ხვიჩას მოპოვებული პენალტი და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეცხრე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „კრემონეზე“ 4:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ამ სეზონში მესამე თერტმეტმეტრიანი მოუპოვა და მორიგი საგოლე გადაცემა გააკეთა, „კრემონეზეში“ კი ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და რაჰმანის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მასპინძლებმა სწრაფი კონტრიერიშით უპასუხეს და ძანიმაკიას დარტყმული ბურთი მერეტის კარის ხარიხას მოხვდა. 26-ე წუთზე კვარაცხელია საჯარიმოში ბიანჩეტიმ წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა და პოლიტანომ „ნაპოლი“ დააწინაურა.

შესვენების შემდეგ დესერსმა ანგარიში გაათანაბრა. შეცვლაზე შესულმა სიმეონემ 76-ე წუთზე ნეაპოლელები წინ გაიყვანა, კომპენსირებულ დროში ხვიჩას
პასით ლოზანომ გაიტანა, ხოლო ზედ საფინალო სასტვენის წინ ოლივეირამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ნაპოლი“ 23 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ატალანტას“ 2 ქულით უსწრებს და 12 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსს“, 16 ოქტომბერს კი იტალიის პირველობაზე „ბოლონიას“ უმასპინძლებს.

კრემონა. „ჯოვანი ძინი“
კრემონეზე - ნაპოლი 1:4
გოლები: 0:1 პოლიტანო (26, პენ), 1:1 დესერსი (48), 1:2 სიმეონე (76), 1:3 ლოზანო (90+3), 1:4 ოლივეირა (90+6)

მკითხველის კომენტარები / 78 /
როგორ ჩანს მარცხენა მხარეს ხვიჩაზე გადატანილი ყურადღების გამო ნაპოლი სულ მარჯვნიდან უტევდა და მანამ არაფერი გამოუვიდათ, სანა ჩვიჩაც მარჯვნივ არ გადავიდა. მართალია ბურთს არ აძლევდნენ მაგრამ მაინც მან გააკეთა ყველაზე მეტი.წარმატებები ჩვენს მაგარ კაცსს.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
10 ოქტომბერი 2022 01:10
0
ამ პოლიტანოს ცოტა ში… ხომ არ აქვს კვარას მოპოვებული პენალტებზე გიჯივით რომ დარბის თითქოს წლის გოლი გაეტანოს ავტორთან მაინც მიდი. კვარა ისეთი იყო როგორიც უნდა იყოს მაღალი დონის ფეხბურთელი ყოველ თამაშზე უფრო დახვეწილი და შედეგიანი არი
Soso
10 ოქტომბერი 2022 00:57
0
ხვიჩა აკეთებს თითქმის ყველა თამაშს, დავწერე პასს არ აძძლევენთქო და ამიკლეს, მაგრამ რეალობა ეგაა, მარცხენა ფლაგზე ბურთი არ გადააქვთ, პოლიტანო კიდე ან მადლობა მოუხადე ან რამით გამოხატე, და კიდე სპალეტი თუ ასეთი მაგარი იყო ამდენი წელი რა მოიგო ან პასს რომ არ აძლევენ ვერ ხედავს ჭურში ზის? ყველა თამაშს ხვიჩა ვერ მოიგებს, კვარაცხელიას დაიგნორებით რას მოიგებენ ნახავენ, ნაპოლი ასე ვერ გააგრძელებებს, ძალიან უჭირთ შეტევა კვარას გარეშე...
გულშემატკივარი
10 ოქტომბერი 2022 00:46
2
ჯერ ერთი , ნაპოლი არაა სოფლის გუნდი, რამოდენიმე მაგარ ფეხბურთს თამაშობს ამ სეზონში, ლობოტკა , ჟელინსკი, ანგისა, და კიმ, რაც ცოტა არაა ასევე ოსიმენი, როცა დაბრუნდება, მეორე არ აძლევენ ასე არაა, უბრალოდ რო ნახეს ხვიჩა ძალა და ხომ ხედავთ მუდმივად დასდევს ერთი და მეორე ცდილობს ზონები დაუკეტოს ასეთ დროს პასის მიცემასაც დიდი აზრი არააქვს როგორც კი გადმოიწევს ცენტრში ან მარჯვნივ ეგრევე ქმნის მომენტს, პატარაა მაინც, სპალეტი ცდილობს დააბალანსოს გუნდში სიტუაცია როცა ასეთი აჟიოტაჟი იქმნება გუნდში ახალ მოსულ ფეხბურთელზე ამან შეიძლება მართლა შექმნას გუნდში არაჯანსაღი ვითარება ესაა და ეს, ყველაფერი კარგადაა, მთავარია ასე უნდა გააგრძელოს ხვიჩამ, სუპერ ბიჭი გვყავს
დათო
10 ოქტომბერი 2022 00:29
3
ზუსტად მაგაშია საქმე გუნდში უხერხულია ვითარება როცა მთელი ნეაპოლი ხვიჩაზე გიჟდება მარტო, არადა არიან ფეხბურთელები რომელთა არდაფასება არ შეიძლება და სპალეტი ცდილობს დააბალანსოს სიტუაცია არაფერს ცუდს არ აკეთებს, ხვიჩა თვითონაც მაგრად უქია მარა ხალხს უნდა შეახსენოს რომ სხვებსაც პატივი სცენ. მარტო ხვიჩას გუნდი ნაღდად ვერ იქნება ნაპოლი თუნდაც მესი იყოს, აი ზუსტად ბარსაში არ გახსოვთ როგორ იყო მესი? კი მესიმანია ყოველთვის იყო მაგრამ ბარსას დანარჩენი ფეხბურთელებიც მაგრად იყვნენ აღიარებული ხალხში ხავი და ინიესტა კი არა ბუსკეტსი რომ ბუსკეტსია ეგეც ლეგენდად ითვლება დღემდე. ნეაპოლელებს ეს ეშლებათ და მართალია სპალეტი, აი ნაპოლი უნდა იყოს ზუსტად ბარსას ნაირი გუნდი და ეგ იქნება საჩემპიონო გუნდი
Napoli
10 ოქტომბერი 2022 05:14
1
ბოდიშით მაგრამ ამ პოლიტანოს დედა....
მადლობაც რომ არ იცის!
ჯონი
10 ოქტომბერი 2022 00:25
0
ნაპოლის თამაშებს სულ მოუთმენლად ველოდები. დღეებს,საათებს,წუთებსა და წამებს ვითვლი როცა თამაში იწყება. მთელი თამაშის განმავლობაში პულსი გაორმაგებული მაქვს. ხვიჩა, შენ ხარ კაშკაშა - ამომავალი (სუპერ) ვარსკვლავი! ჩვენს ნაცრისფერ ცხოვრებას გვიფერადებ...
gulshematkivari0703
10 ოქტომბერი 2022 00:13
0
მე მგონია რომ ხვიჩა სწავლობს სპალეტისგან და უფრო ეფექტური ხდება, მისი გავლენა თამაშზე თუნდაც იმ საგოლე პასით მარტო იზრდება. იზრდება კვარა როგორც მოთამაშე. თვითონაც ამბობს საზღვარი არ გამაჩნიაო. ღმერთი მისკენ და ჩვენსკენ!
გიორგი
10 ოქტომბერი 2022 00:12
0
მე კი ვფიქრობ კვარას მიმართ არ გაკეთებული პასებიც მის ზედმეტად არ გადატვირთვას ნიშნავს რადგან წინა თამაშზე ძლივს გადაურჩა მძიმე ტრავმას,ვფიქრობ ეს მწვრთნელის დავალებაა რადგან ხვიჩა დაზღვეული იყოს ზედმეტი დარტყმებისგან,როცა გუნდი იგრძნობს როდის უნდა გამოიყენოს კვარა აი ზუსტად იმ დროს გაკეთდეს მასზე პასი და სწორედ ასეც მოხდა დღეს და წინებზეც ასე იყო,ეს უბრალოდ ჩემი აზრია,არ არის აუცილებელი ვინმემ გაიზიაროს...
ბაჩი
10 ოქტომბერი 2022 00:09
5
აი, ძალიან მაგარი ბიჭია რა, ვენაცვალე!
გიორგი
10 ოქტომბერი 2022 00:08
1
მე ვფიქრობ პოლიტანო კვარას აიგნორებს და კისერს მოიტეხავს მაგის გამო!
T.q
09 ოქტომბერი 2022 23:42
5
მაგის დედა …
ჯონი
10 ოქტომბერი 2022 00:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული