უალტერნატივო კვარაცხელია, რომლის სამოტივაციო კრიტიკაც გართულდა - ხვიჩა გამაერთიანებელი სიხარულით...

AutoSharing Option
საქართველო ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილ 13 წლის მოზარდს, მარიტა მეფარიშვილს, გლოვობს. სიტყვები მართლაც უძლურია, მეტის თქმის საშუალებას კი ჩვენი ფორმატი არ იძლევა.

არაერთი პრობლემის ფონზე, ხვიჩა კვარაცხელია ახერხებს და მთელი ქვეყნისთვის დიდი, გამაერთიანებელი სიხარული მოაქვს. პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ჩვენებური ჩემპიონთა ლიგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ, როცა ლევან კობიაშვილმა "შალკეს" რიგებში ჰეთ-თრიკი შეასრულა, მსგავსი ჯილდო არ არსებობდა...

Sportall.Ge

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ, როგორც ჩანს, იმას მიაღწია, რისკენაც აქამდე სულ მიილტვოდა და გუნდში ჰარმონიული ურთიერთობები ჩამოაყალიბა.
ვიქტორ ოსიმენი ყოველთვის ხომ ძალიან მოწადინებულია, პასი მიიღოს და გოლი გაიტანოს, ტრავმის შემდეგ კი ეს კიდევ უფრო გამძაფრებულად ვნახეთ. საბოლოოდ, ნიგერიელმა ფორვარდმა საწადელს მიაღწია, მაგრამ მანამდე რა იყო? - ასეთ მოტივირებულ ოსიმენს ბურთი კვარაცხელიასთან მიაქვს და მასაც პენალტი გააქვს. ქართველი გულშემატკივრები გარკვეული დეტალებით უკმაყოფილო იყვნენ, ახლა კი ნიგერიელის ეს საქციელი ძალიან დააფასეს, ბევრი ქება მიუძღვნეს და "ვეფხისტყაოსნის" გმირ ავთანდილის ქცევასაც კი შეადარეს, რომელმაც სატრფო მიატოვა და ტარიელის დასახმარებლად წავიდა.

სპალეტის გუნდურობის ელემენტები კარგია, თუმცა მისი შენარჩუნება კიდევ უფრო რთული იქნება. მაგალითისთვის, ცენტრფორვარდის პოზიცია რომ განვიხილოთ. ჯაკომო რასპადორი კარგ ფორმაშია, როცა თავის შანსს იღებს; ჯოვანი სიმეონესაც გააქვს, თუმცა ვნახეთ ოსიმენის შემართება და შეუძლებელია, მან სასტარტოში მოსახვედრად ყველაფერი არ გაიღოს, თუკი ასე არ მოხდა კი, უკმაყოფილო არ დარჩეს. სპალეტის სწორი ბალანსის დაცვა და როტაცია დასჭირდება.

Sportall.Ge

სეზონის წინ ამას რთულად თუ წარმოიდგენდნენ, თუმცა "ნაპოლიში" ძალიან დიდი კონკურენციაა, ფაქტობრივად, ყველგან არსებობს სათანადო შემცვლელი. სუბიექტურობას ნამდვილად არ დაგვწამებთ, თუკი იმას ვიტყვით, რომ შეტევის ხაზში უალტერნატივო კვარაცხელიაა. ჩრდილომაკედონიელი ელიფ ელმასი მას ცვლის, თუმცა იმ უნარებს ნამდვილად ვერ ამჟღავნებს (ნაკრებში გაცილებით პროდუქტიულია), ქართველ გარემარბთან სერიოზულ კონკურენციაზე იფიქროს. ცენტრფორვარდი განვიხილეთ, მარჯვენა ფლანგზე კი ირვინგ ლოსანომ ჩვეული ფორმა დაიბრუნა, რაც მატეო პოლიტანოს ძირითად თერთმეტეულში მოხვედრის შანსებს ამცირებს.

ნეაპოლური კლუბის მთავარი პრობლემა ახლა კოსოვოელი მცველის, ამირ რაჰმანის ტრავმაა. "აიაქსთან" ვნახეთ, რომ ბრაზილიელი ჟუან ჟესუსი მას სათანადოდ ვერ ცვლის და სავარაუდოდ, სპალეტი ისევ ახალგაზრდა ნორვეგიელს, ლეო ოსტიგარდს დაეყრდნობა.

ხვიჩა კვარაცხელია კი ყოველ მატჩში ისე ვითარდება, მთავარ მწვრთნელს მისი მოტივაციის ასამაღლებელი კრიტიკის პოვნა უჭირს, უკანასკნელი ორი შეხვედრის შემდეგ ხვიჩას ძალიან აქებს და მასთან მიმართებით "ვარსკვლავის" გამოყენებასაც აღარ ერიდება. ალბათ, ბოლომდე გააზრება ჯერ მაინც გვიჭირს, მაგრამ რასაც ახლა ვხედავთ, ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩემპიონთა ლიგაზე 17 წელი უგოლობაზე თუ ვწუწუნებდით, ახლა კვარაცხელია 17 გოლს არცთუ ისე შორეულ მომავალში გაიტანს. რა თქმა უნდა, ხვიჩასთვის მსგავსი რჩევის მიცემას არ ვაპირებთ, "ნაპოლის" მიმართ პატივისცემასაც გამოვხატავთ, თუმცა ის ნამდვილად ვიცით, მომავალში "კვარადონას" უფრო დიდ, სახელოვან და ისეთ კლუბში ვიხილავთ, სეზონის წინ ჩემპიონთა ლიგის მოგებას თამამად რომ ისახავს.

altკვარაცხელიას გოლი და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "აიაქსს" სძლია და ორი ტურით ადრე გავიდა პლეი-ოფში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 40 /
რატომ ჩაიხვიეთ ზოგმა ეს გადასვლა-გადმოსვლის თემა?? სად უნდა გადავიდეს ვერ გავიგე?? სადაც თითქოს უნდა გადასულიყო ის გუნდები აბზრიალა ციბრუტივით და დაიქნია მარაოსავით, რაის გადასვლა??!! ნაპოლი დაფრინავს და კვარა პილოტის როლს ასრულებს,სად უშვებთ რო უშვებთ???
ალექს
11:42 14-10-2022
2
მე არ ვიცი ეს სტატია ვინ დაწერა მაგრამ დარწმუნებით გეტყვით ყველას რომ წელსვე ნაპოლი სკუდეტოსაც მოიგებს და ჩემპიონთა ლიგასაც ხვიჩა კი ამ წარმატებების მთავარი შემომქმედი იქნება !!!
ზაზა
10:52 14-10-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული