ლუჩანო სპალეტის მოთამაშეები მართლაც აღარავის ინდობენ. აქაა, როგორც The New York Times-ი წერს, გონებით, ტექნიკითა და ფიზიკური სიძლიერით გამორჩეული ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მორიგი დასამახსოვრებელი შეხვედრა შემოგვთავაზა, თუმცა, როგორც იგივე ავტორიტეტული გამოცემა წერს, "ხარბი თვალი მას მუდმივ უკმარისობას მიიღებს და კიდევ უფრო მძაფრ ემოციებს დაელოდება." ეჰ, ნეტავ რას იტყოდა გენიალური დიეგო ხვიჩაზე...
კონკრეტულად "სასუოლოსთან"
არ აქვს მნიშვნელობა, სპალეტი რამდენი ფეხბურთელით შეუტევს, კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი აშკარად ძალიან შეთამაშდა, ერთმანეთის ესმით და მძლავრ შემტევ დუეტს ქმნიან. ნიგერიელიც, ქართველის მსგავსად, ფეხბურთზე "გაგიჟებულია". მასში უფრო დევს ეგოისტური მომენტები, ვიდრე ხვიჩაში, მაგრამ ყველაფერი მაინც იქიდან მოდის, 23 წლის ფორვარდს თამაში რომ სწყურია, გოლის გატანის სიხარულის გაზიარება უყვარს. კვარაცხელიას მიერ ვიქტორისთვის გაკეთებული მეორე საგოლე პასი ძალიან მაღალი დონის იყო, ბურთის მიღებით დაწყებული, დამუშავებით, შესრულებითა და მიწოდებით დასრულებული. ასეთი ქმედებები უბრალო სტატისტიკაზე მაღლა დგას.
ამ დუეტის ასეთი თამაშის ფონზე ისიც გამოიკვეთა, რომ ჯოვანი სიმეონეს სათამაშო დრო ძალიან შემცირდება. არადა, როცა შანსს იღებს, გააქვს. რაც შეეხება ჯაკომო რასპადორის, მშვენიერ ფორმაში იყო, თუმცა როცა, ოსიმენი "დაფრინავს", ის უბრალოდ, შეუცვლელია. სპალეტი ახლა თითქოს ცდილობს, რასპადორი კვარაცხელიას ერთგვარ დუბლიორად აქციოს და მარცხენა გარემარბად თამაშის საშუალებას აძლევს, თუმცა "სასუოლოსთანაც" გამოჩნდა, რომ ის ამ ამპლუას ნაკლებად შეეფერება, ბევრს ვერ მოძრაობს და მეტოქეებს შემოსატევად სივრცეს უტოვებს. ასეთ დროს მარიო რუის სერიოზული ჯაფა ადგება.
შაბათის მატჩში რაც ვნახეთ, კვარაცხელია უფრო აქტიურად შედიოდა ცენტრში, ვიდრე აქამდე ყოფილა. მას ესეც კარგად გამოსდის, ისევე, როგორც დაცვის დახმარება. რუი ისეთ ფორმაში შევიდა, როგორც ჩანს, მთავარი მწვრთნელი მაქსიმალურად ცდილობს, მისი შემტევი პოტენციალი მთელ ფლანგზე გამოიყენოს - მას უკვე 5 საგოლე პასი და იმის შანსი აქვს, პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზეც გაემგზავროს. აქვე ვთქვათ, რომ ჩრდილომაკედონიელი ელიფ ელმასი უთამაშებლობის გამო ერთგვარი უკმაყოფილების შედეგ მოედნის ცენტრში მშვენივრად ასპარეზობს და პიოტრ ზელინსკის სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.
"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგას "ლივერპულთან" სტუმრობით დაასრულებს, შემდეგ კი სერია "ა"-ში 3 შეხვედრას გამართავს და დაახლოებით ორთვიანი შესვენებაც დაიწყება. მუნდიალზე არც კვარაცხელია იქნება და არც ოსიმენი, ისინი იანვარში თამაშებს კიდევ უფრო მოწყურებული დაუბრუნდებიან.
"იდეალური და ძალიან კარგი ბიჭია" - სპალეტიმ კვარაცხელია შეაქო
იტალიელი, ნეაპოლელი თამაშობს?
ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი სჯობს, ყველანი ჩვენი ბიჭები მაინც არიან...
რა გინდა აქანე წაი და ლაციოს უკარი ტაშფანდურა სიმონ!