სპალეტი "რეინჯერსთან" როტაციას გეგმავს - შეეხება ეს კვარაცხელიას?

AutoSharing Option
"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ შეეცდება ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს. "რეინჯერსთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს. ერთი სიტყვით, ჯერ უცნობია, დააყენებს ხვიჩა კვარაცხელიას სასტარტოში თუ არა.

"ფეხბურთელებს მატჩისთვის მუდამ გამარჯვებისთვის ვირჩევ. დიდი არჩევანი გამაჩნია. კვირას ვითამაშეთ, ასეთი ინტენსიური შეხვედრის შემდეგ ყველამ ჯერ კიდევ ვერ მოასწრო აღდგენა. ამიტომ 3 ან 4 დასვენებული ფეხბურთელის სასტარტოში დაყენებას ვაპირებთ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგ დონეს მივაღწიეთ, რადგან ყველა მატჩი ხარისხიანად ჩავატარეთ. თუმცა, უცნობია, რა იქნება
შემდგომში. მთავარი მიღწეულის განმტკიცება და პროგრესირებაა. ეს ახალი გადაწყვეტილებების ძიებას მოითხოვს.

მოურინიომ თქვა, რომ გამარჯვებას არ ვიმსახურებდით? ვალდებული ვართ, პირველები საკუთარი თავისთვის და გულშემატკივრებისთვის ვიყოთ. არ ვუყურებთ, რა ხდება ირგვლივ, არც იმას ვაქცევთ ყურადღებას, რას ამბობენ მეტოქეები. აუცილებელია ყველაფრისთვის მზადყოფნა და გზის გაგრძელება. კმაყოფილი ვართ იმით, რასაც ვაკეთებთ და სხვის ნათქვამს მნიშვნელობა არ აქვს.

"რეინჯერსს" კარგი მწვრთნელი ჰყავს, კარგი გუნდია. "ლივერპულთან" პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 1:1 იყო და კიდევ შეეძლოთ გოლის გატანა. არასწორია იმაზე ფიქრი, რომ ხვალ სუსტი მოწინააღმდეგე გვეყოლება. ასეთ შეცდომას არ დავუშვებთ. გამარჯვებულის დნმ უნდა გვქონდეს", - განაცხადა სპალეტიმ.

altოსიმენის გოლით გახარებულ ქართველებს "რომას" გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ - საქმეში დაცვის სამსახურიც ჩაერთო

alt"ეს არის ზუსტად ხვიჩას მთავარი ნიშა" - საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი "კვარაზე" საუბრობს

altრით არ ჰგავს ხვიჩა სხვა ქართველ ფეხბურთელებს? - ნონა გაფრინდაშვილი "კვარასა" და საქართველოს ნაკრებზე

მკითხველის კომენტარები / 12 /
ისე რომასთან თამაშის წინ ერთი კვირა ჰქონდათ პაუზა და ასეთი დაღლილებიც რა უნდა იყვნენ არვიცი.
მანამდე სამ დღეში ერთხელ ჰქონდათ თამაშები და იქ არ ასვენებდა და დღეს რატომ ასვენებს?
რათქმაუნდა ხვიჩას გადაღლას არ მივესალმები მარა უცნაურია პაუზის მერე მისი დასვენება და მანამდე 90 წუთი დატოვება, როცა გადაბმულად ჰქონდა თამაშები.
Thomas
26 ოქტომბერი 2022 16:37
0
ვგიქრობ კვარამ უნდა დაისვენოს.
ქართველი
26 ოქტომბერი 2022 08:20
1
30 წელზე მეტია ევროპული ტურნირი და Serie A არ მოუგია ნაპოლის.
კოლიბალი, ოსიმენი, ინსინიე, ლობოტკა, ზიელინსკი და ელმასი კი არიან კარგი ფეხბურთელები, მაგრამ ხვიჩას გარეშე ნაპოლი იყო ჩვეულებრივი იტალიური გუნდი, რომელიც იკავებდა მეშვიდე, მეხუთე ან მესამე ადგილს.
https://en.wikipedia.org/wiki/List_of_S.S.C._Napoli_seasons
ქ. გ.
26 ოქტომბერი 2022 04:32
1
ხვიჩა თავის გასაკეთებელს ყოველთვის გააკეთებს, ამიტომ, მე მგონი, ჯობია, ამ მიჯრით თამაშებში, ხანდახან დაასვენოს და მეორე ტაიმში შემოიყვანოს. მანამდე მეტოქის მცველებიც დაიღლებიან და დასვენებული ხვიჩა უფრო ეფექტური იქნება. ამასობაში ფიზიკურადაც მოძლიერდება და გამძლეობაშიც მოუმატებს.
თენგაბი
26 ოქტომბერი 2022 04:06
3
იმედია, ანგისა დაბრუნდება. კვარა, ოსიმენი, ანგისა - ვფიქრობ, კარგი კომბინაცია იქნება.
რატი
26 ოქტომბერი 2022 00:09
0
მაგრად გაასწორებს კვარას წარუმატებელი პირველი ტაიმის მერე თუ შემოიყვანს 0:2 ზე და ხვიჩას შემოსვლის მერე 3:2 რომ გახდეს.
ბმბ
25 ოქტომბერი 2022 23:24
7
გარდა სატურნირო მდგომარეობისა, ამ თამაშის მოგებით "ნაპოლი" თავის რეკორდს მოხსნის. კვარაც მშვენიერ ფორმაშია და ალბათ, 75-80 წუთს მაინც ათამაშებს.

ILIA
25 ოქტომბერი 2022 23:13
0
ჩვენი საამაყო ქალბატონი,წლები კარგად გამყოფოთ უფალმა-არამარტო ჭადრაკის,არამედ სპორტის უბადლო დიდოსტატი,თქვენი რჩევები გასათვალისწინებელია ყველა სფეროში-ქუგუალე სკან გურს
სენაკელი
25 ოქტომბერი 2022 22:43
2
მადლობა ჯიმა
qalbatoni spaletiani
26 ოქტომბერი 2022 00:26
0
მოურინიომ მაგარი დააბრეხვა "დაუმსახურებელი გამარჯვების" სახით.
მისი გუნდის სტატისტიკაც არ უნახია ალბათ: ბურთის ფლობა 40%,კარში დარტყმა 0,აუტში ბურთი 30-ჯერ მოისროლეს. წადი შენი სულელი ...
ALONZO
25 ოქტომბერი 2022 22:17
1
არ შეეხება 60 წუთს ათამაშებს, მერე გაიყვანს დაასვენებს. სასუელოსთვის მოემზადებიან სასუელოს მერე 3 დღეში ლივერულში უწევთ თამაში იქაც სადღაც 60 წუთს ათამაშებს. ლივერპულის მერე 3 დღეში ატალანტაში უწევთ თამაში! ყველაზე რთული გასვლითი თამაში. ატალანტაში გამოჩნდება დარჩება თუარა პირველ ადგილზე დიდ შესვენებამდე. იანვარში ინტერში თამაშით ხსნიან 2023 წელს
beqa
25 ოქტომბერი 2022 21:48
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული