როგორ ქმნის ხვიჩას "ნაპოლი" ვარსკვლავებს? - სატრანსფერო პარალელი

AutoSharing Option
იტალიური "ნაპოლის" სატრანსფერო პოლიტიკის მიმართ ერთგვარ გაკვირვებასა თუ აღტაცებას იტალიასა და არამხოლოდ იქ წააწყდებით. ამის მთავარი მიზეზი ხვიჩა კვარაცხელიაა. ქართველი გარემარბი, რომლის შეძენაც რამდენიმე გრანდმა მაინც ვერ გარისკა, ნეაპოლელებმა კი "კვარას" ნდობა გამოუცხადეს და მასში თანამედროვე ფეხბურთისთვის საკმაოდ ცოტა, 10 მილიონი ევრო გადაიხადეს. ხვიჩა მოლოდინებს სრულად ამართლებს, ძალიან ეფექტური და პროდუქტიულია, მისი სატრანსფერო ფასი კი ყოველდღიურად იზრდება. ბევრს შეიძლება აღარც ახსოვს, თუმცა ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ასეთ წარმატებულ გარიგებას ახორციელებს.

Sportall.Ge

მაშინ, როცა ლევან მჭედლიძე
"პალერმოში" გამოდიოდა, ამ გუნდის ღირსებას ედინსონ კავანი იცავდა. ნეაპოლური კლუბი ურუგვაელს ერთწლიანი იჯარით დაუკავშირდა. კავანი ძალიან შედეგიანად ათამაშდა, "ისე რა" ფორვარდის სტატუსის მქონე, 24 წლის ფეხბურთელმა 2010-11 წლების სეზონში 26 გოლი გაიტანა და ევროპაში განხორციელებული საუკეთესო ტრანსფერების სამეულში შევიდა. ურუგვაელი "ნაპოლიში" ნამდვილ ვარსკვლავად იქცა, 2013 წლის ზაფხულში კი მოთამაშე, რომელშიც 12 მილიონი იყო გადახდილი, ფრანგულმა პსჟ-მ 64 მილიონ ევროდ შეიძინა.

მოგეხსენებათ, კავანიმ "მანჩესტერ იუნაიტედშიც" ითამაშა, ამჟამად კი გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიას" ღირსებას იცავს.

altახალი უნარები კვარაცხელიას თამაშში, გაკვირვებული ევროპა და "ნაპოლის" იშვიათი მაჩვენებელი

მკითხველის კომენტარები / 13 /
ლაურენტისს ზუსტად ეგ ვურჩიე ერთი თვის წინ და ახლაც ვეტყვი ლიგის მოგების შემდეგ გაიმეოროს იგივე და არაფერსაც არ წააგებს პირიქით წელში გაიმართება ლიგის ნომერ პირველი პრეზიდენტი გახდება წინასწარ ვულოცავ!!!
ზაზა
22:30 18-10-2022
1
კონტრაქტის განახლების პროექტი უკვე მზადაა. კვარაცხელიასთვის ნაპოლიმ უკვე გაახანგრძლივა კიდევ ერთი სეზონით 2028 წლამდე ხელფასის გაორმაგებით. კვარაცხელია მიიღებს 2.2 მილიონ ევროს პლიუს ბონუსებს დაახლოებით 500 ათასი ევროს ფარგლებში. განახლება სეზონის ბოლოს უნდა იყოს პარაფირებული და ხელმოწერილი.
ქ. გ.
16:07 18-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული