მან გადაცემაში "ბურთი და მოედანი" იტალიის დედაქალაქში მომხდარი ამბავი გაიხსენა. (შენიშვნა: გადაცემა ეთერში გავიდა 28 ოქტომბერს, "ნაპოლი" "სასუოლოს" მატჩამდე).
"გიჟდებიან იტალიაში კვარაცხელიაზე, მართლაც საოცარი რაღაცაა... რომში ტაქსიში ჩავჯექი, გავიცანით ერთმანეთი, მან თავისი წარმომავლობა მომიყვა და მე ჩემი ვუთხარი... თავად "რომას" ფანი იყო, როდესაც გაიგო, რომ ქართველი ვარ, მითხრა, ხო იცი "ნაპოლიში" ქართველი, რომ თამაშობს, დღეს სერია A-ში საუკეთესოაო...
მერე შევხვდი "ნაპოლის" ყოფილ სპორტულ დირექტორ პატრიციო ტიუბალს, რომელიც არგენტინელია და თითონ
თუ სადმე გაიგონებენ, რომ ქართველი ხარ, თუ ზოგადად წარმოდგენა აქვთ ფეხბურთზე, უკვე ყველამ იცის ჩვენი ქვეყნის შესახებ.
როდესაც უკან მოვფრინავდით, მიუნხენში შეგვხვდა დათო გომართელი, რომელიც ასევე ნეაპოლში იმყოფებოდა და მან მითხრა, ყველა გაკვირვებული და გაოცებულიაო... ეს საერთოდ ვინ არისო, ტატუც კი არ ააქვსო და ეკლესიაში დადისო... ვინ რას პოულობს... ყველა რაში თანხმდება და მოსწონს იცით ხვიჩა? - "კვარას" დრიბლინგი, ასე დღეს აღარავინ თამაშობს", - ამბობს ბარათაშვილი.
რა ვიდეო გამოაქვეყნა ხვიჩა კვარაცხელიას შეყვარებულმა "ნაპოლი" "სასუოლოს" გუშინდელი მატჩიდან [VIDEO]
ხვიჩას საგოლე ქმედებით სერია A ლიდერია და კიდევ ერთი შთამბეჭდავი შედეგი დააფიქსირა
"იდეალური და ძალიან კარგი ბიჭია" - სპალეტიმ კვარაცხელია შეაქო
"კვარამანია" გრძელდება - ცნობილი გამოცემები ხვიჩას თამაშით აღფრთოვანებულები არიან