წიტაიშვილი დააყენეს ძირითადში და მწვრთნელს დასამტკიცებელი უმალ დაუმტკიცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი წიტაიშვილი როგორც იქნა, "ლეხის" მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ქართველმა თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა - 1:0.

პოზნანელებმა პოლონეთის ექსტრაკლასას მე-12 ტურში სახლში "რადომიაკი" წიტაიშვილის მიერ მე-12 წუთზე გატანილი სადებიუტო გოლით დაამარცხეს. გიომ 90+1-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და შეცვალეს. ნიკა კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშა და კომპენსირებულ დროში ყვითელი ბარათი მიიღო.

"ლეხს" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 18 ქულით მეექვსე ადგილზეა და 16 ოქტომბერს ზაბჟეში "გურნიკს" დაუპირისპირდება, იქამდე კი 13 ოქტომბერს კონფერენს ლიგაზე ბეერ შევაში „ჰაპოელს“ შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
გილოცავ გიო. ყოჩაღ ასე გააგრძელე. ღმერთი შენსკენ.
roma bejanidze
00:50 10-10-2022
0
გიორგი!მაგარი კაცი ხარ,ძალიან მაგარი,საქრთველოს სასიქადულო შვილი,მიყვარხარ და მეიმედები,შენ ძალიან ჭირდები საქართველოს ნაკრებს,უფლის მფარველობა და სიხარული არ მოგკლებოიდეს.
თერჯოლელი
13:17 10-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული