მამარდაშვილი შჩესნის შემცვლელად "იუვენტუსში" - Calciomercato ტურინელთა დაინტერესებაზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერზე იტალიურ გრანდში

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი" "ვალენსიას" ქართველი მეკარით, გიორგი მამარდაშვილით ინტერესდება, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა calciomercato ავრცელებს.

"იუვენტუსი" ამჟამად ვოიცეხ შჩესნის თამაშით კმაყოფილია, თუმცა პოლონელი უკვე 32 წლისაა და კონტრაქტი წელიწადნახევარში ეწურება, ხელშეკრულების გაგრძელება კი "ბიანკონერის" გეგმებში არ შედის, შავ-თეთრების ხელმძღვანელობა მის შემცვლელს ეძებს, მართალია, მატიას პერინი კარგად გამოიყურება, თუმცა "ჯენოას" ყოფილი გოლკიპერი 30 წლისაა და გრძელვადიან პერსპექტივაში არ მოიაზრება.

მამარდაშვილი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდანაა, ამიტომ სასურველ მეკარეთა სიაში ერთადერთი არაა, თუმცა 1.97 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე კარის დარაჯი ბრწყინვალე სეზონს ატარებს, "მამარდა" კრისტალური
ნიჭითაა დაჯილდოებული, მის განვითარებას არამარტო "იუვენტუსი", არამედ ინგლისური კლუბებიც ყურადღებით აკვირდებიან" - წერს გამოცემა

გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" ლა ლიგაში ჩატარებული 10 ტურის შემდეგ, 15 ქულით მე-8 ადგილს იკავებს, "ღამურები" მომდევნო შეხვედრას 22 ოქტომბერს "მალიორკას" წინააღმდეგ გამართავენ.

alt"ვალენსიაში" შეიძლება კიდევ ერთი ქართველი გადავიდეს

alt"მოწინააღმდეგე გუნდის ფორვარდები სასოწარკვეთამდე მიჰყავს" - ესპანური გამოცემები "მამარდაზე" წერენ

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯერ ვალენშიაში მშვენივრად არის, ვალენსიადან ყოველთვის ხვდებოდნენ მეკარეებიც და წინა ხაზის მოთამაშეები ესპანეთის ნაკრებში და ამით ყველაფერია ნათქვამი, მარტო მეკარე კანისარესის გახსენება ღირს, იმის თქმა მინდა რომ საჩქარო არაფერია, რა თქმა უნდა თუ იუვენტუსი კონკრეტული წინადადებით და სერიოზულად განიხილავს მამარდაშვილს, რა თქმა უნდა ვალენსიას ასეთ შემთხვევაში გაუჭირდება მისი შენარჩუნება,მთავარია ჭორების დონეზე არ იყოს ეს ყველაფერი,ივენტუს რა თქმა უნდა სულ სხვა დონეა ვალენსიასთან შედარებით და იქ თუ მამარდაშვილი მოხვდება ძალიან კარგი იქნება.
qomagi
17:06 20-10-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული