ხვიჩას საგოლე ქმედებით სერია A ლიდერია და კიდევ ერთი შთამბეჭდავი შედეგი დააფიქსირა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-12 ტურში "სასუოლოსთან" მოგებულ მატჩში (4:0) "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ეს ნეაპოლურ გუნდში სტატისტიკურად ერთ შეხვედრაში ქართველის საუკეთესო შედეგია.

საერთო ჯამში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე 16 თამაშში 8 გოლი, 8 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტია.

ხვიჩა გოლი+საგოლე გადაცემის სისტემით იტალიის ჩემპიონატის ლიდერია - 6 გოლი და 5 პასი. მეორე ადგილზე "ლაციოს" ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩია (3+7).

რაც 2004 წელს იტალიის ლიგა 20 გუნდამდე გაფართოვდა, 12 შეხვედრის შემდეგ კვარაცხელიაზე უკეთესი შედეგი
მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჰქონდა - დიეგო მილიტოს (15) და რონალდოს (13).

"ნაპოლიმ" კი ზედიზედ მე-13 გამარჯვება მოიპოვა, საკუთარი საკლუბო რეკორდი გააუმჯობესა, 1990 წლის შემდეგ თავისი პირველი სკუდეტოსკენ მიიწევს და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფშიც ვადამდე გავიდა. თანაც, ევროპის ტოპ 5 ლიგებში მხოლოდ "ნაპოლი" და პსჟ არიან დაუმარცხებელი.

altზღაპარში ვართ! ხვიჩას გოლს + 2 ასისტი დებიუტშივე [VIDEO]

altფანტასტიკა - ქართველი ფენომენის გოლი და ორი საგოლე გადაცემა, ოსიმენის ჰეთ-ტრიკი და ნაპოლის“ ზედიზედ მეცამეტე გამარჯვება [VIDEO]

alt"კვარამანია" გრძელდება - ცნობილი გამოცემები ხვიჩას თამაშით აღფრთოვანებულები არიან

alt"იდეალური და ძალიან კარგი ბიჭია" - სპალეტიმ კვარაცხელია შეაქო

მკითხველის კომენტარები / 11 /
მგელია რა ეს ბიჭი, დაუმტკიცა სპალეტის რა შეუძლია და სპალეტიც უკვე ენდობა ხვიჩას და სულ სხვანაირად უყურებს, ნაპოლიმ თუ სკუდეტო მოიგო ხვიჩა გახდება ნეაპოლის სახალხო გმირი
მამუკა
06:02 30-10-2022
0
მხითარიანი კარგი ფეხბურთელია ის მინი ვარსკვლავია ვერავინ უარყოფს მაგრამ ხვიჩა უკვე მეგა ვარსკვლავია. რაც მხითარიანს მთელი თორმეტწლიან კარიერაში აღიარება აქვს ხვიჩას ჰენრიკზე მინიმუმ ორჯერ მეტი ჰაიპი და აღიარება უკვე ამ არასრულ 6 თვეში აქვს და ეს რომ პერმანენტულად გაგრძელდება ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება ?
G.la -ას
12:58 30-10-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული