"გიჟდებიან ამ ბიჭზე იტალიაში... საოცარია, ვზივარ რომში ტაქსიში და..." - ბიძინა ბარათაშვილი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
სპორტული ჟურნალისტი ბიძინა ბარათაშვილი რომში ადგილობრივი კლუბისა და "ნაპოლის" თამაშზე იმყოფებოდა.

მან გადაცემაში "ბურთი და მოედანი" იტალიის დედაქალაქში მომხდარი ამბავი გაიხსენა. (შენიშვნა: გადაცემა ეთერში გავიდა 28 ოქტომბერს, "ნაპოლი" "სასუოლოს" მატჩამდე).

"გიჟდებიან იტალიაში კვარაცხელიაზე, მართლაც საოცარი რაღაცაა... რომში ტაქსიში ჩავჯექი, გავიცანით ერთმანეთი, მან თავისი წარმომავლობა მომიყვა და მე ჩემი ვუთხარი... თავად "რომას" ფანი იყო, როდესაც გაიგო, რომ ქართველი ვარ, მითხრა, ხო იცი "ნაპოლიში" ქართველი, რომ თამაშობს, დღეს სერია A-ში საუკეთესოაო...

მერე შევხვდი "ნაპოლის" ყოფილ სპორტულ დირექტორ პატრიციო ტიუბალს, რომელიც არგენტინელია და თითონ
რა თქმა უნდა, ფეხბურთი არ უკვირს... მეუბნება, გვარი მითხარი მისი, ვერ ვიმახსოვრებო... მის შესახებ ყველაფერი გამომკითხა, უდიდესი ინტერესი ჰქონდა...

თუ სადმე გაიგონებენ, რომ ქართველი ხარ, თუ ზოგადად წარმოდგენა აქვთ ფეხბურთზე, უკვე ყველამ იცის ჩვენი ქვეყნის შესახებ.

როდესაც უკან მოვფრინავდით, მიუნხენში შეგვხვდა დათო გომართელი, რომელიც ასევე ნეაპოლში იმყოფებოდა და მან მითხრა, ყველა გაკვირვებული და გაოცებულიაო... ეს საერთოდ ვინ არისო, ტატუც კი არ ააქვსო და ეკლესიაში დადისო... ვინ რას პოულობს... ყველა რაში თანხმდება და მოსწონს იცით ხვიჩა? - "კვარას" დრიბლინგი, ასე დღეს აღარავინ თამაშობს", - ამბობს ბარათაშვილი.

altრა ვიდეო გამოაქვეყნა ხვიჩა კვარაცხელიას შეყვარებულმა "ნაპოლი" "სასუოლოს" გუშინდელი მატჩიდან [VIDEO]

altხვიჩას საგოლე ქმედებით სერია A ლიდერია და კიდევ ერთი შთამბეჭდავი შედეგი დააფიქსირა

alt"იდეალური და ძალიან კარგი ბიჭია" - სპალეტიმ კვარაცხელია შეაქო

alt"კვარამანია" გრძელდება - ცნობილი გამოცემები ხვიჩას თამაშით აღფრთოვანებულები არიან

მკითხველის კომენტარები / 31 /
ხვიჩა ისეთ დიდ საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის, რომელსაც მთელი პოლიტიკური სპეკტრი, შოუ ბიზნესიანად ვერ გააკეთებდა სახელი გაუთქვა საქართველოსდადებით, კარგ ფორმატში! ამიტომაცაა რომ აქ ზოგიერთები შურით და ბოღმით სივდებიან
მიხო
12:23 30-10-2022
3
მიშა მესხს გვახსენებს ხვიჩა, და დაე ხვიჩა ყოფილიყოს ქართული ფეხბურთის აღორძინების ხანის ღირსეული გაგრძელება საბჭოთა და შემდგომში 90-იანი, 00-იანი, 10-იანი თუ 20-იანი წლებისა!
ლაშა
13:22 30-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული