ოსიმენის გოლით გახარებულ ქართველებს "რომას" გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ - საქმეში დაცვის სამსახურიც ჩაერთო

AutoSharing Option
უკვე ყველასთვის ცნობილი ამბავია, რომ "რომასა" და "ნაპოლის" მატჩს ბევრი ქართველი გულშემატკივარი დაესწრო. Calcionapoli24-ი Goal-ზე დაყრდნობით წერს, რომ ქართველებს რომაელ ფანებთან სიტუაცია მას შემდეგ დაეძაბათ, რაც ვიქტორ ოსიმენმა მასპინძლების კარი აიღო.

სავსებით ლოგიკურია, რომ ნიგერიელი ფორვარდის მიერ გატანილი გოლის შემდეგ "ლურჯფორმიანმა გულშემატკივრებმა" ემოციებისგან თავი ვერ შეიკავეს, ქართული დროშები აფრიალეს, რის გამოც იმავე სექტორში მჯდომი "რომას" გულშემატკივრების გაღიზიანება და შეხლა-შემოხლა გამოიწვიეს, დედაქალაქელებმა დროშების წართმევაც კი სცადეს. საბოლოოდ, სიტუაციის დასამშვიდებლად დაცვის სამსახური ჩაერთო.

შეგახსენებთ, "პარტენოპეიმ" ჟოზე მოურინიოს გუნდი 1:0 დაამარცხა და სერია
A-ში ლიდერობა განიმტკიცა, ამ მომენტისთვის "ნაპოლის" 29 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ "მილანს" 3 ქულით უსწრებს, მომდევნო შეხვედრა კი უკვე ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსთან" გაიმართება. მატჩი ხვალ, 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 23 /
ფეხბურთი მაგათთვის რელიგიაზე მეტია და როცა შენ ხარ სტუმრად, მასპინძელი მინიმუმ არ უნდა გააღიზიანო. კარგია, რომ იქ ცუდი არაფერი არ მოხდა.
oto
25 ოქტომბერი 2022 19:02
12
ქალს წაართვა დროშა რომაელმა ნაბიჭვარმა , ქართველ ქალს. ჩასაწიხლები არიან, ქართველი სულ მზად უნდა იყო საჩხუბრად უცხოეთში როცა ხარ, ისეთი გართულება აქვთ მენტალურად ქართველებზე მაგ მოდგმით პ*** არასტებს მაგათ და ისეთ რაღაცეებს გაგიბედავენ მოულოდნელად სულ რომ ვერ წარმოგიდგენია ვერ განსაზღვრავ წინასწარ. რაც გაუსწორდებათ ყველაფერს ბედავენ ოდნავი რიდიც არა აქვთ. მაგათ აქვთ სასტიკი დაუსჯელობის სინდრომი, ქართველებისგან მხრიდან განსაკუთრებით საერთოდ არ იციან მაგათ რა არის ქართველი. მაგიტომ არავის არაფერი არ უნდა გაუტარო 1 წვეთი არ უნდა შეარჩინო არაფრის შიშით აი ბოლომდე როგორც გაგისწორდება ისე უნდა ჩაწიხლო. ძალიან მწარე იქნება მაგათთვის და ვერ შეეგუებიან, მაგრამ უნდა შეაგუო ბოლომდე მაინც რომ ვეღარ იბლატავებენ იქ სადაც იქნება ქართველი
imigrant.
25 ოქტომბერი 2022 17:29
31
იმიგრანტო , ჯერ იმიგრანტი რა არის და თან ისედაც არ გიყრია თავში არაფერი გეტყობა.
გიორგი
26 ოქტომბერი 2022 00:55
4
მართალი ხარ ქართვეებმა თავი არავის უნდა დავუხაროთ, აბა მუსლიმებს ექნათ რამე გაიძურწებოდნენ და თავიანთ ცოლ შვილებსაც კი შესთავაზებდნენ გასართობად, ისე ჰყავთ დაშინებული და ქართველებს კიდე მუსლლიმებიც კი ერიდებოდნენ და ერიდებიან, როცა ათჯერ მეტნი არ არიან.
ლევი
25 ოქტომბერი 2022 22:48
7
ყველა გამოხმაურება
ხო სროლებიც იყოო ისეთი დაპირისპირება ყოფილა
beqa
25 ოქტომბერი 2022 15:51
1
რომა ნაპოლი თამაშობს რა ვეკვეხებით ქართველები რა, ამ მატრაკვეცობით ხვიჩას ვაძულებთ მოწინააღმდეგის ფანებს.
გოგი
25 ოქტომბერი 2022 19:06
30
როგორი ამაყი ვარ საქარტველოოოო, საქარტველოოოოო, მარტო ქრთველებს ვგულშემატკივრობ. საქარტველოოოო.
semi
25 ოქტომბერი 2022 17:17
7
ყველაფერში ზომიერებაა საჭირო, რაც ხშირად გვღალატობს
სანდრო
25 ოქტომბერი 2022 20:40
9
აქ რა შუაშია ზომიერება ფეხბურთია შვილო... OLEEE!!!
ბაბუ
25 ოქტომბერი 2022 23:39
16
ბაბუ-რა შუაშია ზომიერება კი არა თავშია და თუ ასაკითაც ბაბუ ხარ ცხოვრებას უნდა ესწავლებინა ეს
მიხო
26 ოქტომბერი 2022 09:38
2
ფანების დაპირისპირება იტალიაში ყოველთვის იყო, რა შუაშია ქართველი ან ქართული დროშა? მე ფილმიც მაქვს ნანახი იტალიელ ფანებზე როგორი ჩხუბები ქონდათ ადრე, რაც ხშირად ლეტალიურად მთავრდებოდა. ახლა შედარებით იშვიათად ხდება მკვლელობა.
G.LA
25 ოქტომბერი 2022 20:27
0
რეებს წერთ ნაპოლის ფანებთან აეღოთ ბილეთიო.ეგ იქიდან ჩამოსულებისთვის არის გამოყოფილი ტრიბუნა და ესენი ეტყობა რომში მაცხოვრებელი ქართველები იყვნენ და სადაც იყო ბილეთი იქ აიღეს.ნუ მოხდა შეხლა-შემოხლა.რა შუაშია ქართველი.მოწინააღმდეგე გუნდის და მასპინძელი გულშემატკივარის შეხლა-შემოხლა პირველად ნახეთ,თუ გოლი რომ გაიტანეს არ გახარებოდათ და არ წამომდგარიყვნენ.ხანდახან ისეთ რაღაცეებს წერენ,გაგიკვირდება რა,ან კიდევ ბოლომდე არა ხარ გუკშემატკივროვაში გათვითცნობიერებული და სხვანაირად გესმის ეს ყველაფერი.
კახა ქ.
26 ოქტომბერი 2022 04:00
0
თბილისიდან ჩასულები იყვნენ საერთოდ
დათო
26 ოქტომბერი 2022 09:01
0
ეს თბილისური ჯგუფია ტურისტულად წასული, რეინჯერსთან თამაშზეც იქნებიან
papai
26 ოქტომბერი 2022 10:48
0
ყველაფერში ზედმეტი რატომ ვიცით გამაგებინეთ ჰაა? კვარაცხელიათი ყველა ვამაყობთ მაგრამ ზედმეტობაა ეს პაკაზუხობა ჩაიცვი ფორმაა და წადიი და დაჯექი იქ სადაც ნაპოლის ფანები ზიან, მიდიხარ ცხვრიწინ უჯდები დროშებს უფრიალებ ნაპოლის ქომაგობ რას მოელი უკეთეს გამაგებინეთ? მესმის დაიკავო ერთი დროშა და წახვიდე ეს ხროვად სიარული რა უბედურებაა ამდენი დროშებით? პაკაზუხობაა მეტი არაფერი ორივე გუნდში ჯამში 30 ზე მეტი ფეხბურთელია ყველას გულშემატკივარმა რომ თავიანთი ქვეყნების დროშები გამოფინონ ხომ წარმოგიდგენია რა ბაზარი იქნება? ევროპა კი არა ერთი დიდი სოფელი ვართ, ერთი ადამიანის ცხოვრებით ვცხოვრობთ და იმიტომ რომ საკუთარი ცხოვრება არ გვაქვს და არაფრის მიღწევა არ შეგვიძლია! მაგიტომ ვიქნებით ყოველთვის ჩამორჩენილები რომ უაზროდ ზედმეტობები გვჩვევია, ათასმაგად დარწმუნებული ვარ ხვიჩასაც ძალიან ეუხერხულება ასეთი ქაჯობა. ბევრს არ მოეწონება ეს კომენტარი მაგრამ როდემდე უნდა ვიყოთ ასეთი ჩამორჩენილი ქვეყანა გაიაზრეთ ნუთუ მართლა არ გინდათ რომ რაღაცას ჩვენც მივაღწიოთ და ხვიჩანსაირი წარმატებული ადამიანები ყველა სფეროში გვყავდეს?
გოგა
26 ოქტომბერი 2022 02:29
20
რამდენს ფილოსოფოსობთ? ტურისტულმა ჯგუფი შეკრიბა, უყიდა ბილეთები იქ სადაც იყო თავისუფალი და გაუშვა.. იქ დამჯდარიყვნენ აქ დამჯდარიყვნენ, სხვა საქმე არ გაქვთ?.. ნაპოლის თამაშ უყურეთ ხალხო და ისიამოვნეთ
papai
26 ოქტომბერი 2022 12:20
0
რას დასკუპდნენ რომას გულშემატკბვრების ცხვირწინ? ნაპოლის ფანების სექტორში აეღოთ ბილეთები და არავინ ხმას არ გასცემდა
gogi
25 ოქტომბერი 2022 23:52
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული