ოსიმენის გოლით გახარებულ ქართველებს "რომას" გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ - საქმეში დაცვის სამსახურიც ჩაერთო

AutoSharing Option
უკვე ყველასთვის ცნობილი ამბავია, რომ "რომასა" და "ნაპოლის" მატჩს ბევრი ქართველი გულშემატკივარი დაესწრო. Calcionapoli24-ი Goal-ზე დაყრდნობით წერს, რომ ქართველებს რომაელ ფანებთან სიტუაცია მას შემდეგ დაეძაბათ, რაც ვიქტორ ოსიმენმა მასპინძლების კარი აიღო.

სავსებით ლოგიკურია, რომ ნიგერიელი ფორვარდის მიერ გატანილი გოლის შემდეგ "ლურჯფორმიანმა გულშემატკივრებმა" ემოციებისგან თავი ვერ შეიკავეს, ქართული დროშები აფრიალეს, რის გამოც იმავე სექტორში მჯდომი "რომას" გულშემატკივრების გაღიზიანება და შეხლა-შემოხლა გამოიწვიეს, დედაქალაქელებმა დროშების წართმევაც კი სცადეს. საბოლოოდ, სიტუაციის დასამშვიდებლად დაცვის სამსახური ჩაერთო.

შეგახსენებთ, "პარტენოპეიმ" ჟოზე მოურინიოს გუნდი 1:0 დაამარცხა და სერია
A-ში ლიდერობა განიმტკიცა, ამ მომენტისთვის "ნაპოლის" 29 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ "მილანს" 3 ქულით უსწრებს, მომდევნო შეხვედრა კი უკვე ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსთან" გაიმართება. მატჩი ხვალ, 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 23 /
აი აქ (მომენტი არის 11m:30s) კარგად ჩანს, რომ ხვიჩა ემზადებოდა რომასთან თერთმეტმეტრიანის დასარტყმელად, მაგრამ მერე მსაჯმა (და ვიდეორეფერიმ) გადაწყვეტილება შეცვალა.
https://www.youtube.com/watch?v=yD4J9dhwtUg
ქ. გ.
07:13 26-10-2022
0
რეებს წერთ ნაპოლის ფანებთან აეღოთ ბილეთიო.ეგ იქიდან ჩამოსულებისთვის არის გამოყოფილი ტრიბუნა და ესენი ეტყობა რომში მაცხოვრებელი ქართველები იყვნენ და სადაც იყო ბილეთი იქ აიღეს.ნუ მოხდა შეხლა-შემოხლა.რა შუაშია ქართველი.მოწინააღმდეგე გუნდის და მასპინძელი გულშემატკივარის შეხლა-შემოხლა პირველად ნახეთ,თუ გოლი რომ გაიტანეს არ გახარებოდათ და არ წამომდგარიყვნენ.ხანდახან ისეთ რაღაცეებს წერენ,გაგიკვირდება რა,ან კიდევ ბოლომდე არა ხარ გუკშემატკივროვაში გათვითცნობიერებული და სხვანაირად გესმის ეს ყველაფერი.
კახა ქ.
04:00 26-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული