კაშიამ გაიტანა - "სლოვანმა" "პიუნიკს" თითქმის განწირული მატჩი შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეხუთე ტურში „სლოვანმა“ საკუთარ მოედანზე „პიუნიკი“ 2:1 დაამარცხა.

ქართველებმა კარგი მატჩი ჩაატარეს: გურამ კაშიამ, როდესაც მისი გუნდი ურთულეს სიტუაციაში იმყოფებოდა, ანგარიში გაათანაბრა, გიორგი ჩაკვეტაძე კი ძალიან აქტიური იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება ჯაბა კანკავას, ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

„სლოვანი“ თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, ბევრს, თუმცა უხიფათოდ უტევდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 64-ე წუთზე ბრატისლაველთა მეკარე ჰოვანის შეცდომისა და წესების დარღვევის შემდეგ პენალტი დაინიშნა და კოჩუკმა სტუმრები დააწინაურა. „სლოვანმა“ მეტოქის კარზე იერიშების მიტანა გააგრძელა, კაშიამ ანგარიში გაათანაბრა,
შემდეგ კი გოლკიპერის შეცდომის შედეგად რამირესმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

„სლოვანი“ H ჯგუფში 8 ქულით ლიდერია, 3 ნოემბერს, ბოლო ტურში, ვილნიუსში აუტსაიდერ „ჟალგირისს“ შეხვდება და პლეი-ოფში გასვლის ჩინებული შანსი აქვს.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“. 15 783 მაყურებელი

სლოვანი - პიუნიკი 2:1
გოლები: 0:1 კოჩუკი (64, პენ), 1:1 კაშია (84), 2:1 რამირესი (86)

მკითხველის კომენტარები / 12 /
ჩაკვეს უკვე შესამჩნევად აქვს მომატებული. ამ თამაში თუ საუკეთესო არა ერთ ერთი საუკეთესო იყო. ყოჩაღ გიოს, მშვენივრად ითამაშა.
G.LA
28 ოქტომბერი 2022 16:16
0
ჩაკვე ცუდად ნამდვილად არ გამოიყურება, უფრო კარგადაც კი, მაგრამ ერთი რამე ვერ გავიგე: რა აკრძალული აქვს საჯარიმოში შესვლა?
ელიასი
28 ოქტომბერი 2022 13:38
0
Აი ვისგან უნდა აიღოთ მაგალითი ქართველებმა.ნახეთ როგორ ვთამაშობთ სომხები? Წინ და მხოლოდ წინ პიუნიკ ელი...
G.LA
28 ოქტომბერი 2022 10:21
16
შენ თუ სომეხი ხარ, მაშინ მე რომის პაპი ვარ,შენ ხარ პროვოკატორი მუტილოვშიკი ეროვნებით ან აზერი ან ქართველი,ასეა ეს!
G.LA - s
28 ოქტომბერი 2022 13:19
0
იმ სამკლაურის გაკეთებას ალბათ აღარ გავიხსენებდით ნაცლიბერალური მედია დღემდე აქცენტს, რომ არ აკეთებდეს!! გურამ გვეამაყები მაგრამ არის კითხვის ნიშნები!
Lebron
28 ოქტომბერი 2022 08:15
12
ჩაკვე ორკესტრატორია ამ გუნდის. ბრავო კაშო .
ilar10N YouTube
28 ოქტომბერი 2022 04:59
1
Slovani dzalian abdaubda fexburts tamashobs da chakvec imitom ver itans, magram am etapze mistvis mtavaria rom tamashobs da fizikurad dzlierdeba...
Givi
28 ოქტომბერი 2022 01:27
0
ყოჩაღ ქართველებო!
კიტეიშვილმაც ფეიენოორდს 93-ე წუთზე შეუსრულა.
კაკო
28 ოქტომბერი 2022 01:08
0
კიტეიშვილმა შტურმს მოაგებინა დამატებულ დროში.
გია
28 ოქტომბერი 2022 01:07
0
გასულია პლეი-ოფში უკვე!
დიმო
28 ოქტომბერი 2022 01:04
2
მართალი ხარ , მექანიკურად გამომეპარა.
დიმო
28 ოქტომბერი 2022 03:53
1
თუ წააგო ჟალგირისთან ვერ გადის პლეიოფში ვერანაირად. თვითონ ჟალგირისი გადაასწრებს ურთიერთშეხვედრებიდან გამომდინარე.(პირველი მატჩი ფრე ითამაშეს). მეორე მატჩის ნებისმიერ შედეგზეც ერთ-ერთი ქულებით გადაასწრებს სლოვანს.
დიმოს
28 ოქტომბერი 2022 01:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული