მატჩის დღე! კვარაცხელია ქართული დუელისთვის ემზადება

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი შეხვედრის მიმართ ისევ დიდი ინტერესია. მითუმეტეს, როცა "ნაპოლი" ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზეს" უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა, არის იმის ალბათობაც, დღეს, 9  ოქტომბერს, ქართველი გარემარბი სათადარიგოთა სკამზე ვიხილოთ.

მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ სასტარტოში აქამდე მხოლოდ "ლეჩესთან" არ დაიწყო და აუტსაიდერებთან ის მატჩი ფრედ (1:1) დასრულდა. ლუჩანო სპალეტი პერიოდულად, როტაციას მიმართავს. ერთი დაპირისპირება უკვე ვახსენეთ და "სპეციასთან" (1:0) გამარჯვებაც ძალიან რთულად მოხერხდა. ამის მიუხედავად, გადატვირთული გრაფიკის გამო, მოთამაშეების დასვენება მაინც საჭიროა. მითუმეტეს, ხვიჩა კვარაცხელიას "აიაქსელებმა" ფეხებში ურტყეს. "კვარა" ამას შეჩვეულია, მაგრამ ტრავმის
გართულების რისკის თავიდან აცილების მიზნით, ის, შესაძლოა, სასტარტოში არ იყოს.

თუკი ნეაპოლელებს ამის საჭიროება დაუდგებათ, ხვიჩას მწვთნელი მოედანზე მაინც შეიყვანს. "აიაქსთან" საჩემპიონთალიგო შეხვედრაც კარსაა მომდგარი, თუმცა, ამ ტურნირზე "ნაპოლის" ჯგუფიდან გასვლის საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი აქვს.

ვიქტორ ოსიმენი ბოლომდე მზად არაა და შეხვედრაში მონაწილეობას ვერ შეძლებს.

Sportall.Ge

თამაშის შემთხვევაში, ხვიჩასთან უშუალო დაპირისპირება ლეონარდო სერნიცოლას მოუწევს. ლუკა ლოჩოშვილის გუნდი 3-მცველიანი ტაქტიკით გამოდიოდა, თუმცა გასულ ტურში 4 უკანახაზელზე გადავიდა. უკანასკნელ მატჩში ქართველი ფეხბურთელი მშვენივრად გამოიყურებოდა და ის კვლავ სასტარტო თერთმეტეულში იქნება.

თუკი "ნაპოლი" (20 ქულით) თანალიდერია, "კრემონეზე" ერთ-ერთი აუტსაიდერია და ჯერ გამარჯვებაც არ მოუპოვებია (3 ქულა აქვს).

ეს გუნდები ბოლოს ერთმანეთს 2019 წელს დაუპირისპირდნენ და შეხვედრა უხვგოლიანი ფრით (3:3) დასრულდა. მაშინდელ მატჩში, ნეაპოლელთა დღევანდელი გუნდიდან, მეკარე მერეტი და ზელინსკი სასტარტოში იყვნენ, დი ლორენცო, რუი და ელმასი კი ცვლილებიდან ჩაერთვნენ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ხვიჩა კვარაცხელიას მონაგარს სერია "ა"-ში - 5 გოლი, საგოლე პასი და  მოპოვებული პენალტი.

"სტადიო ჯოვანი ზინიზე" დღევანდელო შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მას როსარიო აბისო განსჯის.

alt"ხვიჩას შეჩერება ძალიან რთული იქნება " - ლუკა ლოჩოშვილის ინტერვიუ იტალიურ გამოცემასთან

altხვიჩას ამ გოლს 17 წელი ველოდით - "მარად პერსპექტიულობის" გარეშე და კვირტი ბრწყინვალე მტევნით...

მკითხველის კომენტარები / 25 /
ისე შევეჩვიეთ, ვერ წარმოგვიდგენია, დიასვენოს
მარტვილიდან
10:38 08-10-2022
0
ხვიჩა! გამოიმუშავე შენი საკუთარი, "გატანილი გოლის" აღნიშვნა! აღარ გინდა: ეს ძილის, ნეიმარის მაიმუნობა, ყურებზე აფარება, დამირეკე და ასეთები. მხოლოდ და მხოლოდ საკუთარის აღნიშვნა!!!!!!!!!!!!
giga
12:26 08-10-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული