მამარდაშვილის შეცდომა, კავანის დუბლი - ვალენსიამ აუტსაიდერთან ქულები დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-9 ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ „ელჩესთან“ ფრეს დასჯერდა - 2:2.

25-ე წუთზე მასპინძელთა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ბურთზე ბრძოლისას მეტოქე გუნდის მცველ ბიგასს ხელი უნებურად თავში ჩაარტყა, რომელმაც თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, პენალტით კი სტუმრები მილიამ დააწინაურა. თან, გიორგიმ ყვითელი ბარათი მიიღო. ტაიმის დასასრულს კავანიმ დუბლი შეასრულა და „ღამურები“ წინ გაიყვანა. მეორე ტაიმში მილიამ ისევ დალაშქრა ქართველის კარი და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

„ვალენსია“ ამ მომენტისთვის 14 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 18 ოქტომბერს გასვლაზე „სევილიას“ შეხვდება.

ვალენსია. „მესტალია“.
41 805 მაყურებელი

ვალენსია - ელჩე 2:2
გოლები: 0:1 მილია (29, პენ), 1:1 კავანი (41, პენ), 2:1 კავანი (45+7), 2:2 მილია (65)

მკითხველის კომენტარები / 24 /
წავიკითხე კომენტარები და ვაი თქვენს პატრონს, “ჩასაფრებულები”: მამარდა და ლორია ორივე მაღალი დონისაა, ლორია მეტი გამოცდილებით მამარდა ნაკლები, შეცდომები ყველას მოსდის, ოლივერ კანიდან დაწყებული, კასილასის, ჩეხის, ბუფონის, ნოიერის, კურტუას, ალისონის და კიდევ ვინ მოთვლის იმდენი “დიდი” მეკარის შეცდომები მაქვს (გვაქვს) ნანახი, პარაგუაის ნაკრების მეკარე იყო ჩელავერტი, უძლიერესი მეკარე მსოფლიოში (ნუ ჩემი აზრით) ისიც კი ცდებოდა და რა გაუტრაკეთ ამ მამარდას საქმე, თუ “ჩასაფრებულები” არ ხართ “ბლიაძ”
ლუკა
01:52 16-10-2022
5
ვინ ყავს ამ ბიჭს გადამტერებული ესეთი რომ ავისმსურველევი არ დაელია არასდროს. ე ბიჭო თუ არ მოგწონს მიხედე შენ საქმეს რა, ან გაამხნევე ან გაიარე. ყველას აქვს ცუდი და კარგი თამაშები დიდი ამბავი ერთი პენალი აიკიდა მეკარეა და ხდება ხოლმე
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული