მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ჩაკვეტაძის მორიგი ასისტი და შესანიშნავი მატჩი "სლოვანში" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და "სლოვანის" შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე კარგ ფორმაში შედის, რაც ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა.

ჩვენებურმა სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში გასვლაზე "მიხალოვცესთან" მატჩში საგოლე გადაცემა იურაი კუცკას მიაწოდა, სლოვაკმა შეაგდო და ბრატისლაველებმა 1:0 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძე უკვე ზედიზედ მესამე შეხვედრაში აკეთებს საგოლე გადაცემას. ის გუშინდელ დაპირისპირებაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და საუკეთესო იყო.

ის ვლადიმირ ვაისმა 86-ე წუთზე შეცვალა, კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, კაშია კი მეორე ტაიმის დამატებულ წუთებზე ჩაერთო შეხვედრაში. 

"სლოვანს" 29 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ "ტრნავას" 4 ქულით
უსწრებს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ფიზიკურად რიგორი მომატებული აქვს,მიდი ჩაკვე არ დანებდე!!
ანი
17 ოქტომბერი 2022 16:30
0
ერთი ვიდეოა,სადაც კვარას უნდა ცენტრიდან ზედა ძელს გაარტყას.თან ეს ხდება რაღაც გადაღებების მერე.იქ იძახის--თუ გულით გინდა,რაც გსურს ის გამოგივა ბოლო-ბოლოო.აქედან არ წავალ მანამ,სანამ არ გავარტყამო.აი ასეთ ჟილკას გისურვებ.შრომა,შრომა და შრომა(რაზეც სამწუხაროდ მიუთითებდნენ მწ რთნელები შენს მიმართ)იმედია უკან დარჩა სიზარმაცე და ისევ,ის ჩაკვე დაგვიბრუნდება.აქეთ შენ,იქეთ კვარა,დამიჯერეთ ბევრისთვის თავსატეხი იქნება.ამას დაუმატეთ ფორმაში-კიტე,წიტეიშვილი,მიქაუტაძე და......მოკლედ აბა თქვენ იცით, გაახარეთ ქართველი გულშემატკივარი,მერწმუნეთ იმსახურებს იგი ამას!
კახა ქ.
18 ოქტომბერი 2022 22:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული