი პენა გააძევა.

„ვალენსია“ ამ მომენტისთვის 13 ქულით ქულით მეხუთე ადგილზეა და 15 ოქტომბერს „ელჩეს“ უმასპინძლებს.

პამპლონა. „ელ სადარი“. 20 260 მაყურებელი
ოსასუნა - ვალენსია 1:2
გოლები: 0:1 კლუივერტი (28), 2:0 დიახაბი (54), 1:2 ბრაშანაცი (90+4)
გამოუყენებელი პენალტი: ავილა (57), კავანი (70)
გაძევება: უნაი გარსია (69), პენა (90+6)

მკითხველის კომენტარები / 4 /
უკვე პირველივე წუთებზე,მსაჯმა აშკარად საყვითლე ჯარიმები გაატარა და კარგა ხანს ასე გააგრძელა.საბოლოოდ სადამდე მივიდა საქმე,ამ სტატიიდანაც კარგად ჩანს.
სოსო
16:22 08-10-2022
0
თამაშს არ მიყურებია, მარა მიმოხილვას თუ დაუჯერებს მამარდას არაფერი შეშლია. გაშვებულ გოლში მისი დადანაშაულება სრული იდიოტიზმია.
რრრ
13:26 08-10-2022
0

სიახლეები პოპულარული