"ხვიჩა მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო" - ცნობილი გამოცემა ქართველების თამაშს აფასებს

AutoSharing Option
გუშინ, 9 ოქტომბერს, სერია A-ს მე-9 ტურში, "კრემონეზემ" "ნაპოლის" უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა.

ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. 21 წლის ფეხბურთელმა 26-ე წუთზე საკუთარ გუნდს პენალტი მოუპოვა, 93-ე წუთზე კი ირვინ ლოსანოს გაატანინა, ლუკა ლოჩოშვილმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

ცნობილმა გამოცემა sofascore-მა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში 7.6 ქულით შეაფასა, რაც ნეაპოლელთა რიგებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა 5.9 ქულა დაიმსახურა.

"ნაპოლი" მე-10 ტურში "ბოლონიას" უმასპინძლებს, "კრემონეზე" კი "სპეციას" ესტუმრება.

alt"ნაპოლის" ისტორიული რეკორდები! - ხვიჩას დიდი

წვლილით სპალეტის გუნდი დაფრინავს!

altსპალეტი: ხვიჩას ამას არ დავუვიწყებთ - სიკეთე დაუბრუნდება

altხვიჩას მოპოვებული პენალტი და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" გაიმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
მე ცოტას შევასწორებდი ქართველი საუკეთესო იყო ორივე გუნდში და დავამატებდი როგორც ყოველთვის
ზაზა
12:07 10-10-2022
1
ჩვენი ვარსკვლავი კაშკაშებს!!! წინსვლა და წარმატებები,უფალი ფარავდეს!!!
ქართველი
12:01 10-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული