სერია A-ს მე-12 ტურში "სასუოლოსთან" მოგებულ მატჩში (4:0) "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ეს ნეაპოლურ გუნდში სტატისტიკურად ერთ შეხვედრაში ქართველის საუკეთესო შედეგია.
საერთო ჯამში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე 16 თამაშში 8 გოლი, 8 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტია.
ხვიჩა გოლი+საგოლე გადაცემის სისტემით იტალიის ჩემპიონატის ლიდერია - 6 გოლი და 5 პასი. მეორე ადგილზე "ლაციოს" ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩია (3+7).
რაც 2004 წელს იტალიის ლიგა 20 გუნდამდე გაფართოვდა, 12 შეხვედრის შემდეგ კვარაცხელიაზე უკეთესი შედეგი
მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჰქონდა - დიეგო მილიტოს (15) და რონალდოს (13).
"ნაპოლიმ" კი ზედიზედ მე-13 გამარჯვება მოიპოვა, საკუთარი საკლუბო რეკორდი გააუმჯობესა, 1990 წლის შემდეგ თავისი პირველი სკუდეტოსკენ მიიწევს და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფშიც ვადამდე გავიდა. თანაც, ევროპის ტოპ 5 ლიგებში მხოლოდ "ნაპოლი" და პსჟ არიან დაუმარცხებელი.