ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. 21 წლის ფეხბურთელმა 26-ე წუთზე საკუთარ გუნდს პენალტი მოუპოვა, 93-ე წუთზე კი ირვინ ლოსანოს გაატანინა, ლუკა ლოჩოშვილმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
ცნობილმა გამოცემა sofascore-მა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში 7.6 ქულით შეაფასა, რაც ნეაპოლელთა რიგებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა 5.9 ქულა დაიმსახურა.
"ნაპოლი" მე-10 ტურში "ბოლონიას" უმასპინძლებს, "კრემონეზე" კი "სპეციას" ესტუმრება.
"ნაპოლის" ისტორიული რეკორდები! - ხვიჩას დიდი წვლილით სპალეტის გუნდი დაფრინავს!
სპალეტი: ხვიჩას ამას არ დავუვიწყებთ - სიკეთე დაუბრუნდება
ხვიჩას მოპოვებული პენალტი და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" გაიმარჯვა [VIDEO]