მამარდაშვილმა ფატის არ გაატანინა - "ვალენსია" მაინც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-12 ტურში „ვალენსია“ სახლში „ბარსელონასთან“ 0:1 დამარცხდა.

"ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილი დამაჯერებელი გახლდათ, მაგრამ თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

მასპინძლებმა თავიდან შეუტიეს, თუმცა სტუმრები მალევე დაეუფლენ უპირატესობას და პირველი მომენტი მაშინ შექმნეს, როდესაც მამარდაშვილმა ბურთი კარგად ვერ აიტანა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენეს. ცოტა ხანში პირისპირ გასულ ფატის გატანა ქართველმა არ დაანება. 43-ე წუთზე ლევანდოვსკის თავით დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი შეიცვალა, „ვალენსია“ გააქტიურდა და ლინომ ტერ შტეგენის კარი დალაშქრა, თუმცა
მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გოლი გააუქმა, რადგან იქამდე ბურთი ხელზე მის თანაგუნდელ მარკოს ანდრეს მოხვდა. მერე „ბარსა“ ისევ დაეუფლა ინიციატივას, ფერან ტორესი გიორგისთან ერთი ერთზე გავიდა და გატანა ვერ შეძლო. სამაგიეროდ კომპენსირებულ დროში ლევანდოვსკიმ შეძლო და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

„ვალენსია“ 15 ქულით მეათე ადგილზეა და 6 ნოემბერს გასვლაზე „სოსიედადს“ შეხვდება. "ბარსელონა" "რეალთან" ერთად ლიდერია (სამეფო გუნდი დღეს ჟირონას მასპინძლობს) და 6 ნოემბერს "ალმერიას" მიიღებს.

ვალენსია.“მესტალია“. 46 007 მაყურებელი

ვალენსია - ბარსელონა 0:1
გოლი: ლევანდოვსკი (90+3)

მკითხველის კომენტარები / 4 /
პირველ წუთებში,მამარდას დაძაბულობა ეტყობოდა და შეცდომმაც დაუშვა,თუმცა მალევე დაწყნარდა და საკმაოდ საიმედო იყო.იმ მომენტში,როცა ვალენისას გილი გაუუქმეს,მარკოს ანდრეს,ვურთი ხელზე კი არ მოხვდა,შეგნებულად მიარტყა.მიხვდა რომ ვერ სწვდებოდა და დანანების ნიშნად.შედეგად კი,საკუთარ გუნდს,გოლი წაართვა.ვალენსიას თამაშში ძალიან ბევრი ტექნიკური წუნი და სუმბური იყო.სირბილიც აზრიანი უნდა.ბოლოს და ბოლოს,ბარსამ მომენტი გამოიყენა.
სოსო
01:20 30-10-2022
0
კარგად ითამაშა მაგრამ გამოსვლაზე უნდა მოუმატოს.
ლომი
02:09 30-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული