ესპანელი ჟურნალისტი კარლოს ბოში თავის "ტვიტერზე" წერს, რომ "ვალენსია" საქართველოში "სხვა მამარდაშვილს" ეძებს.
საუბარია "საბურთალოს" 21 წლის მცველ გიორგი გოჩოლეიშვილზე და აგრეთვე, პოლტავის "ვორსკლასა" და უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების მეკარე პაველ ისენკოზე.
გოჩოლეიშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია, ინგლისელ თანატოლებთან ამხანაგურ მატჩში დიდებული გოლი გაიტანა და საერთოდაც, არაორდინარული თამაშით გამოირჩევა.
გიორგი ეროვნული ლიგის მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.