ფრე ვენაში - კვეკვესკირისა და წიტაიშვილის "ლეხი" პლეი-ოფს მიუახლოვდა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მეხუთე ტურში „ლეხი“ გასვლაზე „აუსტრიას“ დაუზავდა - 1:1.

ნიკა კვეკვესკირი ძირითად შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთამდე ითამაშა, გიორგი წიტაიშვილი კი 74-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

„ლეხი“ C ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილზეა და 4 ნოემბერს, ბოლო ტურში, „ვილიარეალს“ უმასპინძლებს, რომელმაც პირველი ადგილი უკვე გაინაღდა. 4 ქულით მესამე პოზიციაზე "ჰაპოელია", ხოლო 2 ქულით მეოთხეზე - "აუსტრია".

ვენა. „ჯენერალი არენა“
აუსტრია - ლეხი 1:1
გოლები: 0:1 ისხაკი (48), 1:1 კელეში (70)

მკითხველის კომენტარები / 2 /
საბა ლობჟანიძეს რა ჭირს?!შარშან რა კარგი სეზონი ქონდა, ყოველ თამაშში გოლს ან საგოლე პასს აკეთებდა!
ბექა
00:03 28-10-2022
0
მატჩის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე,აუხტრიას ფეხბურთელს,საჯარიმოში,ხელზე მოხვდა ბურთი.ჩემი აზრით,პენალტის დადება,თავისუფლად შეიძლებოდა,რადგან ხელი,ზურგს უკან არ დამალა და სხეულის ფართობს ადიდებდა.
სოსო
22:47 27-10-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული